ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

კლინიკა დღეს

მისამართი

ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 29

(032) 239 55 73

office@respublikuri.ge

კლინიკის ისტორია

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -,,რესპუბლიკური საავადმყოფო’’ გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წლიდან, შესაბამისად, კლინიკის ავტორიტეტი თითქმის 45 წლიან პერიოდს ითვლის.

კლინიკის ბაზაზე აღიზარდა ბევრი პროფესიონალი ექიმი, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია საზოგადოებაში.

რესპუბლიკური საავადმყოფო – პირველი იყო მრავალპროფილურ კლინიკებს შორის, სადაც 2008 წელს გაიხსნა ახალი ტიპის მიმღები განყოფილება,,ემერჯენსი”.რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც გადაუდებელი სიტუაციების მართვისას სიკვდილიანობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

კლინიკა დღეს

კლინიკა მუშაობს სტაციონარულ რეჟიმში, რაც ხელმისაწვდომს ხდის პაციენტებისათვის 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას.

კლინიკაში აქტიურად ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვრესალიფიციური სამედიცინო პერსონალით. აქ შესაძლებელია, როგორც არსებული დაავადების მკურნალობა, ასევე პრევენციული კვლევებისა და ჯანმრთელობაზე მონიტორინგის წარმოება.

მომსახურება

კლინიკის ბაზაზე ფუნქციობს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ლაბორატორიული ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანიების ტექნოლოგიებით: Roche , Stago , Siemens , grainer bio-one, Becton Dickinson, Eppendorf ფირმის უახლესი ტექნოლოგიური ხაზის ანალიზატორებით და სახარჯი მასალებით, ფუნქციობს ბინაზე გამოძახების სადღეღამისო სერვისი, ლაბორატორია უზრუნველყოფს გამოკვლევის შედეგების ელექტრონულ გადაგზავნას, უწყვეტ სადღეღამისო რეჟიმში ემსახურება კლინიკის სტაციონარს და ამბულატორიას

ჩვენი კლინიკის ქირურგიული სამსახურის მუშაობა წარმოადგენს მდიდარი კლინიკური, სამეცნიერო, პედაგოგიური ტრადიციებისა და XXI საუკუნის თანამედროვე ინოვაციური მედიცინის ოპტიმალურ შერწყმას. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს, ულტრათანამედროვე გამოკვლევებისა და მკურნალობის ფართო არჩევანს. მათ შორის ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური, მცირე ინვაზიური, ენდოვასკულარული და ტრადიციული მეთოდებით, რომლებსაც აწარმოებენ ევროპასა და აშშ_ში განათლებამიღებული მაღალკვალიფიციური ქირურგები. მათი უმრავლესობა წარმოადგენს თსსუ_ს აკადემიურ პერსონალს

ჩვენი არითმოლოგიური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ერთადერთია ამიერკავკასიაში, სადაც წარმატებით ხორციელდება არითმიების როგორც კრიო, ისე რადიოსიხშირული აბლაციები. არითმიების კრიო აბლაცია სიახლეა ქართული მედიცინისთვის. ჩვენთან შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა არითმიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

438