ცირკონო-კერამიკის თუ მეტალო-კერამიკის გვირგვინები?

გაუფრთხილდით საკუთარ კბილებს, მას ვერაფერი შეცვლის!

გვანცა ანიაშვილი

ქირურგი-ორთოპედი, სტომატოლოგი

ხშირად ისმის კითხვა რა სჯობს, ცირკონო-კერამიკის თუ მეტალო-კერამიკის გვირგვინები?!

უხეშად რომ ვთქვათ, ორივე კონსტრუქცია მიეკუთვნება მეტალოკერამიკას, თუმცა ცირკონი არის “თეთრი“ მეტალი, რომელიც არ გამოსჭვივის კერამიკის ქვეშ.

დღეისათვის ცირკონო-კერამიკის გვირგვინები ესთეტიური კუთხით არის მაღალ დონეზე, ასევე მექანიკური მახასიათებლითაც არ ჩამოუვარდება და არის ისეთივე მყარი როგორიც მეტალო-კერამიკა.

ცირკონო-კერამიკის და მეტალო-კერამიკის მოხმარების პერიოდი საშუალოდ 5 წელია, შესაძლოა იყოს მეტიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაძლევთ პაციენტს გარანტიას, გარანტია არ არსებობს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სასურველია შეიცვალოს კინსტრუქცია, რადგან შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა პრობლემა.

მოვლა?! აღნიშნული გვირგვინების მოვლა არ განსხვავდება ბუნებრივი კბილების მოვლისაგან. აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან, წელიწადში 2-ჯერ. საფუძვლიანი წმენდის ჩატარება  დღეში 2-ჯერ, ძირითადი და დამხმარე საშუალებებით როგორებიცაა მაგ. ფლოსი (კბილის ძაფი) და ირიგატორი.

ასაკი?! ცირკონის და კერამიკის გვირგვინის გადაკვრა შესაძლებელია მუდმივ კბილებზე 18 წლიდან. თუ არ გვაქვს გამონაკლისი შემთხვევა.

გვირგვინების გადაკვრა მიზანშეწონილია თუ თქვენ გახასიათებთ:

  • ფერშეცვლილი კბილი მაგ: (ტეტრაციკლინის ან სხვა პრეპარატის მიღების გამო).
  • ბზარები კბილებზე.
  • ნაცვეთი კბილები.
  • არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები.
  • კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები).

რა ღირს?! ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლინიკაზე.

გვანცა ანიაშვილი

ქირურგი, ორთოპედი

საკონტაქტო ინფორმაცია

Dental Studio G.K

ი. ევდოშვილის N18, თბილისი

+995 599 50 15 00

dentalstudio.g.k@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

753