თამარ ებანოიძე - ცხოვრების კრედო
“ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერებაა – როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა – როდესაც გიყვარს.” …გვიყვარდეს ერთმანეთი!
სამუშაო ადგილი
კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 09.00 – 16.30
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
თამარ ებანოიძე
დაბადების თარიღი: 20.05.1961
სპეციალობა: დერმატო-ვენეროლოგია
ვიწრო სპეციალიზაცია: დერმატოლოგი
სამეცნიერო ხარისხი: მედიცინის დოქტორი
დისერტაცია თემაზე -“ატოპიური დერმატიტის კლინიკურ-იმუნოლოგიური თავისებურებები ციკლოსპორინით იმუნომაკორეგირებელი თერაპიის ფონზე”.
- ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
- თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სამუშაო ადგილი: “კანვენი” – კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
საქმიანობის სფერო: დერმატოლოგია, ვენეროლოგია, დერმატოპათოლოგია, დერმატოქირურგია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1988 წლიდან
- 1994 – ექიმთა დახელოვნების აკადემია. კვალიფიკაცია დერმატო- ვენეროლოგიაში.
- 1995 – თბილისის მე-3 სამშობიარო სახლი. სტაჟირება.
- 2001-2002 – ქ. ბორდოს (საფრანგეთი) სენტ-ანდრეს სახელობის საავადმყოფოს დერმატო-ვენეროლოგიური სერვისი. სტაჟირება. ვიქტორ სეგალენის სახელობის ბორდო-2 საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომი დერმატო-ვენეროლოგიაში.
- 1988-1993 – ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია. ექიმი-ლაბორანტი;
- 1993-1994 – კანისა და ვენერიულ დაავადებათა ინსტიტუტი. ექიმი-ორდინატორი;
- 1994-1996 – თბილისის დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკური დისპანსერის ქალთა ვენ. განყოფილება. ექიმი-ვენეროლოგი;
- 1996-2000 – კანისა და ვენ. დაავადებათა კლინიკური დისპანსერი, ფიზიო კაბინეტი. ექიმი;
- 2000 -2012 – თბილისის დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკური დისპანსერი. ექიმი-დერმატოლოგი;
- 2012 – დღემდე – შპს კანისა და ვენერიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრი. ექიმი დერმატო-ვენეროლოგი;
- 2005-2006 – საფრანგეთის პიერ ფაბერის დერმოკოსმეტოლოგიური ლაბორატორიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვლევა დერმატოლოგიაში ,,ბავშვებში 3 თვიდან 10 წლის ასაკამდე ქსეროზისა და ატოპიური დერმატიტის მკურნალობის დროს სტანდარტულ პროდუქტთან შედარებით ტოპიკური პრეპარატის ომეგა პლუს RV 3424A- ს დამარბილებელი მოქმედების შეფასება’’. კოინვესტიგატორი (თანამკვლევარი);
- 2011 – ფარმაცევტული კომპანია ,,ნოვარტისი” – ,,ლამიზილ უნო-ს ეფექტურობის შეფასება ქართულ პოპულაციაში”. მკვლევარი;
- 2005-2006 – უმცროსი ექიმის ხელმძღვანელი;
- 2006 – 1 საკანდიდატო დისერტაციის რეცეზენტი;
- 2007 – ექიმთა დახელოვნების 2 პროგრამის შემსრულებელი (განმახორციელებელი);
- 2015 – ჭინჭრის ციება – ეროვნული გაიდლაინი – ავტორი.
- 1996-2005, სამედიცინო კოლეჯი “ბარაკონი”. ასისტენტი
- 2000-2004, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა – ასისტენტი.
- 2009-2011, სასწავლო უნივერსიტეტი ,,მიმი”. მოწვეული პედაგოგი დერმატო-ვენეროლოგიაში.
- 2010 წლიდან დღემდე, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი.
- 2013 წლიდან დღემდე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ასისტენტ-პროფესორი.
- 2013 წლიდან დღემდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი -ასოცირებული პროფესორი.
- 2018 წლიდან, ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
- 2011-2019, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის (დერმატოვენეროლოგია) მოდულის პედაგოგი.
- 2020 წლიდან დღემდე, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის (დერმატოვენეროლოგია) მოდულის პედაგოგი.
- 2005 წლიდან – საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი;
- 2011 წლიდან – ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის წევრი;
- 2013 წლიდან – საქართველოს ფსიქოდერმატოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი-პრეზიდენტი;
- 2013 წლიდან-დღემდე – საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის წევრი;
- 2015 წლიდან – დერმატო-ვენეროლოგთა ევრო-აზიის ასოციაციის წევრი;
- 2015 წლიდან – საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის წევრი.
- 2002 – კლერმონ-ფერანის (საფრანგეთი) ექიმ ინტერნთა კონფერენცია. მომხსენებელი;
- 2002 – EADV დერმატო-ვენეროლოგთა კონგრესი – პარიზი. მონაწილე;
- 2004 – I საერთაშორისო კონფერენცია “დერმატოკოსმეტოლოგია XXI საუკუნე” (თბილისი). მომხსენებელი;
- 2004 – თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო პროფესიული საზოგადოების მე-3 კონფერენცია. მომხსენებელი;
- 2008 – ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი – თბილისი. მომხსენებელი;
- 2010 – ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მე-4 საერთაშორისო კონგრესი – თბილისი. მომხსენებელი;
- 2012 – მედიკოსთა 31-ე საერთაშორისო სკოლა- კონფერენცია. ბაკურიანი. მომხსენებელი;
- 2013 – I პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ბაკურიანი. მომხსენებელი;
- 2014 – IV პოლიპროფილური გაერთიანებული სამედიცინო კონფერენცია. ბაკურიანი. მომხსენებელი;
- 2015 – ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მე-6 საერთაშორისო კონგრესი – თბილისი. მომხსენებელი;
- 2016 – X პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ბაკურიანი. მომხსენებელი;
- 2017 – ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მე-8 საერთაშორისო კონგრესი – თბილისი. მომხსენებელი;
- 2017 – EADV 26-ე დერმატო-ვენეროლოგთა კონგრესი – შვეიცარია-ჟენევა. მონაწილე.
- 2018 – საქართველოს დერმატო ვენეროლოგთა ასოციაციის დასავლეთის რეგიონალური ორგანიზაციების I კონფერენცია. ანაკლია. მომხსენებელი.
- 2018 – (EADV) ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის 27-ე კონგრესი. საფრანგეთი – პარიზი. მონაწილე.
- 2018 -GEODERMA -მე-4 საერთაშორისო კონფერენცია დერმატო-პათოლოგიაში, დერმატო-ქირურგიაში, დერმატო-ონკოლოგიასა და ფოტოდერმატოლოგიაში. მონაწილე – სესიის ხელმძღვანელი.
- 2019 – მსოფლიო კონგრესი დერმატო-ვენეროლოგიაში. იტალია-მილანი. მონაწილე.
- 2020 – XX პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია. ბაკურიანი. მომხსენებელი.
- საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი.
- 2011 წ. – დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია რედკოლეგიის წევრი (დერმატო-ვენეროლოგიის ნაწილის ავტორი)
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ფრანგული– კარგად
ინგლისური – საშუალოდ