ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

კლინიკა ჯერარსი

კლინიკა ჯერარსი
თბილისი, ზღვის უბანი, მუხიანის ქუჩა N2ა

სამუშაო საათები

ორშ.
10.00 - 17.00
სამ.
10.00 - 17.00
ოთხ.
10.00 - 17.00
ხუთ.
10.00 - 17.00
პარ.
10.00 - 17.00
შაბ.
10.00 - 17.00
კვი.
10.00 - 17.00
კლინიკის დევიზი

ადამიანი უპირველეს ყოვლისა

მრავალპროფილური კლინიკა ჯერარსი, რომელიც 2019 წელს გაიხსნა, განთავსებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, რაც ითვალისწინებს ჰოსპიტალური უსაფრთხოების ინდექსის მოთხოვნებს.

კვალიფიციური პერსონალი

პროფესიონალთა გუნდი

სიახლეები

ჩვენი კლინიკის სიახლეები

რატომ ჯერარსი?

კლინიკა დღეს

უმაღლესი ხარისხის ამომწურავი სამედიცინო მომსახურებით და თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკის მუდმივი განვითარებით, კლინიკა მოწოდებულია დაამკვიდროს ქართული მედიცინის ახალი სტანდარტი, გააქროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიში და შეიქმნას საიმედოობის ურყევი რეპუტაცია.

კლინიკაში თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება, ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით და თანამედროვე ლაბორატორიით, 10 საოპერაციო ბლოკი, მათ შორის 2 ანგიოგრაფით, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკა გათვლილია 208 საწოლზე.

0

საოპერაციო

0

საწოლი

ჩვენი სერვისები

კლინიკის მიმართულებები

სამედიცინო მიმართულებები
კლინიკაში წარმოდგენილია სამედიცინო მიმართულებების ფართო სპექტრი:
    • ბავშვთა კარდიოქირურგია
    • მოზრდილთა კარდიოქირურგია
    • ანგიოქირურგია
    • ინტერვენციული კარდიოლოგია
    • კარდიოლოგია
    • არითმოლოგია
    • ინტენსიური თერაპია
    • ნეიროქირურგია
    • ენდოვასკულური ნეიროქირურგია
    • ნევროლოგია
    • ზოგადი ქირურგია
    • ლაპარასკოპიული ქირურგია
    • ინტერვენციული რადიოქირურგია
    • ბარიატრიული ქირურგია
    • ონკოქირურგია
    • თორაკალური ქირურგია
    • უროლოგია
    • პროქტოლოგია
    • გინეკოლოგია
    • ორთოპედია-ტრავმატოლოგია
    • ყბა-სახის ქირურგია
დიაგნოსტიკური მიმართულებები
კლინიკა ჯერარსი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. დიაგნოსტიკური მიმართულებებია:
    • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
    • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
    • ულტრაბგერითი კვლევები
    • რენტგენოგრაფია (X-ray)
    • ენდოსკოპია
    • ენცეფალოგრაფია
მომსახურება
გარდა ამისა, პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ შემდეგი მომსახურებებით:
    • ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოექოსკოპია
    • ტრედმილი (დატვირთვის ტესტი)
    • 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი
    • სპირომეტრია
    • ენცეფალოგრაფია
მაქსიმალური კომფორტი

კლინიკის მომსახურებები გათვლილია პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზე. ჯერარსი ერთადერთი კლინიკაა, სადაც მშობლებს საშუალება აქვთ ბავშვებით მოვიდნენ ამბულატორიაში და სანამ სამედიცინო მომსახურებებით ისარგებლებენ, ბავშვები დატოვონ პატარა ჯერარსელების სივრცეში, სადაც ანიმატორები გაართობენ ბავშვებს. აღნიშნული სერვისი უფასოა. გარდა ამისა, კლინიკაში ფუნქციონირებს სატელეფონო ცენტრი, სადაც პაციენტებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველ დროს ჩაეწერონ მომსახურებაზე, ასევე ჯერარსში ფუნციონირებს რიგის მართვის ელექტრონული სისტემა, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს დრო.

ჩვენი ლოკაცია

მოგვძებნეთ და მობრძანდით!

გესაჭიროებათ ექიმის კონსულტაცია? გთხოვთ დაგვიკავშირდეთ!

(032) 2 111 112