თინათინ ფირცხალავა MD.

თინათინ ფირცხალავა MD.

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი

1089

ცხოვრების კრედო

ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა, ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა!

pirtskhalava-ge

სამუშაო ადგილი

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

(032) 224 00 99

info@reproinstitute.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია

სამეცნიერო ხარისხი

პროფესიული ინტერესები

რეპროდუქტოლოგია

გინეკოლოგია

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

თინათინ ფირცხალავა – ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში გაიარა მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტში ინტერნატურა,1981-1984 წლებში ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში კლინიკური ორდინატურა; 1984 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგად, 2014 წლიდან დღემდე მუშაობს „არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში“ აღნიშნული პროფესიით. არის კლინიკური პრაქტიკის მქონე პროფესიონალი ექიმი.
საექიმო საქმიანობის სტაჟი-37 წელი, პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი- 18 წელი.

2002-2011 წლებში იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA/WHO) პროექტის ”მხარდაჭერა რეპროდუქციული სამსახურების გაუმჯობესებისათვის”–ტრენერი; 2015 წლიდან დღემდე არის ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის „რეპროდუქტოლოგია“- მოდულის ხელმძღვანელი.

აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები. არის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციისა და ნაყოფიერებისა და უნაყოფობის (IFFS) საერთაშორისო ფედერაციის წევრი.

საქმიანობის სფერო: რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია.

საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1975 წლიდან

  • 1968-1974 – ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვალიფიკაცია, დიპლომი A-I № 145842.
  • 1974-1975 – მ. წინამძღვრიშვილის სახ.კარდიოლოგიის ინსტიტუტი – ინტერნატურა.
  • 1981-1984 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი – კლინიკური ორდინატურა.
  • 1975-1976 – ქ.რუსთავის სასწრაფო დახმარება- ექიმი თერაპევტი.
  • 1976-1981 – მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტი- ექიმი-ენდოკრინოლოგი.
  • 1984-2014 – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი- ექიმი- რეპროდუქტოლოგი, მეან -გინეკოლოგი.
  • 2014 წლიდან დღემდე – „რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმ. არჩილ ხომასურიძე“ – ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.
  • 2004-2007 – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასთან არსებული სტომატოლოგიური ინსტიტუტი – ლექტორი.
  • სპეციალობით – რეპროდუქტოლოგია-1998
  • სპეციალობით – მეანობა-გინეკოლოგია -2012

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
გერმანული – კარგად