coronary-angiography

რა არის კორონაროგრაფია? – ვახტანგ ყიფიანი

კორონაროგრაფია წარმოადგენს რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდს, რომელიც ტარდება სპეციალურ საოპერაციოში ექიმი-ინტერვენციონისტ კარდიოლოგის მიერ.

vakhtang-kipiani

ვახტანგ ყიფიანი MD.

ენდოვასკულარული ქირურგი

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარების) დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდს. კორონარული (გულის) არტერიების დაავადების დროს მცირდება სისხლძარღვთა სანათური, რომელიც სისხლით ამარაგებს გულის კუნთს, შევიწროებას კი განაპირობებს არტერიის შიგნითა კედელზე სხვადასხვა ნივთიერებების, იქნება ეს ქოლესტეროლის, ლიპიდებისა თუ ფიბროზული ფოლაქების გაჩენა. შედეგად, გულის კუნთი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა მიგვიყვანოს ინფარქტამდე.

კორონაროგრაფია ფაქტიურად უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ტარდება კანქვეშა ქსოვილის ლოკალური გაუტკივარებით. კორონაროგრაფიის ჩატარება შეიძლება, როგორც ქვემო ასევე ზემო კიდურის მაგისტრალური სისხლძარღვიდან. გაუტკივარების შემდეგ ექიმს სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური კათეტერი, ხოლო ამ კათეტერიდან შემდგომში რენტგენის კონტროლით ხდება უფრო მცირე კათეტერის შეყვანა გულის მკვებავი – კორონარული სისხლძარღვების სათავეში. კათეტერის საშუალებით კორონარულ სისხლძარღვში ხორციელდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს ამიტომ რენტგენოგრაფიისას ჩანს სისხლძარღვის სანათური ,ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვის შიგნითა შრე, არის თუ არა შევიწროვებული სისხლძარღვის სანათური ან ფიქსირდება თუ არა კორონარული არტერიის სხვა პათოლოგია. ამის შემდეგ ხდება რენტგენოგრაფიული ჩანაწერის ანალიზი და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა. კორონაროგრაფია წარმოადგენს გულის მკვებავი სისხლძარღვების შეფასების უზუსტეს მეთოდს. აღნიშნული პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 15-20 წთ-ს. კორონაროგრაფიის შემდგომ ხდება კათეტერების ამოღება, ნაჩხვლეტის არის ხელით ზეწოლა და კომპრესიული ნახვევის დადება.

წამყვანი სპეციალისტი – ვახტანგ ყიფიანი – ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ენდოვასკულური ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულური ქირურგი.

კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ დაჯავშნეთ ვიზიტი.

vakhtang-kipiani

ვახტანგ ყიფიანი MD.

ენდოვასკულური ქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

თბილისი, ჩაჩავას 1/ ლუბლიანას 5

(032) 2 51 70 08

info@angio.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

486