accreditation-temos

სს “ჯერარი” TEMOS-ის პირველი ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი დაწესებულება საქართველოში

TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში.

irakli-glonti

ირაკლი ღლონტი MD.

ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი

სს ,,ჯერარსმა“ 2024 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და გახდა TEMOS-ის (INTERNATIONAL HEALTHCARE ACCREDITATION – TEMOS) პირველი აკრედიტებული ჯანდაცვის დაწესებულება საქართველოში. ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სს ჯერარსი გახდა Temos-ის აკრედიტებული პირველი საავადმყოფო საქართველოში, რომელიც ფლობს და ნერგავს ახალ მსოფლიო დონის სტანდარტებს „ხარისხი სამედიცინო მომსახურებაში“ ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვისთვის. TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში. იგი მოიცავს დეტალურ შეფასებასა და შემოწმებას. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა: პაციენტთა უსაფრთხოება; სამედიცინო მომსახურების ხარისხი; ინფექციების კონტროლი და პრევენცია; ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია; უწყვეტი განათლება; ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება; მენეჯმენტისა და მართვის პროცესები, სხვა.

სს ,,ჯერარსის” დირექტორის შეფასებით „ეს დიდი აღიარება არის ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. TEMOS-ის აკრედიტაციის მოპოვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოვოთ საერთაშორისო პარტნიორობა და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. TEMOS-ის აკრედიტაცია წარმოადგენს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პაციენტთა უსაფრთხოებას, ისე პერსონალის კომპეტენციას და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას”.

სს ჯერარსი ასევე ფლობს ‘’Diplomatic Council (DC)“-ის სერთიფიკატს „სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი“ (Preferred Partner Hospital). Temos International-ს აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა DC-თან Temos-ის მიერ აკრედიტებული ობიექტებისთვის (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DC-ის ვებსაიტს www.diplomatic-council.org) სერთიფიკატის მფლობელი „ჯერარსი“ დასახელებულია, როგორც დიპლომატიური საბჭოს ‘’Preferred Partner Hospital“ (სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი). ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ – ამ მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატის მფლობელმა წარმატებით გაიარა დიპლომატიური საბჭოს უმაღლესი ჰოსპიტალური კვალიფიკაციის სტანდარტები, რაც შეფასდა Temos International Healthcare Accreditation (TIHA)-ს მიერ. თავად დიპლომატიური საბჭო არის გლობალური „think tank“, რომელიც აკრედიტირებულია გაეროს მიერ.

irakli-glonti

ირაკლი ღლონტი MD.

ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი

საკონტაქტო ინფორმაცია

კლინიკა ჯერარსი

თბილისი, ზღვის უბანი, მუხიანის ქუჩა N2ა

(032) 2 111 112

info@jerarsi.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

279