თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო
ჩვენთვის მთავარია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა და ამისთვის მზად ვართ ჩვენი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით ვიდგეთ ყველას გვერდით.
დირექტორი
კლინიკა დღეს
მისამართი
თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო
თბილისი, ს. ჩიქოვანის ქ. 14
კლინიკის ისტორია
ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო ხილიანზე 1936 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისის ერთ-ერთ უძველეს სამკურნალო დაწესებულებას წარმოადგენს. საავადმყოფოს დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგეს და პროფესორს, ნიკოლოზ ანდრიაძეს.
მაია მღებრიშვილი MD.
კარდიოექოსკოპისტი, სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია
მამუკა მაჭავარიანი
დირექტორი
ია შალამბერიძე MD.
პედიატრი, ინფექციონისტი
ია ჯალაღანია
პედიატრი, ინფექციონისტი
ლანა ბაინდურაშვილი MD.
პედიატრი, ინფექციონისტი
თინათინ ქორიძე MD.
პედიატრი, ინფექციონისტი
ნანა მღებრიშვილი–შალიკიანი
რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი
მაკა მაისურაძე MD.
ინფექციონისტი
ნინო ყურაშვილი
პედიატრი, ინფექციონისტი
ნინო ჯაბაური MD.
რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი
გიორგი ხოკრიშვილი
ინფექციონისტი
რუსუდან ჭელიძე MD.
ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი
ლია ჟორჟოლიანი MD. Ph.D. D.M.Sc.
პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი
რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე MD. Ph.D. D.M.Sc.
პედიატრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ლალი ნებიერიძე MD.
პედიატრი, ინფექციონისტი
ვიტალი ხარაშვილი MD.
ბავშვთა კრიტიკული მედიცინა
მაიკო ჯანაშია MD.
ინფექციონისტი
ნინო გაბისონია MD.
ინფექციონისტი, ბავშვთა რეანიმატოლოგი
კლინიკა დღეს
2016 წლიდან საავადმყოფო განახლდა და გაფართოვდა: დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მთლიანად გადაიარაღდა ლაბორატორია უახლესი დანადგარებით, შეიცვალა აპარატურა უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, სახე იცვალა პალატებმა, სულ მალე მთლიანად განახლდება მთელი კლინიკა.
პაციენტებს ემსახურებიან უმაღლესი დონის სპეციალისტები, პროფესორები, მედიცინის დოქტორები და უბრალოდ, კარგი ექიმები.
კლინიკა გაშლილია 81 საწოლზე, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებენ მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ნაწლავური ინფექციების, რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიის, ლაბორატორიული და მიმღები განყოფილებები.
ლაბორატორიაში, ასევე, 24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია ხარისხიანი კვლევის ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კეთდება კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოსეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები.
კლინიკას დაემატა ალერგოლოგიური განყოფილებაც, სადაც მოქმედებს დღის სტაციონარი, ალერგო-დიაგნოსტიკა, მწვავე ალერგიული მდგომარეობის კუპირება (ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ.), რეგულარული ამბულატორიული დაკვირვება, ჰიპოალერგიული ყოფისა და კვების ინდივიდუალური შერჩევა, პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ალერგოლოგიის განყოფილება არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოემსახურება.
კლინიკაში ფართოდ არის გაშლილი სამეცნიერო სასწავლო პროცესი, ფუნქციონირებს ორი კათედრა, სადაც მედიცინის საფუძვლებს ეუფლებიან მომავალი ექიმები და კვალიფიკაციას იმაღლებენ უწყვეტი სამედიცინო განათლების რეჟიმში, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლის 12 ივლისიდან ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აფილირებული კლინიკის სტატუსი მიენიჭა.
მომსახურება
- ვირუსული
- ნაწლავური
- ინტენსიური
- ალერგოლოგიური
- დიაგნოსტიკური
- რეანიმაცია
- მიმღები
- თსსუ მიმართულება
ბავშვთა ინფექციური კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს კლინიკო-დიაგნოსტიკური ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული ანალიზატორებით. კეთდება შემდეგი გამოკვლევები:
✔ კლინიკური გამოკვლევები
✔ ბიოქიმიური გამოკვლევები
✔ იმუნოსეროლოგიური გამოკვლევები
✔ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები