vakuum-rezeqcia-temur-gogitidze

ვაკუუმ რეზექცია

ვაკუუმ რეზექცია რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი მამოლოგიური ცენტრებისა და ონკოლოგთა ასოციაციების მიერ, როგორც ოპერაციის მცირეინვაზიური ალტერნატივა.

teimur-gogitidze

თემურ გოგიტიძე MD.

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი

ვაკუუმ რეზექცია ანუ იგივე ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია

სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომების, ცისტების, სადინარშიდა პაპილომების და სხვა ახალწარმონაქმნების მოცილების უოპერაციო, უსისხლო თანამედროვე მეთოდია.

ვაკუუმ რეზექციის დროს მკერდის წარმონაქმნების მოცილება ხორციელდება ოპერაციის გარეშე ულტრაბგერითი კონტროლით

ვაკუუმ რეზექცია ასევე კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მეთოდია!

ადრე, მსგავსი წარმონაქმნების მოცილებისთვის, საჭირო იყო პაციენტის ოპერაციისთვის მომზადება რამდენიმე დღის განმავლობაში, ნარკოზისა და ტრავმატული განაკვეთების გაკეთება. ვაკუუმ რეზექციის მეთოდის უდავო უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი დახმარესბით ხდება სარძევე ჯირკვალის სიმსივნის სრული მოცილება, თვით მკერდის ქსოვილის მინიმალური დაზიანებით.

ადგილობრივი გაუტკივარების (გაყინვის) შემდეგ სპეციალური რობოტიზირებული ნემსი შეყავს ექიმს საჭირო მიდამოში, ყოველგვარი სისხლდენის და ქსოვილების დაზიანების გარეშე.

ვაკუუმ რეზექცია რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი მამოლოგიური ცენტრებისა და ონკოლოგთა ასოციაციების მიერ, როგორც ოპერაციის მცირეინვაზიური ალტერნატივა

სრულ პროცედურას ჭირდება 20-30 წუთი!

ვის შეიძლება გაუკეთდეს ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია?

სადიაგნოსტიკო მიზნით:

  • ულტრაბგერით გამოკვლევისას ხილული, სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის ბუნების დაზუსტება.
  • ჰისტოლოგიური გამოკვლევისათვის მასალის მიღება და სარძევე ჯირკვალში ახალწარმონაქმნის საპროგნოზო ქსოვილოვანი ფაქტორების განსაზღვრა.

სამკურნალო მიზნით:

  • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი, 2-3 სმ-მდე ზომის წარმონაქმების (ფიბროადენომა და სხვა) მოცილება, როგორც ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა

უკუჩვენებები:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევისას წარმონაქმნის გამოსახულების ვიზუალიზაციის უქონლობა;
  • მიკროკალცინატების ლოკალური გროვების უბნები, უხილავი ულტრაბგერითი გამოკვლევისას;

VAE უპირატესობები:

ვაკუუმ ასისტირებული რეზექციის 8 უპირატესობა სექტორულ რეზექციასთან შედარებით

  1. სრული მოცილება 15 წუთში
  2. პროცედურა ტარდება ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით
  3. არ რჩება ნაწიბური
  4. სარძევე სადინრების შენარჩუნება
  5. ფსიქოლოგიური კომფორტი
  6. მკერდის ფორმის შენარჩუნება
  7. არ საჭიროებს ძვირადღირებულ სტაციონარულ და აღდგენით მკურნალობას
  8. ამოტუმბვის დროს სიმსივნური უჯრედები არ მოითესება ირგვლივ

100% შედეგი!

ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია (VAE) ასპროცენტიანი სიზუსთით გამორიცხავს მიღებულ მასალაში კიბოს და ასეთივე სიზუსტით ადგენს მას.

ასევე იხილეთ აქცია: ვაკუუმ რეზექცია – აქცია!

teimur-gogitidze

თემურ გოგიტიძე MD.

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კლინიკა ნიუ პლაზმა

ბათუმი, ჯავახიშვილის 19ა

+995 568 10 44 10

mamology@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

513