აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.

გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა.

გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში. დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს.

მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.

  • მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. კვალიფიციურ, გამოცდილ გუნდთან ერთად უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა პაციენტებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.
  • პროფესიონალიზმის, ეთიკის და მაღალი პასუხისმგებლობის დაცვა. პაციენტის და ოჯახის წევრების ნდობის შენარჩუნება და ინდივიდუალური დამოკიდებულება თითოეულ მათგანთან.
  • 24 საათიანი მომსახურება;
  • პროფესიონალ ექიმთა გამოცდილი გუნდი;
  • კლინიკაში მოღვაწე 13 მედიცინის დოქტორი;
  • ინფექციური და ქირურგიული დეპარტამენტების ერთობლივი თანამშრობლობის 25 წლიანი გამოცდილება, რომელიც ევროპის კლინიკებში ბოლო წლების მანძილზე დაინერგა და დიდ მიღწევად მიიჩნევა;
  • ერთადერთი ბავშვთა ინტენსიური განყოფილება ქალაქის ცენტრში;
  • იზოლირებული ჰაერის ამწოვი მექანიზმითა და ვენტილაცის სისტემით აღჭურვილი ბოქსირებული პალატები;
  • საყოველთაო ჯანდაცვის, სხვა სახელმწიფო პროგრამებით და კერძო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • პაციენტებისთვის ინდივიდუალურად შედგენილი კვების რაციონი;
  • კლინიკის ტერიტორიაზე არსებული უფასო ავტოსადგომი
  • ემერჯენსი
  • პედიატრია
  • მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი I
  • მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი II
  • ჩირქოვანი ქირურგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • გინეკოლოგია
  • კარდიოინტენსიური თერაპია
  • ნევროლოგია
  • ტრავმატოლოგია
  • ანგიოლოგია
  • პლასტიკური ქირურგია
  • ბავშვთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
  • მოზრდილთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
  • ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტი
  • ამბულატორია
  • რადიოლოგია
  • ენდოსკოპია
  • კლინიკური ლაბორატორია
  • მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

ა.ყაზბეგის 16, თბილისი, საქართველო
ტელ: +(032) 2 312 112 ; 577 222 112
ელ.ფოსტა: info@bochorishvili.ge

 ორშაბათი – კვირა 17:00 – 19:00
 ინტენსიურ დეპარტამენტში 15:00 – 16:00