ირინა წირქვაძე - პროფესიული კრედო
ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საქართველოს დასავლური მედიცინა ჰქონდეს.
სამუშაო ადგილი
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
სპეციალობა
გადაუდებელი მედიცინა
სამეცნიერო ხარისხი
ასოცირებული პროფესორი
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
ირინა წირქვაძე
დაბადების თარიღი: 01.06.1969
სპეციალობა: გადაუდებელი მედიცინა
სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
- ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების გამგე.
საქმიანობის სფერო: გადაუდებელი მედიცინა, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1996 წლიდან
- 1988 – 1994 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.
- 1994-1996 კლინიკური ორდინატურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრაზე სპეციალობით ბავშვთა ინტენსიური თერაპია და რეანიმატოლოგია.
- 2001 – სახელმწიფო სერთიფიკატი კრიტიკულ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში.
- 1996 წლიდან – მუშაობდა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში;
- 2001 წლიდან – ლიცენზირებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- 2014 წლიდან – გადაუდებელი დახმარების ექიმი;
- ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა,
- მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,
- ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა,
- ნიუ ჰოსპიტალსი,
- ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მათ შორის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
- ამჟამად – ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების გამგე.
- 2012 წლიდან – სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტების მოწვეული პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურისა და გადამზადების, ბავშვთა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის გადამზადების პედაგოგი.
2023 წელს არჩეულია ერთ-ერთი უნივერსიტეტის საუკეთესო ლექტორად.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების რამდენიმე კურსის ავტორი და ტრენერი.
- ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) წევრი;
- ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (ACS) წევრი;
- ევროპის რეანიმაციული საბჭოს (ERC) წევრი და PFCCS სერთიფიცირებული ტრენერი;
- საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო კურსების ტრენერი;
- ევროპის ანესთეზიოლოგიური საზოგადოების წევრი;
- საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების გამგეობის წევრი;
- პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
- გადაუდებელი სამედიცინო ტექნიკოსების ეროვნული ასოციაციის (NAEMT) წევრი;
- ანესთეზიოლოგთა საზოგადოებების მსოფლიო ასოციაციის (WFSA) წევრი;
- ინტენსიური თერაპიის ევროპული საზოგადოების აფილირებული წევრი;
- გადაუდებელი მედიცინის ევროპული საზოგადოების (EUSEM) წევრი;
- საქართველოს პედიატრთა აკადემიის წევრი;
- საქართველოს კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის გამგეობის წევრი.
- ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესების რეგულარული მონაწილე, მსმენელი და სპიკერი.
- 9 სტატიის ავტორი, 7 წიგნის ავტორი ან თანაავტორი და გაკეთებული აქვს 6 წიგნის თარგმანი.
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად