ლალი მეკოკიშვილი MD. Ph.D.

ლალი მეკოკიშვილი MD. Ph.D.

დერმატოლოგი

725

ლალი მეკოკიშვილი - ცხოვრების კრედო

პასუხისმგებლობა, განვითარება, გაზიარება, თანაგრძნობა, სიყვარული.

l-mekokishvili

სამუშაო ადგილი

ქალი და ჯანმრთელობა

თბილისი, მოსაშვილის ქ. 8

+995 595 00 15 89

womanhealth08@gmail.com

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

სამეცნიერო ხარისხი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

პროფესიული ინტერესები

დერმატოონკოლოგია

ტრიქოლოგია

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

ლალი მეკოკიშვილი

დაბადების თარიღი: 23.04.1962

სპეციალობა: დერმატოლოგია

სამეცნიერო ხარისხი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი

სამუშაო ადგილი/თანამდებობა:

  • კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი;
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი, დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

საქმიანობის სფერო: დერმატო-ვენეროლოგია, დერმატოონკოლოგია და დერმატოსკოპია, ტრიქოლოგია.

საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1986 წლიდან

  • ბავშვთა და მოზრდილი ასაკის დერმატოლოგიური პაციენტების კონსულტაცია; თანამედროვე ცოდნასა და მტკიცებითი მედიცინის უახლოეს მიღწევებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა და თერაპია. ფსორიაზის, ვიტილიგოს, ატოპიური დერმატიტის ეფექტური თერაპია; ფოტოთერაპია; აკნეს, როზაცეას კომპლექსური ეფექტური მკურნალობა; ხალების და კანის სხვა კანის წარმონაქმნების ექსპერტული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი არაინვაზიური მეთოდით – დერმატოსკოპიით; კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების და კიბოსწინარე მდგომარეობების მცირეინვაზიური მეთოდებით მკურნალობა; კანის პარაზიტული დაავადებების (მუნი, დემოდექსი, სოკოვანი ინფექცია) მიკროსკოპული დიაგნოსტიკა; თმის ცვენის მიზეზების დადგენა და ეფექტური თერაპია; კანის ეფექტური მოვლის სისტემის შეთავაზება დაავადებისა და კანის ტიპიდან გამომდინარე და სხვა.
  • 1979-85 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
  • 1990-92 წ.წ. ხარკოვის (უკრაინა) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრა -კლინიკური ორდინატორი;
  • 1992 წ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (ქ.კიევი);
  • 1997 წ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა, სპეციალიზაცია;
  • 2001 წ. სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში “ინფექციური სნეულებანი”;
  • 2001 წ. სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში “დერმატოლოგია-ვენეროლოგია”.
  • 2002 წ. აუგსბურგის (გერმანია) დერმატოლოგიისა და ალერგოლოგიის კლინიკა (კვალიფიკაცია);
  • 2003 წ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრი (კვალიფიკაცია);
  • 2005 წ. და 2006წ.ოლდენბურგის (გერმანია) დერმატოლოგიისა და ალერგოლოგიის კლინიკა (კვალიფიკაცია);
  • 2008წ., 2009წ. ფრაიბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კლინიკა, სტუმარი პროფესორი;
  • 2009 წ. კლივლენდის (აშშ) უნივერსიტეტი, მედიცინის სწავლების პროგრამა.
  • 1986-88წ.წ. თელავის რაი-პოლიკლინიკის განყოფილების ექიმი;
  • 1988-90წ.წ. თელავის რაი-საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი;
  • 1990-92წ.წ. ქ. ხარკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი;
  • 1992-94წ.წ. თელავის რაი-პოლიკლინიკის განყოფილების ექიმი ინფექციონისტი;
  • 1994-96წ.წ. თელავის რაი-საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე;
  • 1996 წლიდან დღემდე საუნივერსიტეტო კლინიკა ,,სალბუნი”-ს დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის უფროსი;
  • 2004 წლიდან დღემდე კლინიკა “ლოკუსის“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი;
  • 2006 წლიდან დღემდე კლინიკა „ქალი და ჯანმრთელობა“ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი
  • 2006 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;
  • 2009 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

საგანმანათლებლო საქმიანობა

  • 1999 -2012 – ინფექტოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის სასწავლო კურსები სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის;
  • 2006 წლიდან დერმატოვენეროლოგიის სასწავლო კურსი სტომატოლოგიისა და სამკურნალო საქმის სპეციალობის სტუდენტებისათვის;
  • 2008 წლიდან აკადემიური დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ხელმძღვანელობა;
  • 2003 წლიდან ექიმთა პოსტდიპლომური განათლების პროგრამებში მონაწილეობა;
  • 2009წ. სადოქტორო კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
  • 2012 წლიდან დღემდე – დერმატოვენეროლოგიის სასწავლო კურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი დერმატო-ვენეროლოგიაში.
  • 2012 წ – საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი;
  • 2022წ. დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების: International Society of Dermatology კომიტეტის თავმჯდომარე;
  • 2011წ Euro Asian Society of Dermatology, Vitiligo researcg Fundation, საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • 2004 წ. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის (EADV) წევრი;
  • 2012წლიდან კანის კიბოს სკრინინგის – „ევრომელანომა“ (euromelanoma.org) ორგანიზატორი;
  • საერთაშორისო დერმატოლოგიური კონგრესების სპიკერი, საქართველოში საერთაშორისო დერმატოლოგიური კონგრესების ორგანიზატორი და პრეზიდენტი;
  • 2010 წლიდან საერთაშორისო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი/რეცენზენტი;
  • 2019 წლიდან აზერბაიჯანის დერმატოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი;
  •  2019 წ ვროცლავის (პოლონეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
  • 2003 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე.
  • სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორი;
  • სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო გრანტების მფლობელი;
  • მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ქართული – მშობლიური
რუსული – თავისუფლად
ინგლისური – თავისუფლად
გერმანული – თავისუფლად