რა იწვევს საშვილოსნოს მიომას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები

ამ თემებზე გვესაუბრება არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი თინათინ ფირცხალავა.

საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ძირითადად გვხვდება 30 წელზე ზემოთ რეპროდუქციული ასაკის ქალების 25-30 პროცენტში. გაცილებით ხშირია პრეკლიმაქსურ პერიოდში.
კვანძების განლაგების მიხედვით მიომა შეიძლება იყოს სუბსეროზული – საშვილოსნოს ტანის ზედაპირზე, ინტერსტიციული – საშვილოსნოს კედელში, სუბმუკოზური – საშვილოსნოს ღრუში, ასევე შეიძლება იყოს შერეული ლოკალიზაციის კვანძები.

  • რა უწყობს ხელს მიომური კვანძების განვითარებას?

მიომურ კვანძებს ფიბროიდებს უწოდებენ. ზოგადად ცნობილია, რომ მიომური კვანძების განვითარებას ხელს უწყობს ქალის ესტროგენული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა და პროგესტერონის დეფიციტი.
საშვილოსნოს მიომის განვითარების რისკ-ფაქტორებია გენეტიკური წინასწარ განწყობა, სიმსუქნე, ასაკი, კვების რაციონი, ხშირი და ჭარბი მენსტრუაცია, ხელოვნური აბორტები.

  • რა ნიშნებით ვლინდება საშვილოსნოს მიომა?

ქალების 50-60 პროცენტში საშვილოსნოს მიომა მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინების გარეშე. სიმპტომური მიომისათვის დამახასიათებელია პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან, მწვავე ან ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია – სისხლდენის შემდეგ დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ტკივილი მუცლის არეში, ახლომდებარე ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები.

პათოლოგიური სისხლდენა ხასიათდება ჭარბი, გახშირებული და გახანგრძლივებული მენსტრუაციით რეგულარული ან არარეგულარული ციკლის ფონზე, რაც ზოგჯერ იღებს ძლიერი სისხლდენის ხასიათს.

მიომური კვანძი ხშირად ვითარდება საშვილოსნოს იოგებს შორის. ეს იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის ღრუში. თუ მიომური კვანძი განვითარდა საშვილოსნოს წინა კედელზე და საშვილოსნოს ყელის მიდამოში, იგი ახდენს ზეწოლას შარდის ბუშტზე და შეიძლება გამოიწვიოს გახშირებული შარდვა, შარდის შეკავება ან შეუკავებლობა.
თუ მოიმური კვანძი განვითარდა საშვილოსნოს უკანა კედელზე, მან შეიძლება მოახდინოს ზეწოლა სწორ ნაწლავზე და განვითარდეს შეკრულობა, ბუასილი.

  • შესაძლებელია საშვილოსნოს მიომას ახლდეს სხვა პათოლოგიები?

დიახ. საშვილოსნოს მიომა შეიძლება თან ახლდეს სხვა პათოლოგიები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია – საშვილოსნოს შიდა გარსის გასქელება, პოლიპოზი, ენდომეტრიოზი.

  • როგორ ხდება საშვილოსნოს მიომის დიაგნოსტიკა?

გინეკოლოგიური გასინჯვა, ექოსკოპია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია – ეს არის საშვილოსნოს მიომის დიაგნოსტიკის მეთიოდები.

  • რა მეთოდებით ხდება საშვილოსნოს მიომის მკურნალობა?

მკურნალობისას ძირითადად გამოიყენება ჰორმონული პრეპარატები – პროგესტერონის სინთეზური ანალოგები, ასევე ეგრეთ წოდებული გონადოტროპინ -რილიზინგ ჰორმონის აგონისტები და ანტიპროგესტერონები.

ეს მედიკამენტები არის, როგორც ტაბლეტების სახით, ასევე ინექციების და საშვილოსნოსშიგა საშუალებების ფორმით, ეგრეთ წოდებული “სპირალი”.

სისხლდენის და ანემიის დროს გამოიყენება სიმპტომური თერაპია, სისხლის დენის შეჩერების და ჰემოგლობინის შემცველობის გაზრდის მიზნით.

  • ამბობენ, რომ ჰორმონულმა თერაპიამ შესაძლებელია კვანძის ზრდაც შეაჩეროს და იგი მთლიანადაც გააქროს. ეს მართლია?

ჰორმონულმა თერაპიამ შესაძლებელია შეაჩეროს კვანძის ზრდა, ზოგჯერ შეამციროს იგი ზომაში, მაგრამ კვანძი მთლიანად არ ქრება. მიომის სამკურნალოდ გამოიყენება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად ფიტოთერაპია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ეფექტური. დიდი ზომის და მრავლობითი კვანძების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტური მეთოდია ოპერაცია.

  • რამდენად უსაფრთხოა ოპერაცია?

გამოიყენება ლაპარასკოპიული მეთოდით კვანძების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალის შვილოსნობის ფუნქციისთვის.

როდესაც საშვილოსნოს კვანძის რაოდენობა არის ბევრი და კვანძების ზომა არის დიდი, საჭრო ხდება მუცელკვეთით ოპერაციის გაკეთება. როდესაც კვანძი არის საშვილოსნოს ღრუში – ეგრეთ წოდებული სუბმუკოზური კვანძის – შემთხვევაში კეთდება.

კონსულტაციაზე ჩასაწეარგად გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს:  +995 599 35 60 30

სრულყოფილი ინფორმაცია ექიმის შესახებ იხილეთ: https://vipmed.ge/tinatin-pirtskhalava/

ძიება

+