სამუშაო საათები
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ზრუნავენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
პროფესიონალთა გუნდი
ჩვენი კლინიკის სიახლეები
კლინიკის მისია
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ინარჩუნებს იშვიათ ბალანსს თავისი სტატუსის მქონე დაწესებულებისთვის. იგი აგრძელებს მისიის წარმოდგენასა და რეალიზაციას: შექმნას, შეინარჩუნოს, ასწავლოს და გამოიყენოს ცოდნა მოსახლეობის სამსახურში.
ჩვენი კლინიკის თვალნათლივი დანიშნულებაა, ვიფიქროთ საკუთარი თავის მიღმა.
აქედან გამომდინარე, კლინიკის მისია იმთავითვე იყო და არის:
სამედიცინო სფეროში არსებული ცოდნის და გამოცდილების კონცენტრირება და გამოყენება;
სიახლის შექმნა, მოძიება და დანერგვა;
წარსულის და აწმყოს ინტეგრირება, ხოლო მიღებული შედეგის ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დარგის განვითარების მიზნით კლინიკის მენეჯმენტი აანალიზებს თანამედროვე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლს, რის მიხედვითაც ტრადიციული სამედიცინო მომსახურების კვალდაკვალ ვითარდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისები, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
ადგილობრივი პაციენტი
საერთაშორისო პაციენტი
ჩატარებული ოპერაცია
რატომ ჩვენ?
რადგან ჩვენ ვფარავთ საქართველოს სრული მოსახლეობის 75% – ს
კლინიკის მომსახურება
ბრაქითერაპია
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიური პაციენტები მკურნალობენ ბრაქითერაპიით, რომელიც ღრუსშიგნითა რადიოთერაპიის სახელითაც არის ცნობილი.
იგი წარმოადგენს სხივური თერაპიის ერთ–ერთ მიმართულებას, რომლის მეშვეობითაც კიბოს მკურნალობა ხდება დარტყმითი (მაღალი) დოზით.
ადაპტაციური რადიოთერაპია
პირველად საქართველოში კომპანია VARIAN-ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, უახლესი ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატი ETHOS-ი.
რა არის ETHOS-ით რადიოთერაპია?
ETHOS-ი არის ხელოვნური ინტელექტის მქონე რადიოთერაპიის უახლესი აპარატი. ეს ტექნოლოგია შექმნილია რადიაციული თერაპიის სიზუსტისა და პერსონალიზაციის ახალი დონის მისაღწევად. იგი აღჭურვილია ადაპტაციური მკურნალობის შესაძლებლობით, რაც ნიშნავს, სხივური დოზის ადაპტაციას პაციენტის ანატომიასთან მიმართებაში, რეალურ დროში.
ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები:
პერსონალიზებული მკურნალობა: თითოეული მკურნალობის სესიაზე ETHOS-ი ადაპტირდება პაციენტის უნიკალურ ანატომიაზე, რაც ზრდის სხივური თერაპიის სიზუსტეს და უსაფრთხოებას.
რეალურ დროში ადაპტაცია: უწყვეტი ვიზუალიზაციის საშუალებით, ETHOS-ი ახორციელებს მკურნალობის დროის კორექტირებას, რათა მოერგოს პაციენტის პოზიციას, სუნთქვის ან ანატომიის ნებისმიერ ცვლილებას.
მეტი კომფორტი: ადაპტაციური პროცესი ამცირებს მრავალჯერადი სკანირებისა და საიმობილიზაციო მოწყობილობების საჭიროებას, რაც მკურნალობას უფრო კომფორტულს ხდის პაციენტისთვის.
შემცირებული გვერდითი ეფექტები: ჯანსაღი ქსოვილების სხივური ზემოქმედების მინიმალიზაციით, ETHOS-ი ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
მკურნალობის ხანმოკლე დრო: ადაპტაციური მკურნალობა ამარტივებს პროცესს, პოტენციურად ამცირებს მკურნალობისთვის საჭირო სესიების რაოდენობას.
მრავალფეროვანი შესაძლებლობები: ETHOS-ით მკურნალობა მოწოდებულია კიბოს ფართო სპექტრისთვის და სტადიებისთვის.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება:
ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ–კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ–სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია.
ციფრული პეტ/კტ
პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა.
Philips Vereos Digital PET/CT არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა!
აქვე შეგახსენებთ, რომ პეტ/კტ კვლევა ტარდება თბილისის მერიის, ჯანდაცვის რეფერალური ფონდის , გამგეობებისა და ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერით , ასევე კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.
რადიოთერაპიის დეპარტამენტი
სხივური ამაჩქარებლების შესახებ
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი ადაპტაციური რადიოთერაპიის აპარატით ETHOS.
რადიოქირურგია
რადიოქირურგია არის მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც იყენებს მაღალენერგეტიკულ იონიზირებულ გამოსხივებას სიმსივნური ან პათოლოგიური ქსოვილის მოსაცილებლად.
ქირურგიული ოპერაციისგან განსხვავებით ასეთი ჩარევა არ საჭიროებს გაკვეთას ან ანესთეზიას, აზიანებს მხოლოდ ავადმყოფ ქსოვილს და არ იწვევს ისეთ გართულებებს, რაც ახასიათებს ქირურგიულს, კერძოდ სისხლდენას, ინფიცირებას ან სხვ.
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგიური მიმართულება 2023 წელს აღიჭურვა ულტრათანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით, რომელიც ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან.
ამბულატორიაში თვალის ყველა სეგმენტის შრეობრივი გამოკვლევა ტარდება ყველაზე თანამედროვე და სწრაფი ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფით Optopol Revo nx 130 –ით. იგი ასრულებს ოთხი სხვადასხვა სადიაგნოსტიკო აპარატის ფუნქციას - ტომოგრაფის, ანგიოგრაფის, რქოვანის ტოპოგრაფი, IOL Master ( ოპტიკური ბიომეტრის );
კომპიუტერული პერიმეტრი Zeiss Humphrey - კომპიუტერული პერიმეტრიის ოქროს სტანდარტი;
საფუძველი ჩაეყარა გლაუკომის უახლეს ლაზერულ თერაპიას ახალი თაობის მულტიფუნქციური ლაზერული სისტემით - Zeiss visulas green;
პირველად ჩვენს კლინიკაში თანამედროვე Yag ლაზერით დაინერგა მინისებური სხეულის შემღვრევების ლაზერული მკურნალობის მეთოდი;
კატარაქტის ქირურგია ყველაზე თანამედროვე მიკროსკოპით Zeiss Lumera 700;
ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში გამოიყენება Zeiss CT Lucia 621PY ლინზები, რომლის უპირატესობაა ასფერული ოპტიკა, ლურჯი სინათლის ფილტრი, მაღალი ბიოშეთავსება, ადაპტაციის ნაკლები დრო, მკაფიო და კარგი გამოსახულება.
ინსულტის ცენტრი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
ეს (თავის ტვინის ინფარქტი) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა.
ერთმანეთისგან განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს.
იშემიური ინსულტი
იშემიური ფორმა ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად, რომელსაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება.
ჰემორაგიული ინსულტი
ჰემორაგიული ფორმა ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას, რის ფონზეც რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.






