ექოსკოპია
ექოსკოპია
ექოსკოპია – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი შეუცვლელი ინსტრუმენტია. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა არის შინაგანი ორგანოების არაინვაზიური კვლევის მეთოდი, რომელიც იმართება ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ის სრულიად უმტკივნეულო და ამასთანავე, ძალიან ინფორმატიულია. რადგან მეთოდი არ იყენებს რადიაციულ გამოსხივებას ის სრულად უვნებელია.
თანამედროვე ექოსკოპია და ძირითადი მიმართულებები
კარდიოლოგიური ექოსკოპია, აბდომინალური ექოსკოპია, პელვიური ექოსკოპია, ფეტალური ექოსკოპია, თიროიდული ექოსკოპია, კისრის და საშვილოსნოს არტერიების ექოსკოპია და პერიფერიული არტერიების და ვენების ექოსკოპია.
თანამედროვე ექოსკოპია და ძირითადი მიმართულებები
ექოსკოპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე მედიცინაში, რადგან ის უზრუნველყოფს ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას ორგანოების და სტრუქტურების მდგომარეობის შესახებ. კვლევის ეს მეთოდი დროული დიაგნოსტიკისა და დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც ამარტივებს ეფექტური მკურნალობის ჩატარებას. როგორც ავღნიშნეთ, ულტრაბგერითი კვლევა სრულიად უსაფრთხოა და პაციენტებისთვის მინიმალურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული.