მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი “ინოვა”

მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თქვენი ჯანმრთელობისათვის!

პროფესიონალიზმით და პაციენტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეული საქართველოში მოქმედი ექიმები – გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, დავით დოთიაშილი,  ზურაბ ნარიმანიძე, რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი და ირაკლი თოდუა გაერთიანდნენ ერთი იდეის ირგვლივ – „მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობისათვის“ და 2015 წლის 1 ოქტომბერს დააფუძნეს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ინოვა“.

2003 წლამდე ცენტრმა განიცადა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნა. ამჟამად ულტრასონოგრაფიის ცენტრი ძირითადად აღჭურვილია „ტოშიბას“ და „სიმენსის“ უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით. აღნიშნულ ბაზაზე მოღვაწეობენ ულტრასონოგრაფიის განხრით მუშაობის ათეული წლების გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

2011 წელს თბილისში მარიჯანის ქუჩაზე აშენდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა ამბულატორიული და 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით.

2013 წლის დეკემბერში თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, რომელშიც დაფუძნდა ,,დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი’’, რომელიც დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაწესებულებაში სამკურნალო – სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მომსახურება მიიღო ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებმა და სხვადასხვა სახეობებში საქართველოს ნაკრების წევრებმა.

დაწესებულების არსებობის განმავლობაში თანამედროვე დონეზე სამედიცინო დახმარება გაეწია ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

  • • სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია;
    • ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების  შემუშავება და დანერგვა;
    • პაციენტის ჯანმთელობის მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება;
    • სამედიცინო სერვისების მოქნილობა და ხელმისაწვდომობა;
    • სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის უწყვეტი განვითარება;
    • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
    • თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან.

• ნეიროქირურგია
• ორთოპედია-ტრავმატოლოგია
• გინეკოლოგია
• ზოგადი ქირურგია
• პლასტიკური ქირურგია

✔ თერაპია
✔ კარდიოლოგია
✔ ნევროლოგია
✔ ანგიოლოგია
✔ ალერგოლოგია
✔ მამოლოგია
✔ ოფთალმოლოგია
✔ ენდოკრინოლოგია
✔ გასტროენტეროლოგია
✔ ოტორინოლარინგოლოგია
✔ რენტგენი-ექოსკოპია
✔ კომპიუტერული ტომოგრაფია
✔ ლაბორატორუილი კვლევები

მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”

ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N6,
თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 322 232 232
ელ-ფოსტა: info@innovamedical.ge

ორშაბათი – პარასკევი 09:00 – 17:00
შაბათი 09:00 – 14:00