აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
კლინიკა დღეს
მისამართი
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. 18/20
კლინიკის ისტორია
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში მან შეძლო და მოიპოვა ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულების სახელი საქართველოში.
ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით, სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.
კლინიკის მთავარ პრიორიტეტს განსაკუთრებულად რთული შემთხვევების პროფესიონალურად მართვა წარმოადგენს.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და გამოცდილი მედ პერსონალით.
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის განახლებული ეროვნული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს უპრეცენდენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა აქვს ყველა რესურსი სტიქიური და საომარი კატაკლიზმების დროს რამდენიმე საათში გადაკეთდეს სამხედრო რეჟიმის ჰოსპიტლად.
პაციენტთა სამედიცინო მომსახურების საქმეში უწყვეტობის შენაჩუნების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კლინიკას გააჩნია ელექტრო და წყალმომარაგების ალტერნატიული,სარეზერვო წყაროები .გარდა ამისა, კლინიკას გააჩნია საჰაერო ტრანსპორტის დასაფრენი ბილიკი.
თამარ ალასანია MD.
ექოსკოპისტი
ირაკლი შელია
რეაბილიტოლოგი-რევმატოლოგი
თეა გეგენავა MD.
კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი
გურამ გურაშვილი
ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი
კლინიკა დღეს
ცენტრი გაშლილია 320 საწოლზე და შეუძლია 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.
კლინიკის განყოფილებების არასრული ჩამონათვალია: სასწრაფო გადაუდებელი დახმარება (ER), სამეანო გინეკოლოგიური დახმარება, ქირურგიული ჩარევები (ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია), თერაპიული სამსახური, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოლოგიური ცენტრი, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ოტორინილარინგოლოგია, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება, სამშობიარო, ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, რადიოლოგია, ლაბორატორიული საქმიანობა სხვა.