გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის მართვის აქცენტები COVID 19 -ით დაავადებულ პირებში

პირველყოვლისა უნდა ითქვას, რომ, ამ ეტაპზე, COVID 19 გავრცელების დაბალი სიხშირე და სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებელი, უდავოდ მეტყველებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების და ექიმების წარმატებულ ქმედებებზე ამ მიმართულებით. ამავე დროს, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ სამედიცინო პერსონალი, რომელიც უშუალოდ დაკავებულია დაავადებულ პირთა მკურნალობით, იძენს უნიკალურ გამოცდილებას და წარმოადგენს ექიმთა განსაკუთრებით კომპეტენტურ ნაწილს მოცემული პათოლოგიის მართვაში. მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ზოგიერთი რამ, რაც დაკავშირებულია უშუალოდ გულსისხლძარღთვა სისტემის დაავადებათა მკურნალობს თავისებურებებთან COVID 19 დავადებულ პირებში.

თუ მივაქცევთ ყურადღებას სიკვდილობას COVID 19 გამო ვნახავთ, რომ თანმხლები გულსისხლძარღვათა დაავადებები ამ კონტინგენტში დაახლოებით 50%-ს შეადგნს. დიდი წილი ამ მხრივ უკავია ისეთ რისკის ფაქტორებს, როგორიცაა მაღალი არტერიულ წნევა და შაქრიანი დიაბეტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პაციენტთა ეს კატეგორია განსაკუთრებით მგრძნობიარეა კორონავირუსის მიმართ და ამას გამოენხა გარკვეული ახნა:

ასე, ნაჩვენებია, რომ ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების მართვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რეცეპტორები (ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორები), რომლებიც აღმოჩენილია როგორც გულში, ასევე ფილტვებში და ალვეოლურ უჯრედებში, ამავდროულად წარმოადგენენ COVID 19-ის რეცეპტორებს. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი ფართოდ და, უნდა ითქვას, მეტისმეტად ეფექტურადგამოყენებად პრეპარატებს, რომლებიც სწორედ ამ რეცეპტორებზე ზემოქმედებით ახორციელებენ საკუთარ სამკურნალო ზეგავლენას, შეუძლიათგაზარდონ ამ რეცეპტორების ექსპრესია და ამ გზით ხელი შეუწყონ ამ პაციენტთა მგრძნობელობის ზრდას COVID 19-ის მიმართ. თუმცა, ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა, სრულიად საწინააღმდეგო ეფექტიც გამოავლინეს და აჩვენეს, რომ ამ პრეპარატებს COVID 19-სგან, გარკვეულად, დამცველობითი ეფექტიც კი აღმოაჩნდათ.

ევროპულ და აშშ კარდიოლოგთა საზოგადოებებში, ამ მხრივ, აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. მაგრამ, ყველა ეს საზოგადოება, მათ შორის ისეთი მაღალ ავტორიტეტული როგორიცაა, ამერიკის გულის ასოციაცია, ამერიკის გულის კოლეგია (კოლეჯი), ევროპის კარდიოლოგთა საზოგოდაოება, ევროპის პრაქტიკულად, ყველა ნაციონალური საზოგადოება, ამ ეტაპზე, შეჯერდა იმაზე, რომ სადღეისოდ არ არსებობს რაიმე მკაფიო მტკიცებულება ამ პრეპარატების დადებით ან უარყოფით ზეგავლენაზე პაციენტებში COVID 19 და თანმხლები გულსისხლძარღვთა პათოლოგიების დროს, მაგრამ ამავე დროს მათი უდავო მაღალეფექტურობა, მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის მართვაში, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ ამ პრეპარტთა გამოყენება გაგრძელდეს COVID 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში (თუ არ არსებოს რაიმე წინააღმდეგჩვენება), რომელთაც, ამავე დროს, აქვთ თანმხლები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია.

P.S. საჭიროდ მიგვაჩნია გაგაფრთხილოთ, რომ ვინაიდან რეკომენდაციები COVID 19-თან დაკავშირებით განიცდის ხშირ განახლებას, ამიტომ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეათანხმეთ მკურნალ ექიმთან

ზურაბ ფაღავა, პროფესორი, FESC, ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

[gs-fb-comments]

ძიება

+