ჰეალაინ ინტერნეიშნლ
“ექიმობა ხელოვნებაა”
დირექტორი
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის ისტორია
თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრი 18 წლიანი წარმატებული გამოცდილება!
თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრი ჰეალაინი წარმოადგენს საუნივერსიტეტო კლინიკას და არის ლიდერი თმის ტრანსპლანტაციაში 2005 წლიდან.
კლინიკის დირექტორი და თანადამფუძნებელია ირაკლი ბებიაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური და ზოგადი ქირურგი 29 წლიანი გამოცდილებით.
ირაკლი ბებიაშვილი MD. Ph.D.
პლასტიკური და ზოგადი ქირურგი
არჩილ შათირიშვილი MD.
პლასტიკური ქირურგი
თამარ დაბრუნდაშვილი
დერმატო-ვენეროლოგი
მაია პაიკიძე
დერმატოლოგი, ტრიქოლოგი
ნინო ჩაკაბერია
დერმატო-ვენეროლოგი
დარეჯან სუდაძე
დერმატო-კოსმეტოლოგი
თმის გადანერგვა
გესაჭიროებათ თმის გადანერგვა საუკეთესო პირობებით?
საკუთარი თმის გადანერგვა ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში. სადონორო ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი. სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.
ჩვენი კოლექტივის ყველა თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და 18 წლიანი წარმატებული პრაქტიკა, თმის ხარისხიანად გადანერგვის საიმედო გარანტიაა.
მომსახურება
მისი საშუალებით წარმოებს გადანერგვამდე თმის დაზიანების ხარისხის სრულყოფილი განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა შესაბამისი მომზადება თმის ტრანსპლანტაციისათვის, რაც გამორიცხავს წინასწარი შესწავლის გარეშე შაბლონურად თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრას და არასაჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამერიკული კომპანია “რობინს ინსტრუმენტ”-თან ერთად. იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ძირების ფოლიკულების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს სხვა კლინიკებში მეტალის ბასრი და წვეტიანი პინცეტების გამოყენებისას.
შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. მხოლოდ ამ სისტემის გამოყენებით გახდა შესაძლებელი ფართო მასშტაბიანი თმის ტრანსპლანტაციის (4000 გრაფტი და მეტი) წარმოება ხანმოკლე პერიოდში (4-5 სთ-ში). კლინიკებში სადაც არ გამოიყენება აღნიშნული სისტემა, ანალოგიური მასშტაბის თმის გადანერგვისათვის აუცილებელია 8-10 სთ, რაც მეტად დამღლელი და დისკომფორტულია პაციენტისათვის.
იგი შემუშავებულ იქნა პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ და პირველად მოხსენდა ამერიკის თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-ორლეანში (1997 წ). აღნიშნული მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ზრდის თმის ძირების შემცველი გრაფტების სიცოცხლისუნარიანობას, ამჟამად დანერგილია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს უმრავლეს კლინიკებში.
შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით თმის გადანერგვების ჩატარება სისხლდენის რისკის მქონე პაციენტების ჯგუფში ( მაგალითად დაქვეითებული სისხლის შედედების, ჰიპერტონიის და სხვა შემთხვევებში).
მსოფლიოს კლინიკებში ფართოდ გამოიყენება მედიკამენტოზურ საშუალებათა სხვადასხვა კომბინაციები. ამ მიზნით ჩვენ მივმართავთ პარიზის თმის გადანერგვის ცენტრის (ხელმძღვანელი პ. ბუჯიმა) რეკომენდაციებს.
მსოფლიოში არსად არ არსებობს გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე პაციენტის მიერ კონტროლის მეთოდი, თუმცა არსებობს მიკროხვრელების რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ რხევითი აღრიცხვის და ლოკალურ-ინდუქციურ ტექნოლოგიებს, რომელიც შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის და კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანამშრომელთა მიერ.
ასევე რეკომენდებულია პარიზის თმის გადანერგვის ცენტრის მიერ. მისი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ამცირებს პლასტიკის შემდგომი ნაწიბურების წარმოქმნას, რაც ტრაქციული მიკროგახსნადობის გამო უდაოდ ახასიათებს ერთსართულიანი პლასტიკის მეთოდს, განსაკუთრებით მარტო ეპიდერმისის ნაკერების შემთხვევაში.
ეს მეთოდი ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტისადმი, კომპლექსურ გამოკვლევას, თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, მიკროელემენტების ბალანსის დადგენას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თმის მოვლისა და სამკურნალო საშუალებების შერჩევა.
ჩვენი მიმართულება
1. კომპიუტერული დიაგნოსტიკა – ტრიქოსკოპია- თმის ღერის სტრუქტურის და თავის კანის მდგომარეობის შეფასება,
2. თმის სპექტრალური ანალიზი- 28 მიკროელემენტის განსაზღვრა ორგანიზმში,
3. მეზოთერაპია- ვიტამინების, მინერალების,ამინომჟავების ინექცია თავის თმიან მიდამოში,
4. პლაზმოთერაპია- საკუთარი თრმობოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია თავის თმიან მიდამოში,
5. თმის ფილერი- შვიდი პეპტიდისგან შემდგარი ფილერის ინექცია თავის თმიან მიდამოში,
6. ფიზიოთერაპიული პროცედურები- ფიზიკური ფაქტორების გამოყენება თერაპიაში მაგ; დარსონვალი და ა.შ.
7. ლაზეროთერაპია- LLLT( Low level laser therapy) დაბალი სიმძლავრის ლაზერით თერაპია.
კოსმეტოლოგიური პროცედურები
1. სახის წმენდა- ულტრაბგერითი,
2. პილინგი- ქიმიური,
3. მეზოთერაპია: თმის, კანის გამაახალგაზრდავებელი, აკნეს საწინააღმდეგო, ანტიცელულიტური,
4. პლაზმოთერაპია- საკუთარი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია,
5. ბიორევიტალიზაცია-ჰიალურონის მჟავას ინექცია,
6. ბოტულინოთერაპია: მიმიკური ნაოჭების გასწორება, ჰიპერჰიდროზი ( ჭარბი ოფლიანობა),
7. სახის და ტუჩის კონტურული პლასტიკა,
8. მიკრობლეიდინგი( პერმანენტული მაკიაჟი) -წარბის და ტუჩის დაფერვა,
9. 3D მეზოძაფები
10. RF-ლიფტინგი
ქირურგიული დეფლორაცია(ადგილობრივი და ინტრავენური ანესთეზიით)
- მცირე ან დიდი სასირცხო ბაგეების ქირურგიული კორექცია
- შორისის ნაწიბურის ქირურგიული კორექცია
- წინა ან უკანა კოლპორაფია (საშოს წინა ან უკანა კედლის პლასტიკა)
- კოლპოპერინეოპლასტიკა( წინა და უკანა კედლის პლასტიკა)
მცირე ინვაზიურ მანიპულაციებს:
- G-ზონის აუგმენტაცია.
- ურეთრის (შარდსადენის ) ფიქსაცია.
- ვაგინის მეზოთერაპია.
- მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების მოდელირება.
- შორისის და ნაწიბურის მოდელირება.
“ჰეალაინ ინტერნეიშენალი” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშენალის” ბაზაზე ახორციელებს კვალიფიკაციის გრძელვადიან პროგრამას “თეორიული და პრაქტიკული კურსი თმის აღდგენით მედიცინაში” (4 კვირიანი სწავლება) პლასტიკური ქირურგებისთვის და დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას – “კლინიკური ტრიქოლოგიის კურსი” (1 კვირიანი სწავლება) დერმატოლოგებისთვის.
ორივე პროგრამის ხელმძღვანელი არის პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რაც განაპირობებს პროგრამის მაღალ დონეს და აკადემიზმს.
პროგრამის ფარგლებში მსმენელი არა მარტო ეცნობა, არამედ ეუფლება თმის გადანერგვის ყველა უახლეს მეთოდს FUE(strip): FUE, BHT, LHT (უნაკერო და ნაკერიანი მეთოდებით), DHT, წარბების, წვერის, ულვაშის გადანერგვა, თმის გადანერგვა ნაწიბურებში.
ეუფლებიან ტრიქოლოგიის საფუძვლებს სრულყოფილად – თავის კანის თმიანი ნაწილის და თმის დაავადებების, მათ ეტიოლოგია-პათოგენებს, მკურნალობის თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს.
კურსის დამთავრების და ტესტირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა თსსუ-ს სახელმწიფო სერთიფიკატი, ზ/აღნიშნულ დარგებში სპეციალიზაციის დამადასტურებელი.