კავკასიის მედიცინის ცენტრი

მოგესალმებათ კავკასიის მედიცინის ცენტრი.

sophio-aspanidze

სოფიო ასპანიძე

დირექტორი

კავკასიის მედიცინის ცენტრი

მისამართი

კავკასიის მედიცინის ცენტრი

თბილისი, ქავთარაძის ქ. 23

(032) 2 600 600

კლინიკის შესახებ

კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიოს ცნობილ ჰოსპიტლებსა და წამყვან სპეციალისტებთან (ალიმპი, ისრაელი) თანამშრომლობს, რაც რთული შემთხვევების სწორად მართვას უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო სპეციალისტების ადგილზე მოწვევით, ასევე ტელემედიცინის მეშვეობით. კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტაციონარულ ბაზასაც წარმოადგენს. ჰოსპიტალში აქტიურად ხორციელდება კიბოს სკრინინგი და სხვა სახელმწიფო პროგრამები.

კლინიკა დღეს

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კლინიკის პრინციპია, უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ჯანდაცვა ყველასათვის. ევექსის ჰოსპიტლები უცხოელ პაციენტებს ძალიან მაღალ სამედიცინო მომსახურებას მისაღებ ფასად სთავაზობს. ასევე, უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო კონსიერჟის მომსახურებს, რაც პაციენტებისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს. ქსელში ტარდება ისეთი იშვიათი სამედიცინო ინტერვენციები რეგიონში, როგორიც არის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და რქოვანის გადანერგვა. უცხოელ პაციენტებს იზიდავთ ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების success rate, რომელიც 85%-ს შეადგენს.

კლინიკის მომსახურება

სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, ცენტრის ბაზაზე ხორციელდება ნებისმიერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით.

კავკასიის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სამსახური ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს.

უროლოგია CMC Hospital-ში არის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრა თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით. რაც მთავარია, პროფესიონალი ექიმები იზრუნებენ თქვენზე.

რადიოლოგია კავკასიის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მიმართულებაა. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას თანამედროვე აპარატურით.

კავკასიის სამედიცინო ცენტრში თქვენს პატარებს ელოდებათ კეთილგანწყობილი გარემო, და პერსონალი, რომელიც მოწოდებულია მინიმუმამდე შეამციროს ტკივილის ფაქტორი სხვადასხვა მანიპულაციების დროს.

კავკასიის სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგია/ორთოპედიის სერვისი პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან სრულ დიაგნოსტიკურ, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

ოფთამოლოგია კავკასიის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს ვთავაზობთ სრულ გეგმიურ და 24 საათიან გადაუდებელ მომსახურებებს.

ონკოლოგია მედიცინის ის მიმართულებაა, რომელშიც კავკასიის მედიცინის ცენტრი უდავო ლიდერია რეგიონში. კიბოს დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე მედოთებითა და აპარატურით.

ნევროლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრში მაღალ დონეზე განვითარებული სამედიცინო მიმართულებაა. პაციენტებს ვთავაზობთ ნებისმიერი სახის ნევროლოგიურ მომსახურებას.

კავკასიის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. გინეკოლოგია ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა.

კარდიოლოგია ჩვენს კლინიკაში ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული სამედიცინო მიმართულებაა. პაციენტებს ვთავაზობთ სრულ კარდიოლოგიურ მომსახურებას.

კავკასიის სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპიური განყოფილება სრულად არის უზრუნველყოფილი უახლესი აპარატურით, სასტერილიზაციო მანქანებითა და ყველა ენდოსკოპიური მანიპულაციებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მასალით.

კავკასიის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, გამორჩეულია როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე მასშტაბებით. იგი 25 საწოლზეა გაშლილი და ყველაზე დიდი განყოფილება საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია გადაუდებელი მედიცინის მაღალკვალიფიცირებული, ევროპასა და აშშ-ს სტაჯირებული ექიმებით.

1646