კარდიოლოგია

კარდიოლოგია
კარდიოლოგია – მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. კარდიოლოგია უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვოვანი სამედიცინო დახმარების ყველა ასპექტს – დიაგნოსტიკური ტესტირებიდან თერაპიასა და თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმის ინდივიდუალურ დინამიურ კორეკტირებამდე საუკეთესო შედეგების მიღების მიზნით.
აირჩიეთ კატეგორია
კარდიოლოგიური მკურნალობის ძირითადი მიმართულებები
პრევენციული კარდიოლოგია: ფოკუსირება ცხოვრების წესის ცვლილებებზე და იმ მედიკამენტურ მკურნალობაზე რომელიც მიმართულია გულის დაავადების თავიდან აცილებასა და პროფილაქტიკაზე.
ინტერვენციული კარდიოლოგია: პროცედურები, როგორიცაა ანგიოპლასტიკა და სტენტირება; შევიწროებული ან დახურული კორონარული არტერიების სამკურნალოდ.
ელექტროფიზიოლოგია: გულის რითმის დარღვევების მკურნალობა კათეტერული აბლაციით და სპეციალური მოწყობილობების (პეისმეიკერი, დეფიბრილატორი) იმპლანტაციის საშუალებით.
კარდიოქირურგია: მოიცავს კორონარული არტერიების შუნტირებას (CABG) და გულის სარქველების ქირურგიას.
გულის უკმარისობის მართვა: მედიკამენტების გამოყენება, ცხოვრების წესის ცვლილებები და მოწყობილობები გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
არაინვაზიური კარდიოლოგია: დიაგნოსტიკური ტესტები, როგორიცაა ექოკარდიოგრაფია და სტრეს-ტესტები.