აპრილი 28, 2026
54
სხეულის კომპოზიციის ანალიზი
სხეულის კომპოზიციის ანალიზი DXA + TBS ტექნოლოგიით
კავკასიის მედიცინის ცენტრი გთავაზობთ სხეულის კომპოზიციის ანალიზს DXA + TBS ტექნოლოგიით – უმაღლესი სიზუსტის მქონე სადიაგნოსტიკო სისტემას სხეულის კომპოზიციის განსაზღვრისთვის…
ვისთვის არის კვლევა აუცილებელი?
- მათთვის, ვინც დიეტაზეა: გაიგეთ რეალურად ცხიმს კარგავთ თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კუნთოვან მასას (რაც ხშირად ხდება არასწორი კვების დროს).
- 40+ ასაკის ადამიანებისთვის: DEXA სკანირება საუკეთესო გზაა ოსტეოპოროზის პრევენციისთვის და მეტაბოლური დარღვევების რისკის გამოსავლენად.
- მჯდომარე ცხოვრების წესის და არაწორი კვების დროს: შეაფასეთ ფარული საფრთხე – ვისცერალური (შინაგანი) ცხიმი, რომლის ჭარბი განვითარება შესაძლოა ვიზუალურად გამხდარ ადამიანებსაც აღენიშნებოდეთ.
- მათთვის, ვინც ვარჯიშობს: დარწმუნდით, რომ თქვენი ძალისხმევა ეფექტურია და აკონტროლეთ პროგრესი გრამებში. ასევე აკონტროლეთ კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის ცვლილების სწორი თანაფარდობა.
რატომ უნდა აირჩიოთ DXA სკანირება?
- სამედიცინო სიზუსტე: ხედავს იმას, რასაც თვალი ან ჩვეულებრივი სასწორი ვერ ამჩნევს.
- სეგმენტური ანალიზი: ადგენს კუნთოვანი და ცხიმოვანი მასის დისბალანსს, რაც გეხმარებათ ფიზიკური აქტივობის სწორად დაგეგმვაში.
- მეტაბოლიზმის კონტროლი: RMR-ის განსაზღვრა გვეხმარება კალორიული საჭიროების ზუსტ დადგენაში.
- სწრაფი და უსაფრთხო: კვლევა არაინვაზიურია, სრულიად უსაფრთხო და გრძელდება მხოლოდ 10-15 წუთი.
მართეთ ჯანმრთელობა მეცნიერული სიზუსტით!
კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: (032) 2 600 600
