ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

პლასტიკური ქირურგია

Home » ექიმები » ქირურგია » პლასტიკური ქირურგია
plastic-surgery
0

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია – მოიცავს ადამიანის სხეულის აღდგენას, რეკონსტრუქციას ან ცვლილებას. ის მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას:
რეკონსტრუქციული ქირურგია – რომლის მიზანი არის სხეულის ნაწილის აღდგენა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება.

რეკონსტრუქციული ქირურგია ტარდება იმ სხეულის ნაწილების მკურნალობის მიზნით, რომლებიც ესთეტიკურად ან ფუნქციურად დაზიანებულია თანდაყოლილი დეფექტებია, განვითარების ანომალიების, დამწვრობის, ინფექციების, სიმსივნეების ან სხვა დაავადებების გამო.

აირჩიეთ კატეგორია

პლასტიკური ქირურგია

ექიმის არჩევა: icon icon icon icon
mikheil-machavariani
0 დან 0
0 შეფასება

მიხეილ მაჭავარიანი MD.

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი
გამოცდილება 2003 წლიდან
archil-shatirishvili
0 დან 0
0 შეფასება

არჩილ შათირიშვილი MD.

პლასტიკური ქირურგი
გამოცდილება 2001 წლიდან
irakli-bebiashvili
0 დან 0
0 შეფასება

ირაკლი ბებიაშვილი MD. PhD.

პლასტიკური და ზოგადი ქირურგი
გამოცდილება 1993 წლიდან
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინაში

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი და მუდმივად განვითარებადი დარგია, რომელიც სცილდება მხოლოდ ესთეტიკურ გაუმჯობესებას და მოიცავს ფართო სპექტრს რეკონსტრუქციული და აღდგენითი პროცედურებისა. თანამედროვე პლასტიკური ქირურგია მოიცავს რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ მიმართულებებს. რეკონსტრუქციული ქირურგია მიზნად ისახავს სხეულის დეფექტების აღდგენას, რომლებიც გამოწვეულია ტრავმებით, დამწვრობებით, სიმსივნეების მოცილებით ან თანდაყოლილი ანომალიებით. ესთეტიკური ქირურგია ორიენტირებულია სხეულის გარეგნობის გაუმჯობესებაზე პაციენტის სურვილის შესაბამისად.

პლასტიკური ქირურგიის ძირითადი მიმართულებები

სახის ქირურგია, სარძევე ჯირკვლის ქირურგია, სხეულის კონტურის ქირურგია, ხელის ქირურგია, დამწვრობის ქირურგია.

პლასტიკური ქირურგია ფართოდ იყენებს მინიმალური ინვაზიურ, მიკროქირურგიულ, ლაზერულ, ინექციურ და 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიებს ქირურგიული შედეგების გასაუმჯობესებლად და პაციენტებისთვის რისკების შესამცირებლად.

ამრიგად, პლასტიკური ქირურგია მრავალფუნქციური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თანამედროვე მედიცინაში, რადგან ის უზრუნველყოფს პაციენტებისთვის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.