კარაპს მედლაინი
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის ისტორია
თანამედროვე ტექნოლოგია, უმტკივნეულო მკურნალობა, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, რესურსების სწორად გამოყენება, მაღალკვალიფიციური კადრები – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კლინიკა “კარაპს მედლაინის” წარმატებულ მუშაობას 1998 წლიდან განსაზღვრავს და ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.
საწყის ეტაპზე კლინიკის მთავარი მიმართულება რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია გახლდათ, 2001 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
2014 წლიდან კლინიკა “კარაპს მედლაინი” “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ჯგუფს შეუერთდა. კორპორაცია დღეისათვის ფლობს ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს საქართველოში და მართავს 78 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში.
ნანა ჩიხლაძე MD. Ph.D.
კლინიკური ონკოლოგი
დავით ელგანდაშვილი MD. Ph.D.
ზოგადი ქირურგი
მადონა ჯუღელი MD.
მეან-გინეკოლოგი
ლალი ცხოვრებაშვილი MD.
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
ჩვენი ხედვა
კლინიკის მენეჯმენტი უმთავრეს პრიორიტეტად კომპანიის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლებას, პაციენტთა მოთხოვნილების გაზრდის უზრუნველყოფას და კვალიფიციური კადრების დასაქმებას მიიჩნევს.
“კარაპს მედლაინი” მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.
მომსახურება
კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების გუნდი ატარებენ უმოკლეს დროში ურთულეს ოპერაციებს როგორც ლაპრასკოპიული, ასევე ღია წესით.
დღეისათვის უშვილობა, მთელი მსოფლიოსათვის საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა, თუმცა 21-ე საუკუნეში, სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების საშუალებით, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა ინ ვიტრო განაყოფიერებით.
რეპროდუქციულ მედიცინასა და ზოგადად, ინ ვიტრო განაყოფიერებაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა გენეტიკური კვლევების ჩატარება და იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც სასურველი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს.