
ფატი გაბუნია MD. PhD.
ფატი გაბუნია - პერსონალური ვებგვერდი
ფატი გაბუნია – არის მაღალი დონის ინფექციონისტი და პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექსპერტი საპილოტე პროექტების განხორციელებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგეობის წევრი, ეროვნული რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების ავტორი.
ქალბატონი ფატი მაღალკვალიფიციურია იმუნოლოგიისა და შიდსის საკითხებში. ამ დროისთვის იგი არის N2 სტაციონარული განყოფილების უფროსი ინფექციური დაავადებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, გარდა პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებისა, ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და სხვა სამედიცინო სკოლების პედაგოგი, წიგნების და პუბლიკაციების, სახელმძღვანელო მითითებებისა და სტატიების ავტორი.
დოქტორი გაბუნია არის შიდსის საქართველოს ასოციაციის და IAS – შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის წევრი.
პროფესიული ინტერესები
სამუშაო ადგილი/თანამდებობა
- ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ინფექციონისტი;
- N2 ბოქსირებული განყოფილების გამგე.
ფატი გაბუნია - პერსონალური ინფორმაცია
განათლება
პროფესიული გამოცდილება
პედაგოგიური გამოცდილება
საზოგადოების წევრობა
დამატებითი ინფორმაცია
- 1989-1995- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი აუ-N 02125);
- 1997-1999-ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი თბილისი (მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი N 002508);
- 09.2000-12.2000-ხანმოკლე სპეციალიზაციის კურსი ინფექციურ სნეულებებში;
- 25.05.2001-სახელმწიფო სერთიფიკატი მოზრდილთა ინფექციურ დაავადებებში (Certificate N 011013);
- 2008 წელი-მედიცინის დოქტორი.
- 2019-დღემდე-GGRC – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი-ინფექციოსისტი;
- 1997-1999-ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი თბილისი;
- 01.2000-დღემდე-ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინკური იმუნოლოგიის ცენტრი;
- 2006 –დღემდე -N2 ბოქსირებული განყოფილების გამგე.
- 1998-2003-უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“, ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის პედაგოგი, სწავლების მე-4, მე-5 კურსი;
- 1999—2006-სამედიცინო ინსტიტუტი „ პანაცეა“, სამკურნალო ფაკულტეტი, ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის პედაგოგი, სწავლების მე-4, მე-5 კურსი, ასოცირებული პროფესორი;
- 2004-დღემდე-გ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი „ალმა-მატერი“, სტომატოლოგიური ფაკულტეტი, საგანი-ინფექციური დაავადებები, სწავლების მე-4 კურსი, სრული პროფესორი;
- 2016 – დღემდე-საქართველოს დავით აღმაშენებელის სახ. უნივერსიტეტი სამკურნალო საქმე, საგანი– ინფექციური დაავადებები, სწავლების მე– 5 კურსი სტომატოლოგური ფაკულტეტი, სწავლებისმე–4 კურსი.
- 2017–დღემდე: საქართველოს შიდსის ასოციაციის წევრი
- 2014–დღემდე: შიდსის საერთაშორისო ასოციაციის წევრი
- 2008– დღემდე: ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის წევრი
- 2007–დღემდე: საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის წევრი.
კონგრესები, კონფერენციები:
- 2000 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში.
პუბლიკაციები:
- ნაციონალური და საერთაშორისო გაიდლაინების ავტორობა
ენების ცოდნა:
- ქართული – მშობლიური
- რუსული – სრულყოფილად
- ინგლისური – სრულყოფილად