
ანესთეზიოლოგია
ანესთეზიოლოგია – კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც მოიცავს სრულ პრე- ინტრა და პოსტოპერაციულ ანესთეზიურ უზრუნველყოფას ქირურგიული ოპერაციების ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს (სადაც ანესთეზიაა ნაჩვენებია), პოსტანესთეზიური (გამოფხიზლების) პერიოდის მართვას, აგრეთვე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი (ქირურგიული და თერაპიული პროფილის) პაციენტების მონიტორინგსა და მკურნალობას, ვიდრე ისინი საჭიროებენ.
აირჩიეთ კატეგორია
რეანიმაცია და გადაუდებელი მედიცინა თანამედროვე მედიცინაში
რეანიმაცია – არის მწვავე ავადმყოფის ფიზიოლოგიური დარღვევების გამოსწორების პროცესი (მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა ან გულისცემა). ეს არის ინტენსიური თერაპიის, ტრავმული ქირურგიისა და გადაუდებელი მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილი.
„გადაუდებელი მედიცინა“ – არის მულტიდისციპლინური სპეციალობა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სირთულის მწვავე ან გამწვავებული ქრონიკული ჩივილების მქონე პაციენტების მართვას, დიფერენციალური დიაგნოზტიკის ჩატარებას, ჩივილების მოხსნა/დასტაბილებას, პაციენტის მდგომარეობაზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას. გადაუდებელი მედიცინის ექიმის სამუშაო არეალია გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (განყოფილება)/სამსახური და პრეჰოსპიტალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები. აღნიშნულ დეპარტამენტში (განყოფილებაში)/სამსახურში პაციენტების მართვა ხდება მაქსიმუმ 24 საათის განმავალობაში.
ანესთეზიოლოგების როლი თანამედროვე მედიცინაში
ანესთეზიოლოგები თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხოებას და კომფორტს ოპერაციების, მტკივნეული პროცედურებისა და მშობიარობის დროს. ისინი არჩევენ ანესთეზიის ტიპს, აკონტროლებენ პაციენტის მდგომარეობას ოპერაციის მსვლელობისას, მართავენ ტკივილს პოსტოპერაციულ პერიოდში, მონაწილეობენ რეანიმაციულ ღონისძიებებში და მუშაობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მათი როლი გადამწყვეტია თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში.