ტრანსპლანტოლოგია
ტრანსპლანტოლოგია – არის მედიცინის დარგი რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილების და ორგანოების ტრანსპლანტაციას დონორისგან (ადამიანი, რომლის ორგანიზმიდან ხდება ქსოვილის/ორგანოს ამოღება) რეციპიენტში (ადამიანი, რომლის ორგანიზმში ხდება ქსოვილის/ორგანოს ჩანერგვა).
ტრანსპანტაცია – ეს არის ოპერაცია რომლის დროს ხდება რეციპიენტის ორგანიზმში არარსებული ან შეუქცევადად დაზიანებული ქსოვილების/ორგანოების (რომლებსაც დაკარგული აქვთ საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა) იმპლანტაცია და ჩანაცვლება დონორისგან მიღებული დაუზიანებელი, ჯანსაღი და ფიზიოლოგიურად სწორად მოფუნქციონირე ქსოვილებისა ან ორგანოებით.
აირჩიეთ კატეგორია
ტრანსპლანტოლოგია თანამედროვე მედიცინაში და მისი როლი
ტრანსპლანტოლოგია მედიცინის სწრაფადგანვითარებადი დარგია, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისა და ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მათთვის, ვისაც ორგანოთა სერიოზული დაზიანება ან უკმარისობა აწუხებთ. ტრანსპლანტაცია მოიცავს არა მხოლოდ ქირურგიულ პროცედურას, არამედ კომპლექსურ წინასაოპერაციო მომზადებას, იმუნოსუპრესიულ თერაპიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, რაც უზრუნველყოფს გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირებას და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
დონაციის სფეროში თანამედროვე მიდგომები ორიენტირებულია დონორული ორგანოების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ეს მიიღწევა დონორთა კრიტერიუმების გაფართოებით, ცოცხალი დონაციის წახალისებით და ტექნოლოგიების დანერგვით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის ჯგუფისა და HLA შეუთავსებლობის დაძლევას. აქტიურად მიმდინარეობს კვლევები ქსენოტრანსპლანტაციის მიმართულებით, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის ცხოველური ორგანოების გამოყენებას ადამიანებში.
უჯრედული და ქსოვილური ინჟინერია, მათ შორის ღეროვანი უჯრედების გამოყენება და 3D-ბიოპრინტინგი, ტრანსპლანტოლოგიის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს. ეს ტექნოლოგიები პოტენციურად იძლევა დაზიანებული ორგანოების აღდგენისა და ინდივიდუალურად მორგებული, ბიოინჟინერირებული ორგანოების შექმნის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დონორულ ორგანოებზე მოთხოვნას და გააფართოვებს ტრანსპლანტაციის ხელმისაწვდომობას.