სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი”

პროფესიონალთა გუნდი ქმნის ხარისხს!

giorgi-kochiashvili

გიორგი ქოჩიაშვილი MD.

კლინიკის დამფუძნებელი

კლინიკა დღეს

მისამართი

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი "დენსი"

თბილისი, ფანჯიკიძის ქ.N22
თბილისი, ყიფშიძის ქ.N2ბ.
რუსთავი, კოსტავას გამზ.N11

(032) 2 599 599

info@dens.ge

კლინიკის ისტორია

“დენსი”-ს სათაო ოფისი დაარსდა 1998 წლის 23 ნოემბერს. დღეს საქართველოში წარმოდგენილია ხუთი ფილიალით და ითვლის 200-მდე თანამშრომელს.

კლინიკა მოიცავს ორ მიმართულებას, სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას.

ჩვენი მიზანია საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის.

კლინიკა დღეს

კლინიკას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება იმპლანტაციაში. ასევე დაინერგა, სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგია. რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერების და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვა. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და იდეალური სიზუსტით. პაციენტებისათვის კი ეს ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს მათ პირად დროს.

მომსახურება

თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კარიესისა და მისი გართულებული ფორმების დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

ჩვენთან კონსულტაცია უფასოა და მოიცავს:

  • პირის ღრუს დათვალიერებას
  • დიაგნოზის დასმას
  • მკურნალობის გეგმის შედგენას
  • ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების შეთავაზებას
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის სპეციალისტების გამოკვლევაში ჩართვას
  • დანიშნულების მიცემას

კლინიკა “დენსს” აქვს პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი. ასოციაცია არის ,,ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის“ წევრი და შესაბამისად კლინიკაში მკურნალობის ყველა სტანდარტი შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინს და ტარდება თანამედროვე აპარატურით.

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ღრძილების დაავადებების  თერაპიულ და  ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. ღრძილების დაავადებები ყველაზე ფართოდ გავრცელებულია დღესდღეობით და საფრთხეს უქმნის არა მარტო კბილებს, არამედ მთელს ორგანიზმს.

პაროდონტოლოგიის მიზანია კბილის ირგვლივ მდებარე საფიქსაციო ქსოვილების ( ღრძილის, ძვლის და ა.შ)  ანთებითი და არაანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პაროდონტის დაავადებებია: გინგივიტი (ღრძილების ანთება), პაროდონტიტი(ანთებითი დაავადება ,რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა) , ღრძილების რეცესია( ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება), პერიიმპლანტიტები( იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება).

კლინიკა დენსში წარმატებით ხდება, მკურნალობა:

  • გინგივიტის
  • პაროდონტიტის
  • პათოლოგიური ჯიბეების აღდგენა რეგენერაციის გზით
  • ღრძილის გადანერგვა
  • ძვლის პლასტიკა
  • გინგივოტომია – ღრძილის კორექცია
  • რეცესიების პლასტიკა
  • და სხვ.

კლინიკა “დენსში” ფუნქციონირებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები – ,,პერიო აკადემია“ სადაც ხდება თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული ექიმებისათვის.

ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. კლინიკა ,,დენსში’’ ბავშვთა განყოფილება უკვე 15 წელია ემსახურება 6 თვიდან 16 წლამდე მოზარდებს. ბავშვთა სტომატოლოგიაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რომლებსაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით. ემოციურ ან სისტემური დაავადების მქონე ბავშვებში შესაძლებელია კბილის ექსტრაქცია სედაციის ( ზოგადი ნარკოზის) გამოყენებით.

ესთეტიკური სტომატოლოგია ოცდამეერთე საუკუნის სტომატოლოგიაა. გამოიყენება მაქსიმალურად ხარისხიანი და ესთეტიკურად დახვეწილი მასალები. ესთეტიკური სტომატოლოგიის მიზანია ჯანსაღი, ლამაზი ღიმილის და თეთრი მბზინვარე  კბილების შექმნა.

კლინიკა ,,დენსში“ შესაძლებელია ესთეტიკურად სრულყოფილი ღიმილის  ე.წ. ,,Holywood smile” -ის შექმნა

ჩვენი პაციენტები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით:

  • ვიყენებთ გერმანული კომპანია ,,Sirona”-ს ციფრულ ტექნოლოგიებს ( CEREC, CAD-CAM (Computer-Aided Design and Computer-Aided Manufacturing) – რაც გვაძლევს მაქსიმალურ სიზუსტეს და მაღალ ესტთეტიკას.
  • კლინიკა და მრავალფუნქციური ლაბორატორია განთავსებულია ერთ სივრცეში – რაც ზრდის მკურნალობის ხარისხს, ამცირებს მომსახურების დროს და ქმნის კომფორტულ გარემოს პაციენტისათვის.
  • კბილების დიზაინი იქმნება სახის პარამეტრების გათვალისწინებით, რაც ძალიან ბუნებრივს და ინდივიდუალურს ხდის პაციენტის ღიმილს.

ორთოდონტია სტომატოლოგიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. მისი საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა. ექიმი- ორთოდონტი 3-4წლის ასაკიდან აკვირდება ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება პროფილაქტიკური ღონისძიებები ან მკურნალობა. ორთოდონტიული მკურნალობის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის,მთავარია პაციენტის პირის ღრუში იყოს გარკვეული რაოდენობის კბილები,რომლებზეც მოხდება ბრეკეტის ფიქსაცია.

არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი აპარატები.

მოუხსნელ აპარატებს მიეკუთვნება ბრეის სისტემა,თვითონ ბრეკეტებშიც გვხვდება ნაირსახეობები

დენტალური იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია მსოფლიოში  დღესდღებით ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად. დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვსს, რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი. იმპლანტები დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, რომელიც ეხორცება ძვალს (ინტეგრირდება). იგი აბსოლუტურად ინერტულია და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ორგანიზმისთვის. დენტალური იმპლანტებით შეიძლება აღდგეს როგორც ერთეული დანაკლისი კბილები, ასევე ოთხი, ხუთი ან მეტი.

კლინიკა ,,დენსში“ იმპლანტაცია 20 წელია წარმატებით სრულდება. მთავარი კომპანია, რომელთანაც კლინიკა თანამშრომლობს შვეიცარიული ,,Straumann”-ია, N1 ბრენდი მსოფლიოში. ,,Straumann”-ის იმპლანტები გამოირჩევა:

  • განსაკუთრებული მასალით ,,Roxolid” რომელიც ყველაზე გამძლეა
  • განსაკუთრებული ზედაპირით SLActive, რომელის დამსახურებით 1 თვეშია შესაძლებელი საბოლოო, მუდმივი კბილების ფიქსაცია.
  • საუკეთესო შეთანასოვნებით გვირგვინსა და იმპლანტს შორის – რაც გვიცავს ღრძილის ანთებისაგან
  • საუკეთესო შეკავშირებით იმპლანტსა და გვირგვინს შორის – რაც გვიცავს გვირგვინის მორყევისა ან ამოვარდნისაგან.

კლინიკაში შესაძლებელია სხვა ბრენდის იმპლანტების შერჩევაც, როგორიცაა Dentium, MIS, SGS, Breadent და სხვა …

იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქირურგიული გაიდი ( შაბლონი) რაც საშუალებას გვაძლევს განაკვეთის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.

ყბა-სახის ქირურგია მოიცავს ყბა-სახის მიდამოში ჩასატარებელ ყველა სახის ქირურგიულ მანიპულაციას. კლინიკა ,,დენსში“ ტარდება აღნიშნული მანიპულაციებიდან ყველა სახის ოპერაცია, რომელიც არ მოითხოვს პაციენტის სტაციონარიზაციას ( ზოგადი ნარკოზით მანიპულაციას, რეანიმაციას).

კლინიკა ,,დენსში“ დაინერგა სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგია რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერების და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვ. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები მუდმივად მაღალი ხარისხის და იდეალური სიზუსტისაა. პაციენტებისათვის კი ეს ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს მათ პირად დროს.

ციფრული მეთოდით შესაძლებელია შემდეგი სამუშაოების დამზადება:

  • კერამიკული ბჟენების ( კარიესის მკურნალობა)
  • ვინირების
  • გვირგვინების
  • ხიდების
  • საიმპლანტაციო გაიდის
  • კბილების გასასწორებელი კაპის

კლინიკა „დენსი“ ქართულ ბაზარზე არსებული სადაზღვეობის პროვაიდერია. მომსახურება და ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის სადაზღვევო პაკეტზე.

კლინიკების მიხედვით ვთანამშრომლობთ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებთან:

  • თბილისი, ყიფშიძის ქ. N2ბ – PSP; არდი
  • თბილისი, გუდაურის ქ. N3 – PSP; არდი; ქართუ
  • რუსთავი, კოსტავას გამზ. N11- PSP; არდი; ქართუ; იმედი L (ვთანამშრომლობთ ჰაიდელბერგ ცემენტთან), აისი ჯგუფი; ალფა; უნისონი; ირაო
  • რუსთავი, შარტავას ქ. N17 – PSP; არდი; უნისონი; იმედი L (ვთანამშრომლობთ ჰაიდელბერგ ცემენტთან)
  • რუსთავი, მესხიშვილის ქ.1 – PSP; არდი; ალფა
  • გარდაბანი, აღმაშენებლის გამზ. – PSP; არდი; ქართუ; იმედი L ; უნისონი; სტანდარტი
  • მარნეული, რუსთაველის N3 – PSP; არდი; ქართუ; იმედი L (ვთანამშრომლობთ ჰაიდელბერგ ცემენტთან), აისი ჯგუფი; ალფა; უნისონი; ირაო

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სასურველი კლინიკის ადმინისტრაციას

965