ჰერა 2011
“ჰერა 2011” დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის ისტორია
სოსო ღოღობერიძე MD. Ph.D.
მეან-გინეკოლოგი
ნიკოლოზ ლომინაძე M.D., F.I.C.S.
ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი
კლინიკა დღეს
კლინიკა “ჰერა-2011”-ის გინეკოლოგიური განყოფილების გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ თანამედროვე ქირურგიული მეთოდებით, უახლესი აპარატურით აღჭურვილ საოპერაციოში თქვენი გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
ოპერაციები ტარდება:
- ლაპარასკოპიული მეთოდით: მცირდება ოპერაციის დროს სისხლის დანაკარგი, პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დრო მოიცავს1-2 დღეს, რეაბილიტაცია ხდება სწრაფად, აქვს კარგი კოსმეტიური ეფექტი.
- ლაპარატომიული წესით (მუცელკვეთით): რიგ შემთხვევებში ჩვენების მიხედვით ტარდება ოპერაცია მუცელკვეთის გზით.
- ვაგინალური მეთოდით: ამ მეთოდით ძირითადად ტარდება რეკონსტრუქციული ოპერაციები საშვილოსნოს და საშოს კედლების პროლაფსის დროს (დაწევა და გამოვარდნა).
- ჰისტეროსკოპიული მეთოდით. ამ მეთოდით ხდება საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და ოპერაციული ჩარევა – ბიოფსია, პოლიპის, ფიბროიდული კვანძების, საშვილოსნოს ძგიდის ამოკვეთა, ენდომეტრიუმის აბლაცია.
ჩარევა არის მცირედინვაზიური მეთოდი. პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ნორმალურ ცხოვრების რიტმს.
მხოლოდ პაციენტის ერთგულებით !