ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის შესახებ
25 000 მ2 ფართობის, 183 საწოლიანი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამიტომ პროექტს გააჩნია ამბიცია – შეცვალოს საქართველოსა და რეგიონის სამედიცინო რუკა! კერძოდ საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას.
გიორგი გოგიტიძე
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
დავით ზაქრაძე MD.
ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მტევნის ქირურგი
დავით შენგელია MD.
ინტერვენციული რადიოლოგი
ნინო ბოგვერაძე MD.
რადიოლოგი
ვაჟა ლეჟავა MD.
კარდიოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი
ლევან ქაჯაია MD. PhD
ბავშვთა ორთოპედი
ვანო საფარიშვილი
ყბა-სახის ქირურგი/იმპლანტოლოგი
კახაბერ თოდუა MD.
ონკოქირურგი
კობა სახეჩიძე MD. Ph.D.
ზოგადი ქირურგი
დავით ნიკოლეიშვილი MD. Ph.D.
უროლოგი
ზაზა ციციშვილი MD. Ph.D.
ონკოგინეკოლოგი
მისია და ხედვა
ჩვენი მისიაა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება. ვისწავლოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და გავავრცელოთ ცოდნაც. შესაბამისად, მომავალს ასე ვხედავთ – დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ევოლუციაში, გავხდეთ ყველაზე სანდო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობა.
ექსელენს ცენტრები
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური სამედიცინო კონცეფციაა ექსელენს ცენტრები. ესაა სპეციალიზებული ცენტრები, რომლებიც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ორიენტირებული. ცენტრებს ქართული მედიცინის უმაღლესი კლასის პროფესიონალები ხელმძღვანელობენ. სწორედ მათი ჩართულობით თანამშრომლობს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ქართულ, თურქულ და აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკებთან.
გულის, სისხლძარღვთა და ფილტვის პათოლოგიების ცენტრი…
ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერებათა ცენტრი…
ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის ცენტრი…
ორთოპედიული ცენტრი…
ამბულატორიული ცენტრი…