საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია

მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის! შემოგვიერთდით  და გახდით საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის წევრი!

manana-axvlediani

მანანა ახვლედიანი MD. Ph.D.

ასოციაციის პრეზიდენტი

ასოციაცია დღეს

მისამართი

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია

შარტავას ქ.16, თბილისი

+995 577 713 742

info@glma.ge

ასოციაციის ისტორია

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია

დაარსდა 1998 წელს, როგორც არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ასოციაციის უპირველესი მიზანია საქართველოში ლაბორატორიული მედიცინის ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო დონეზე არსებული უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და ლაბორატორიის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.

ასოციაციის შესახებ

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს სამეცნიერო, საქველმოქმედო, ინტელექტუალურ და პროფესიულ საქმიანობას საქართველოში.

ასოციაცია ხელმძღვანელობს შემდეგი 4 პრინციპით:

  • დამოუკიდებლობა,
  • ხარისხი,
  • გამჭვირვალობა,
  • და ობიექტურობა.

დაარსების დღიდან ასოციაციას შეუერთდა 237 სამედიცინო ლაბორატორიის პრაქტიკოსი. ყველა წევრი ეწევა მინიმუმ პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობას ლაბორატორიულ მედიცინაში.

ამჟამინდელი პრეზიდენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ახვლედიანი, უკვე ორი ათეული წელია აქტიურად არის ჩართული ასოციაციის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს 23 წევრისგან შემდგარ საბჭოს, რომელთაც დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ.

საბჭოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მაქსიმალური სარგებელი ასოციაციის წევრებისთვის და ზოგადად ინდუსტრიისთვის.

ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც მხარს უჭერდა ინიციატივებს და თანამშრომლობდა სამედიცინო ლაბორატორიის პრაქტიკოსთა სასერტიფიკაციო კითხვარებისა და სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებაში.

ასოციაცია ორიენტირებულია საქართველოში სამედიცინო ლაბორატორიის ინდუსტრიის მუდმივ გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

GLMA ასევე მოქმედებს როგორც არბიტრი ლაბორატორიებსა და პაციენტებს შორის დავების გადაწყვეტისას ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით.

2019 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციისთვის.

2019 წლის ივნისში მოიწვიეს პირველი ყრილობა, რომელიც მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. ამას მოჰყვა საერთაშორისო კონფერენცია ლაბორატორიული მედიცინის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის მიერ. სხვადასხვა კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები მოეწყო საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიულ მედიცინასთან დაკავშირებით.

2019 წლის ნოემბერში GLMA გახდა IFCC-ის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო 2020 წლის 17 ივლისს – ევროპის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის ( EFLM ) გაერთიანებულ კრებაზე , რომელიც 40 ნაციონალური საზოგადოებისა და ასოციაციისაგან შედგება, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის“ (GLMA) სრული წევრობის შესახებ. აღნიშნული გარემოებები მრავალ სამეცნიერო პრაქტიკული პროექტებში, სასაწავლო კურსებსა თუ პროგრამებში ჩართვის საშუალებას იძლევა.

GLMA იმედოვნებს, რომ გაზიარებული ცოდნით წარმატებით შეხვდება მიმდინარე გამოწვევებს და იქნება საქართველოში სამედიცინო ლაბორატორიის ინდუსტრიის ფორმირების წინა პლანზე.

552