დიაკორი – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
დიაკორი – იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე პროფესიონალებთან ერთად!
დამფუძნებელი, კლინიკური დირექტორი
კლინიკა დღეს
მისამართი
დიაკორი – დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი
თბილისი, დიღმის მასივი. ლუბლიანას ქ. 5/ ჩაჩავას ქ. 1
"ჰოსპიტალ დიღომი" მე-5 სართ.
კლინიკის ისტორია
კლინიკა დიაკორი დაფუძნდა 2009 წელს, არაგადამდები, ქრონიკული და კომორბიდული დაავადებების კომპლექსურად მართვის მიზნით. დაინერგა დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების მიმართ კონსილიუმის წესით მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტა, მულტიდისციპლინარული მიდგომით.
თამარ რუხაძე MD.
ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი
შორენა ძველაია MD. Ph.D.
ლაბორატორიული მედიცინა
მირანდა მიმინოშვილი MD. PhD.
ენდოკრინოლოგი
რამაზ ყურაშვილი MD. Ph.D.
ენდოკრინოლოგი
ლალი ნიკოლეიშვილი MD. Ph.D.
ენდოკრინოლოგი
ელენე შეროზია MD.
პულმონოლოგი, ინტერნისტი, ფთიზიატრი
ნინო ნადირაძე MD.
ენდოკრინოლოგი
კლინიკა დღეს
კლინიკა დიაკორი დღემდე ფეხდაფეხ მიყვება საერთაშორისო სტანდარტებს და ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.
სხვა ორგანიზაციებთან ალიანსში, კლინიკა დიაკორის ინიციატივით, ითარგმნა და გამოიცა შაქრიანი დიაბეტის 2019 წლის ADA-EASD კონსენსუს გზამკვლევი. მიმდინარეობს ექიმების უწყვეტი განათლების შიდა პროგრამა ლექციებისა და ტრეინინგების სახით. კონფერენციების ყოველკვირეული ციკლის პროცესში კი განიხილება თანამედროვე საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სხვადასხვა დაავადებების მართვის გზამკვლევები. ცენტრში მიმდინარეობს რეზიდენტურის პროგრამა ენდოკრინოლოგიაში.
კლინიკა მოიცავს ოთხ დარგობრივ განყოფილებას: ენდოკრინოლოგია, შინაგანი მედიცინა, კარდიოლოგია და ლაბორატორია. პროოფილური დეპარტამენტების ხელმძღვანებელები არიან ლალი ნიკოლეიშვილი, ელენე შეროზია, ზვიად ერაძე და შორენა ძველაია, ხოლო კლინიკას ხელმძღვანელობს კლინიკური დირექტორი- რამაზ ყურაშვილი. კლინიკას მინიჭებული აქვს საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციის (IDF) მიერ „დიაბეტის სწავლის ცენტრისა“ და „საუკეთესოობის ცენტრის“ სტატუსი 2018 წლიდან.
კლინიკის ტექნიკური აღჭურვა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს და გამოკვლევები ტარდება, ევრო-4 სტანდარტის ევროპული და ამერიკული დანადგარებით.
მუდმივად განახლებადი, მტკიცებითი მედიცინით გამყარებულ ცოდნაზე დაფუძნებული, პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისადმი ინდივიდუალური და მულტიდისციპლინარული მიდგომა სასურველი შედეგისა და წარმატების საფუძველია.
მომსახურება
ენდოკრინული დარღვევების მართვა მოითხოვს საშუამავლო მეტაბოლიზმის, რეპროდუქციული ფიზიოლოგიის, ძვლის ზრდისა და მეტაბოლიზმის ფართო გაგებას. პრაქტიკიდან გამომდინარე, იგი დაკავშირებულია კონცეპტუალურ ჩარჩოში ჰორმონების სეკრეციის, მოქმედების და უკუკავშირის კონტროლის გაგებასთან. ენდოკრინული სისტემის შეფასება ხდება ჰორმონთა კონცენტრაციის გასაზღვრით, რომელიც კლინიცისტს აწვდის ღირებულ სადიაგნოსტიკო ინფორმაციას.
სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში უმეტესი ენდოკრინული პათოლოგიები ემორჩილება ეფექტურ მკურნალობას.
ენდოკრინოლოგია მოიცავს ჯირკვლებისა და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების შესწავლას. ტერმინი „ჰორნონი“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „მოძრაობას“, რაც აღწერს მათ დინამიკას. ისინი იწვევენ უჯედშიდა რეაქციებს და არეგულირებენ ფიზიოლოგიურ პროცესებს, უკუკავშირის მეშვეობით.
ენდოკრინული დარღვევების გამომწვევი 3 ძირითადი ტიპი არსებობს:
- ჭარბი ჰორმონალური სეკრეცია- გამომწვევი შეიძლება იყოს, ნეოპლასტიური ზრდა- ენდოკრინული უჯრედების, აუტოიმუნური დარღვევები, ან ჭარბი ჰორმოალური ადმინისტრირება (მედიკამენტოზური ზედოზირება)
- ჰორმონალური დეფიციტი- უმეტესი მაგალითები შესაძლებელია მივაკუთვნოთ ჯირკვლის აუტოიმუნურ დესტრუქციას, ქირურგიულ ჩარევას, ინფექციას, ანთებას, ინფარქტს, ჰემორაგიას ან სიმსივნის ინფილტრაციას. ასევე, მუტაციებს რიგ ჰორმონებში, ფერმენტებსა და არხებში შეუძლიათ ჰორმონალური დეფიციტის გამოწვევა
- ჰორმონალური რეზისტენტობა- ასეთი სინდრომების უმეტესობა განპირობებულია მემკვიდრული დეფექტებით უჯრედის მემბრანაზე, ბირთვულ რეცეპტორებზე ან რეცეპტორული სასიგნალო გადაცემის გზებზე. ასეთი დარღვევები ხასიათდება დეფექტური ჰორმონალური მოქმედებით, ჭარბი ჰორმონების არსებობის მიუხედავად. პათოგენეზი ფუნქციონალური რეზისტენტობისა, მოიცავს რეცეპტორების დაუნრეგულაციას და პოსტრეცეპტორების სასიგნალო გზების დესენსიბილიზაციას. ასეთი რეზისტენტობა ძირითადად შექცევადია.
კლინიკა დიაკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილება, უზრუნველყოფს ენდოკრინული დარღვევების, სრულყოფილ და სწორ დიაგნოსტიკას, ასევე მათ ეფექტურ მართვას და მკურნალობას თანამედროვე მიდგომებით.
კლინიკა დიაკორში ფუნქციონირებს ალერგოლოგიური კაბინეტი (ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი ლიზა ფეიქრიშვილი). თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ:
- ალერგოლოგის კონსულტაცია >1 მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში
- პერიოპერაციული რისკის შეფასება ალერგოლოგიური კუთხით
- მედიკამენტოზური სინჯები: კანის პრიკ ტესტირება და კანშიდა ტესტირება
- სასუნთქი სისტემის ფუნქციური კვლევები >4 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში: კომპიუტერული სპირომეტრია ნაკად-მოცულობითი ტესტით Carefusion MicroLab-ით, პლეტიზმოგრაფია და ფილტვის დიფუზური მოცულობის შეფასება MGC Diagnostics-ით
- ნებულაიზეროთერაპია
- ინფუზურითერაპია
- ფუნქციონირებს დღის სტაციონარი
ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა ხორციელდება უახლესი აპარატურით და თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინების და სტანდარტების შესაბამისად.
- ბრონქული ასთმა
- ალერგიული რინიტი
- ატოპიური დერმატიტი
- ურტიკარია/ჭინჭრის ციება მწვავე და ქრონიკული
- ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება
- ალერგია მწერის ნაკბენზე
- წამლისმიერი ალერგია
- კვებითი ალერგია და სხვ.
კლინიკა დიაკორში – დიაბეტის,ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი, დღიდან დაარსებისა, ფუნქციონირებს პულმონოლოგიური (ფილტვის დაავადებათა) დეპარტამენტი,(ხელმძღვანელი ელენე შეროზია-პულმონოლოგი, ინტერნისტი (შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ფთიზიატრი) სადაც შესაძლებელია ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა, გართულებებთან და თანმხლებ დაავადებებთან ერთად.
კლინიკას შეგიძლიათ მომართოთ სასუნთქი სისტემის შემდეგი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ:
პნევმონია -ვირუსული, ბაქტერიული სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები:
- ბრონქული ასთმა
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- ფილტვის ემფიზემა
- ბრონქოექტაზიური დაავადება (მათ შორის NTM-არატუბერკულოზურ მოკობაქტერიასთან ასოცირებული)
- ცისტური ფიბროზი
ფილტვების პარენქიმის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები:
- ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი (ტარდება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, – მკურნალობა სრულად უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტიფიბროზული მედიკამენტით)
- ფილტვების მაფიბროზებებლი ინტერსტიციული დაავადებები (მათ შორის შემაერთებელქსოვილოვან (სისტემურ) პათოლოგიებთან ასოცირებული)
- მედიკამენტებთან და გარემო-ფაქტორებთან ასოცირებული პნევმონიტები (მათ შორის ქიმიო და რადიოთერაპიასთან ასოცირებული)
სარკოიდოზი და სხვა გრანულომატოზური დაავადებები
POST COVID ფილტვის მონიტორინგი
ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა
სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მონიტორინგისთვის ერთ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შემდეგი გამოკვლევები:
- გულმკერდის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
- გულმკერდის მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია
სრული ფუნქციური გამოკვლევები:
- სპირომეტრია
- ბოდიპლეტიზმოგრაფია/ფილტვის მოცულობები
- ფილტვის დიფუზური მოცულობის განსაზღვრა კარბონმონოქსიდთან (DLco)
- კარდიო-პულმონარული დატვირთვის ტესტი (CPET)
ლაბორატორიული ტესტები(როგორც რუტინული, ისე დაავადება-სპეციფიკური) ფიბრობრონქოსკოპია (დიაგნოსტიკური და სამკურნალო) ემფიზემის ენდობრონქული მოცულობის შემცირება.
დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის ლაბორატორია, არის თანამედროვე დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლოიში წამყვანი, ბოლო თაობის ანალიზატორებით. გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფს შედეგების მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას.
ლაბორატორიას გთავაზობთ სხვადასხვა სახის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა:
- ჰემატოლოგია;
- კოაგულოლოგია;
- ბიოქიმია;
- კლინიკური იმუნოლოგია – სეროლოგია;
- ალერგოლოგია;
- ჰორმონული გამოკვლევები;
- შარდის გამოკვლევა;
კლინიკა დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Roche, Abbott, Biolabo, Human diagnostic და სხვა. მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული აღჭურვილობა და რეაგენტები – არის შედეგების სიზუსტის გარანტი.
ხარისხის კონტროლი ლაბორატორიული
კლინიკური კვლევების ხარისხის კონტროლი ეს არის იმ ღონისძიებათა სისტემების რეგულარული განხორციელება, რომელიც თავიდან აგვაცილებს და გამოავლენს ლაბორატორიული კვლევების პროცესში დაშვებულ შეცდომებს. ხარისხის კონტროლის სისტემა დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევების, შიდალაბორატორიული ხარისხის კონტროლის შედეგების ანალიზსა და ხარისხის შიდა შეფასებაზე. ლაბორატორიის მიზანია ხარისხის მართვის სისტემის საშუალებით საიმედო ინსტრუმენტების შექმნა, რათა მინიმუმამდე დავიდეს შეცდომების რისკი. ხარისხის ქვეშ იგულისხმება დაგეგმილი და სისტემატურად ჩატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ტარდება იმის დასადასტურებლად, რომ დიაგნოსტიკური ინფორმაცია შეესაბამება გარკვეული მოთხოვნილების ხარისხს. ლაბორატორია აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას.
ხარისხის გარე კონტროლი
ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების მაღალი ხარისხის დამადასტურებელია ჩვენი რეგულარული მონაწილეობა (წელიწადში 2-ჯერ), გარე ხარისხის კონტროლის პროცესში DAkkS (Deutche Akkreditierungsstelle D-EP-15117-01-10 (Referenzinstitut für Bioanalytik), რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით.
ხარისხის შიდა კონტროლი
ხორციელდება სტანდარტული საკონტროლო მასალით ანალიზატორების ინსტრუქციაში მითითებული სიხშირით. ევროპული ლაბორატორიების გამოცდილების გათვალისწინებით. საკონტროლო მასალა უზრუნველყოფს ლაბორატორიული აპარატის სიზუსტეს. სიზუსტე – შედეგების სიახლოვე გამოსაკვლევი სიდიდეების ჭეშმარიტ მნიშვნელობასთან. თანხვედრაზე კი მოწმდება ყველა პაციენტის სინჯი, რომლის მაჩვენებელიც პათოლოგიურია. თანხვედრა ერთსა და იმავე სინჯში დამოუკიდებელი გაზომვების შედეგად მიღებული მაჩვენებლების თანხვედრა, წინასწარ დადგენილ პირობებში. ლაბორატორია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ექიმ-ლაბორანტთა კვალიფიკაციის ამაღების კურსი.
ლაბორატორიის უპირატესობები
- მუშაობის დიდი გამოცდილება სამედიცინო დიაგნოსტიკაში;
- ინდივიდუალური მიდგომა ყოველ პაციენტთან;
- ყველა /ძირითადი მოთხოვნადი/ ანალიზების შესრულება 1 სამუშაო დღის განმავლობაში;
- ანალიზის CITO /სწრაფი/ რეჟიმში შესრულება;
- ლაბორატორიის სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია
- ლაბორატორიული პროცესების ავტომატიზაცია
ბიომასალის ასაღებად ლაბორატორიაში გამოიყენება ვაკუუმური ტესტ-სისტემები Vacuette Vacuette (Greiner Bio-One, ავსტრია), Vacutest Kima (იტალია). ვაკუუმური სისტემების გამოყენება წარმოადგენს სისხლის აღებისა და შენახვისათვის სტანდარტული პირობების შექმნის აუცილებელ პირობას. ლაბორატორია გთავაზობთ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს, ყველა პაციენტის ოპერატიულ დახმარებას და სამედიცინო მომსახურების მაღალ ხარისხს!
ლაბორატორიული აღჭურვილობა
ჰემატოლოგიური ავტომატური ანალიზატორი “HUMACOUNT“ – გერმანიa ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) განმსაზღვრელი აპარატი -HUMASED- გერმანია; ბიოქიმიური ავტომატური ანალიზატორი COBAS C111 (ROCHE) – ავსტრია (თხევადი ქიმია); ბიოქიმიური ნახევრადავტომატური ანალიზატორი KenzaMax (BIOLABO)-საფრანგეთი (თხევადი ქიმია); კოაგულომეტრი-ნახევრადავტომატური ანალიზატორი BIOSOLEA -საფრანგეთი; სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ავტომატური ანალიზატორი – i-STATE-ა.შ.შ (Abbott); შარდის ავტომატური ანალიზატორი Combylazer 13 – გერმანია; იმუნოფერმენტული ანალიზის წამკითხველი (PLATE READER-das;) – იტალია
ოფთალმოლოგიურ კაბინეტში პაციენტები გაივლიან თვალის წინა და უკანა სეგმენტის სრულყოფილ დიაგნოსტირებას:
- ვიზომეტრია: მხედველობის ფუნქციის შეფასება და რეფრაქციული მანკების ოპტიკური კორექცია
- ბიომიკროსკოპია: თვალის წინა სეგმენტის დეტალური გამოკვლევა
- ტონომეტრია: თვალშიდა წნევის გაზომვა, კონტროლი, მონიტორინგი
- ფუნდოსკოპია: თვალის ფსკერის დეტალური გამოკვლევა, პათოლოგიური პროცესების მკურნალობა, მონიტორინგი. აღსანიშავია, რომ ფუნდოკოპიური გამოკვლევა ტარდება “Canon”-ის ფირმის მოდელის “CR-1” რეტინალური კამერით, რომელიც საშუალებას იძლევა გუგის გაფართოების გარეშე მოხდეს თვალის ფსკერის პათოლოგიის დეტალური დიაგნოსტიკა.
რა არის ულტრასონოგრაფია
ულტრასონოგრაფია არის თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი. მისი ფართოდ დანერგვა დაკავშირებულია ამ კვლევის არაინვაზიურობასთან და ხელმისაწვდომობასთან მატერიალური თვალსაზრისით. ულტრაბგერითი კვლევის ხარისხი და სანდოობა დამოკიდებულია როგორც სპეციალისტის გამოცდილებასა და ცოდნაზე, ასევე აპარატურის ხარისხზე. კლინიკა დიაკორში ფუნქციონირებს ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღჭურვილი საუკეთესო მაღალი დონის აპარატით General Electric Logic –G 8 რომელსაც ააქვს ოთხი გადამწოდი და კვლებევის ფართო სპექტრის ჩატარების შესაძლებლობა.
ჩვენ კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:
- ფარისებრი ჯირკვლის
- რბილი ქსოვილების
- ლიმფური კვანძების
- სანერწყვე ჯირკვლების
- სარძევე ჯირკვლის
- პლევრის ღრუს
- საჭმლის მომნელებელი და ბილიარული სისტემის
- საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი)
- თირკმელზედა ჯირკვლის
- პროსტატის (ტრანსაბდომინალური, ტრანსრექტალური)
- სათესლე ჯირკვლების
- გინეკოლოგიური ორგანოების (ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური)
- სახსრების. (ყველა სახსრის)
- ტარდება დამიზნებითი ბიოფსია ფარისებურ ჯირკვალზე, ძუძუზე, რბილ ქსოვილებზე, ლიმფურ კვანძებზე.
- ჩვენს კლინიკაში მუშაობს მერიის სკრინინგის პროგრამა ფარისებრ ჯირკვლზე ( 25-დან 70 წლამდე ქალბატონებში)
კვლევებს ატარებენ ექიმები:
ანა მეტრეველი – რადილოგი და ეკა გიუაშვილი- მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი, თერაპევტი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, შინაგან მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში, მამოლოგიაში, უროლოგიაში და გინეკოლოგიაში.
კლინიკა დიაკორში არის კარდიოლოგიური სამსახური, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ კარდიოლოგიური დაავადებების სრულყოფილი არაინვაზიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რა სახის დიაგნოსტიკური კვლევები შესაძლებელია მიიღოთ კლინიკაში?
- გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა(კარდიოექოსკოპია)
- ელექტროკარდიოგრაფია
- დატვირთვის ტესტი ტრედმილზე
- ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს გულის ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩენენ გულის ორგანულ, სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. მისი მიზანია გულის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკა, რომელიც გამოწვეულია გულშიდა ჰემოდინამიკის დარღვევით, გულის სტრუქტურული, ორგანული დაზიანებებითა და ფუნქციის ცვლილებებით.
ულტრაბგერითი ტრანსთორაკალური (TTE) ექოკარდიოგრაფია (PHILIPS Clear Vue 550) რომელიც წარმოდგენილია ჩვენს კლინიკაში, ტარდება გულმკერდის გარეთა ზედაპირიდან. ჩანს გულის ოთხივე კამერა, მსხვილი კალიბრის მთავარი სისხლძარღვები (აორტის ნაწილები, ღრუ ვენები, ფილტვის არტერიის ვენების ნაწილები), სარქვლების მდგომარეობა, კამერებში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები, ჰემოდინამიკური (სისხლის მიმოქცევის) პროცესები, პერიკარდიუმი და მისი ცვლილებები.
გულის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:
- გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებზე ეჭვის მიტანა;
- გულის იშემიური დაავადება – სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის მდგომარეობის შეფასება;
- გულის გარსების დაავადებები – კარდიომიოპათიები, პერიკარდიტები;
- გულის აუსკულტაციური მონაცემების ცვლილებები;
- ეკგ ცვლილებები;
- მაღალი არტერიული წნევა;
- რეგულარული სპორტული ვარჯიშები;
- გულის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა;
- აორტის ანევრიზმაზე და განშრევებაზე ეჭვის მიტანა;
✔ ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე (სარბენ ბილიკზე) საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ – ფარული კორონარული არტერიების დაავადება, გულის რითმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება მოსვენების ეკგ კვლევის დროს, შეფასდება დანიშნული მკურნალობის ეფექტურობა, ასევე გულის ფუნქციური მდგომარეობა გეგმიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე დატვირთვის მაქსიმალური ზღურბლის განსაზღვის მიზნით.
✔ 24-საათიანი ეკგ და წნევის მონიტორირება – შესაძლებელია გულის რითმის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში ჩვეული ცხოვრების რეჟიმის პირობებში.
✔ ეკგ-გადაღება გაშიფვრით
რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება გულის პათოლოგიები აწუხებდეს?
პირველ რიგში, ეს არის ტკივილი გულმკერდის არეში და ჰაერის უკმარისობა. პაციენტმა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში არის საყურადღებო და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის გულის ტკივილი, თუ გულმკერდის არეში არსებული სხვა ტკივილი, ვინაიდან მხოლოდ ექიმი ფლობს პროფესიულ ინფორმაციას პაციენტის ჯამრთელობის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი – ფილტვის იშვიათი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა.
არასპეციფიური სიმპტომატიკის გამო ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დიაგნოსტიკა რთულია. ფიფ პაციენტების ნახევარი დიაგნოსტირებული არ არის, ნახევარს კი არასწორად აქვს დასმული დიაგნოზი.
2011 წლამდე ფიფ-ის ნებადართული თერაპია არ არსებობდა. დღესდღეობით ფიფ-ის სამკურნალოდ მოწოდებულია ანტიფიბროზული მედიკამენტები, რომელიც დაავადების პროგრესირებას 43%-ით, ხოლო სიკვდილობას 49%-ით ამცირებს.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი რისკის ფაქტორები:
- სიგარეტის კვამლის ზემოქმედება (Baumgartner,1997,Tlaherty,2004)
- გარემოს და პროფესიული მტვერი( Hubbard,,2001,Taskar,2006)
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი (პერმანენტული მიკროასპირაცია)(Raghu2006)
- ვირუსული ინფექცია (Kelly,2002,Tang,2003)
- გენეტიკური ფაქტორები
საქართველოში 2016 წლიდან შეიქმნა ფიფ-ის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები, ექიმები, ფიფ -პაც-თა კავშირი, იშვიათი დაავადებების ფონდი,საქართველოს რესპირაციული ასოციაცია.
მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შემუშავებულ იქნა დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ალგორითმები საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად
- 2017 წლის მარტიდან ამოქმედდა თანადაფინანსების პროგრამა, რაც სახელმწიფოს მიერ მკურნალობის 80%-იან დაფინანსებას გულისხმობდა.
- 2019 წლის ივნისიდან სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება მკურნალობა ერთ-ერთი ანტიფიბროზული მედიკამენტით-პირფენიდონი (ესბრიეტი)
რა შევძელით?
- 2015 წლიდან დღემდე დიაგნოსტირებულია 52 პაციენტი (მათგან 7 პაც-ს 2013 წლიდან დაესვა ფიფ-ის დიაგნოზი)
- ლეტალური გამოსავალი -7 პაც-ი (IPF-თან ასოცირებული 5)
- მედიკამენტი ვერ აიტანა-4 პაც-მა
- შეწყვიტა მკურნლობა -2 პაც-მა
ანტიფიბროზულ მკურნალობა ამ ეტაპზე უტარდება 32 პაც-ს მათ შორის -2017 წლის მარტიდან მკურნალობს 16 პაც-ი
შემცირდა გამწვავებების სიხშირე!
მეტი უნდა გაკეთდეს !
- დაავადების მართვის ეროვნული რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება;
- ექიმთა განათლება;
- პაციენტთა განათლება;
- ყველა ანტიფიბროზულ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- პულმონური რეაბილიტაცია
- LTOT –(ხანგრძლივი ოქსიგენოთერაპიის უზრუნველყოფა ბინაზე)
- კომორბიდული მდგომარეობების ეფექტიანი მართვა
- ტრანსპლანტაცია
და ბოლოს, მინდა პაციენტებს მივმართო, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის პროგნოზი, რაც გულისხმობს დიაგნოსტირებიდან მკურნალობის გარეშე 2-5 წლიან სიცოცხლის ხანგრძლივობას, მათ არ ეხებათ,ისინი უკვე მკურნალობენ,ისინი მარტო არ არიან ამ დაავადებასთან ბრძოლაში, მათ გვერდით არიან მათი ოჯახის წევრები, სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, რაც მათ აძლევს საშუალებას“ ამოისუნთქონ იმედით“. – ელენე შეროზია, პულმონოლოგი, ინტერნისტი (შინაგანი მედიცინის სპეციალისტი), ფთიზიატრი.
კლინიკა “დიაკორი”-ს ჰეპატოლოგიური და გასტრო-ენტეროლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების და მათი გართულებების მართვა:
- სტეატო ჰეპატოზი (ღვიძლის გაცხიმოვნება);
- ვირუსული ჰეპატიტები (A,B,C,D);
- აუტოიმუნური ჰეპატიტი;
- ალკოჰოლური ჰეპატიტი;
- ტოქსიური ჰეპატიტი;
- ვილსონის დაავადება;
- ქრონიკული და მწვავე ქოლეცისტიტი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის დიაგნოსტიკა და მართვა;
- პირველადი ბილიარული ციროზი;
- ღვიძლის ციროზის,ასციტის ,ენცეფალოპათიის მართვა;
- ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკა.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტირება:
- მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა;
- მუცლის ღრუს MRI კვლევა;
- გასტროსკოპია;
- კოლონოსკოპია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია.
სრული ლაბორატორიული მომსახურება
ასევე ფუნქციონირებს დღის სტაციონარი