თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი

კლინიკა დღეს

მისამართი

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი

ფოთის ქ. 40, ქუთაისი

(043) 1 23 78 78

info@wrc.ge

კლინიკის ისტორია

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი

არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 11 განყოფილებითა და 168 საწოლით (აქედან 25 ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში). ჰოსპიტალში ხორციელდება როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები. კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური მიმართულებები.

თითოეულ დეპატრამენტში გვაქვს მომსახურების ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მკურნალობა. ჩვენ მჭიდროდვთანამშრომლობთ ევროპის საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან.

კლინიკის გამორჩეული უპირატესობა პროფესიონალი სამედიცინო პერსონალისა და გამოცდილი მენეჯმენტის თანამშრომლობაა – რომელიც პაციენტებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ მაქსიმალურადაა ორიენტირებული პაციენტთა ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.

ამბულატორია

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი” -ს ამბულატორიული განყოფილება პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კომფორტულ გარემოს, ზოგადი და ვიწრო სპეციალისტების მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ სპექტრს, დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებს.

კლინიკის მიმართულებები

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”-ს რადიოლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც წარმოადგენს პაციენტების სრულყოფილი მომსახურების მყარ გარანტს. რადიოლოგიის განყოფილება სრულად არის ინტეგრირებული სხვადასხვა დეპარტამენტთან. რადიოლოგები მუშაობენ ექიმებთან და თანაშემწეებთან ერთად, რათა მოახდინონ რადიოლოგიური მომსახურების კოორდინაცია თქვენს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებაში. უახლესი დანადგრების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავსვათ დიანგოზი და ვუმკურნალოთ მრავალფეროვან დაავადებებს.

მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება კომპანია TOSHIBA-ს ნანოტექნოლოგიური, 2018 წლის უახლესი აპარატურით: 32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფითა (CT) და 1,5 T ინდუქციური ძალის მქონე , ყველა ოფციით აღჭურვილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით (MRI), რომლის გამოყენებისას, აქამდე არსებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებისგან განსხვავებით, გამოკვლევების დრო 2-ჯერ შემცირებულია და მაქსიმალურად გაზრდილია პაციენტების კომფორტი.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა ჩაიტაროს ყველა ის ულტრათანამედროვე გამოკვლევა, რომელსაც აქამდე მოკლებული იყო რეგიონი, მათ შორის ანესთეზიისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

ჩატარებულ კვლევებზე დასკვნებს წერენ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში სპეციალიზირებული ექიმი რადიოლოგები.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებით მოზრდილი პაციენტების ინვაზიური მეთოდებით დიაგნოსტიკა და ინტერვენციული მკურნალობა.

ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების, კომპანია “Shimadzu“-ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით. აღნიშნული აპარატი, ინტერვენციულ კარდიოლოგიის მიმართულებით დელიკატური ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას იძლევა. ჩვენთან ტარდება ისეთი სირთულის ოპერაციები როგორიც არის: მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, მარცხენა კორონარული ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, ქრონიკული ტოტალური ოკლუზიის რეკანალიზება და სხვა.

პაციენტების მომსახურების მაღალი პროფესიული დონის და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ინვაზიური გამოკვლევის შედეგებს აფასებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების – კარდიოლოგებისა და ინტერვენციული კარდიოლოგების გუნდი (პროფესორი ვაჟა აგლაძე, ალექსანდრე ბეიმანოვი -ქ. მინსკის მთავარი ინტერვენციული კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგიის უმაღლესი კატეგორიის ექიმები , ბ-ნ დიმიტრი იურლევიჩი და პავლე ჩერნოგლაზი, ოლევ ლოჰა და სხვ). შესაბამისად, დასკვნები და რეკომენდაციები პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ გამოირჩევა მაღალი ობიექტურობით და პროფესიული დონით.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრ“-ში ფუნქციონირება დაიწყო ნეიროქირურგიულმა დეპარტამემენტმა, პროფესორ შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით!

პაციენტებს ექნებათ შესაძლებელი ჩაიტარონ ხერხემლისა და თავის ტვინის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა უახლესი აპარატურის გამოყენებით. ოპერაციები ჩატარდება როგორ, გეგმიური, ასევე გადაუდებელი ჩვენებით.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური მიმართულებით გთავაზობთ მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას, კოსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას.

კონსერვატიული მკურნალობა:

  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება და მათი მკურნალობა.
  • დაჟეჟილობების, მყესებისა და კუნთების გადაჭიმვა-გადაძაბვა.
  • მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დახურული რეპოზიცია.

ოპერაციული მკურნალობა:

გეგმიური:

  • სხვადასხვა ლოკალიზაციის შეხორცებული მოტეხილობის ზონიდან მეტალოკონსტრუქციის ამოღება;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება;
  • მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება;
  • ტერფის სხვადასხვა სახის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული კორექცია;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული და/ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ პაციენტებს ქალთა და მამაკაცთა უროლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობას სთავაზობს.

კონსერვატული მომსახურება:

  • მამაკაცთა საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები;
  • ქალთა საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციები;
  • შარდშეუკავებლობა;
  • პროსტატიტები.

ქირურგიული მომსახურება:

  • შარდის ბუშტის სიმსივნე – ახალი შარდის ბუშტის შექმნა, პლასტიკა;
  • პროსტატის სიმსივნე – ნერვებისა და პოტენციის შენარჩუნებით;
  • შარდსადინარი ტრაქტის თანდაყოლილი ანომალიების ქირურგიული გასწორება;
  • უროგენიტალური ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მინიმალურად ინვაზიური და ენდოსკოპიური მკურნალობა;
  • ვარიკოცელე – სათესლე გზების ვენების ვარიკოზული დაავადება;
  • ურინალური ლითიაზია (შარდკენჭოვანი დაავადება) და ენდოუროლოგია;
  • გენიტო-ურინალური ტრაქტის ტრავმები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხდება შარდკენჭოვანი დაადებების მკურნალობა ლაზერული კონტაქტური ურეტეროლითოტრიპსიით (მწვანე ლაზერი).

”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრ“-ში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ საკვერცხეების, კუჭ-ნაწლავის, პროსტატის, ფილტვების, ძვლების სიმსივნური დაავადებების, ლიმფომებისა და სხვა სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორულად, ასევე სტაციონარის პირობებში.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია:

1. ზემაღალდოზიანი ქიმიოთერაპიის სტაციონარულ რეჟიმში ჩატარება. (ასევე ქიმიოთერაპია, რომელიც ტარდება სტაციონარულ რეჟიმში კონტიგენტისთვის, რომელიც ჩამოდის რაიონებიდან და არ აქვთ ადგილობრივი აკომედაციის შესაძლებლობა)

2️. ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების მართვა. (ნებისმიერ კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიის გართულებების მართვა)

3️. ონკოინკურაბელური ონკო-პაციენტების მართვა.

პაციენტისთვის შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. გამოცდილი პერსონალი მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო ხარისხს!

კლინიკაში ფუნქციონირებს ნევროლოგიური განყოფილება, სადაც მკურნალობენ თავისა ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებებს. ნევროლოგიური პროფილის ექიმები პაციენტის დიაგნოსტირებას და მკურნალობას ახდენენ უახლესი ტექნიკისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე, მაქსიმალურად მოკლე დროში, ხდება პაციენტების დიაგნოსტირება და შემდგომ მკურნალობა როგორც სტაციონარის, ისე ამბულატორიულ პირობებში.

განყოფილებაში იმართება შემდეგი დაავადებები:

  • თავის ტვინსა და სისხძარღვოვანი პათოლოგიები;
  • ქალა-ტვინის ტრავმები;
  • ნევროლოგია-ფსიქოსომატიკა;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

სულ მალე “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“-ში ინსულტის მართვის ცენტრიც გაიხსნება.

568