კლინიკა დენტალ ლაინი

“ჩემთვის, როგორც კლინიკის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია, მკურნალობის თანამედროვე მიდგომების დანერგვით სასურველი შედეგის მიღება, ხოლო როგორც ექიმისთვის – კმაყოფილი პაციენტის დადებითი ემოცია”

dimitri-khechanovi

დიმიტრი ხეჩანოვი

კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

კლინიკა დღეს

მისამართი

კლინიკა დენტალ ლაინი

63, გორგასლის ქ.0114 თბილისი, საქართველო

(032) 272 10 88

info@dentalline.ge

კლინიკის ისტორია

კლინიკა დენტალ ლაინი

დაარსდა 2008 წელს, სადაც თავდაპირველად 5 თანამშრომელი მუშაობდა. 2018 წელს კლინიკა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს სრული სტომატოლოგიური მომსახურება.

კლინიკა დღეს

ჩვენი ფილოსოფიაა თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო სტომატოლოგიური მომსახურება.

კლინიკა დენტალ ლაინი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, სტომატოლოგიური მკურნალობა ხორციელდება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.

უსაფრთხოების მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, იარაღების სტერილიზაცია ტარდება ბოლო თაობის ავტოკლავით, ხოლო სადეზინფექციო ხსნარებიდან არჩევანი შეჩერდა გერმანული წარმოების პროდუქციაზე.

მომსახურება

კბილის თერაპიული მკურნალობა გულისხმობს კარიესის (კბილის მაგარი ქსოვილის დაზიანება, დაშლა) და მისი გართულებების – პულპიტის(ნერვის ანთება) და პერიოდონტიტის (კბილის ირგვლივი ქსოვილის ანთება) მკურნალობას.

თერაპიული მკურნალობა მიმდინარეობს ვიზიოგრაფიის სრული კონტროლით, რაც უზრუნველყოფს კბილის სრულყოფილ მკურნალობას, ყოველგვარი გართულებების გარეშე

როგორი უნდა იყოს თანამედროვე მკურნალობა?

რთული არხების მკურნალობისთვის თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოიყენება სწრაფი-ენდობუნიკი, რაც მკურნალობის წარმატებულად დასრულების საშუალებას იძლევა არხების სწორად და ხარისხიანად დაბჯენა დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კბილს ფუნქციას. შერჩეული მბრუნავი ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ არხიდან ქსოვილების სრულფასოვან მოცილებას და არხის სრულყოფილ ფორმირებას სამ განზომილებაში, არხი ხდება კონუსური ფორმის, რაც შემდგომში არხის სრულფასოვანი დაბჟჯენის წინაპირობას ქმნის.

როდესაც ვაწყდებით რთულ და გაუვალ არხებს ხელის ინსტრუმენტებთან ერთად ენდობუნიკის გამოყენება მაქსიმალურ შედეგს გვაძლევს. გაცილებით სრულყოფილი ნიკელტიტანის მბრუნავი ინსტრუმენტები მეტად დრეკადი და მჭრელია ისინი ადვილად ახწევენ ვიწრო და მოხრილ არხებში.

გვირგვინის მთლიანობის აღდგენის შემდეგ კბილს უბრუნდება ფუნქციური და ესთეტიური ღირებულებები.

თერაპევტ-სტომატოლოგთან კონსულტაციაზე:

  • ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
  • საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნის რენტგენოლოგიურ კვლევაზე
  • გაიგებ თქვენი სიმპომების მიზეზს და დიაგნოზს
  • ექიმი მოგაწვდის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ინფორმაციას
  • მიიღებ დანიშნულებას

გახსოვდეს, სტომატოლოგიური მკურნალობის წინ აუცილებელია 6 თვეში ერთხელ ალერგიული სინჯის გაკეთება.

სტომატოლოგიური ქირურგიული მკურნალობა მოიცავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. რაც მოიცავს:

  • ბავშვთა ქირურგია
  • კბილის ექსტრაქცია (ამოღება)
  • რეტენციული (ჩაზრდილი) კბილის, ფესვის ამოღება
  • სიბრძნის კბილის ექსტაქცია
  • ძვლის პლასტიკა, ფესვის მწვერვალის რეზექცია
  • ყბა-სახის მიდამოში სხვადასხვა ქრონიკულ პროცეცებს მკურნალობა
  • პაროდონტოლოგია

რას ნიშნავს პიეზო ქირურგია და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?

მკურნალობის სასურველი შედეგის მისაღწევად, ტრადიციული ქირურგიული მეთოდები თითქმის სრულიად ჩანაცვლდა თანამედროვე მიდგომით – პიეზო ქირურგიით.

პიეზო ქირურგია წარმოადგენს ტრადიციული მეთოდების თანამედროვე ალტერნატივას. პიეზო აპარატის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ულტრაბგერით ტალღებს. ეს არის ულტრაბგერითი სკალპელი და პირის ღრუს ქსოვილებზე მოქმედებს არამექანიკური ზემოქმედებით, არამედ ულტრაბგერების გამოყენებით.

ულტრაბგერითი სკალპელის მთავარი უპირატესობა განაკვეთის მაღალ სიზუსტეშია. ქირურგს საშუალება ეძლევა კბილების და ყბის ძვლის დამუშავებისას არ დააზიანოს ახლომდებარე სისხლძარღვები, ნერვები და ზედაპირული რბილი ქსოვილი.

პიზოქირურგია ეხმარება ექიმს რთული პროცედურების მაღალი სიზუსტით ჩატარებაში, რაც განაპირობებს:

  • ზედაპირული ქსოვილების მინიმალურ დაზიანებას
  • ოპერაციის პროცესში და შემდგომ უსიამოვნო შეგრძნებების მაქსიმალურად შემცირებას
  • ატრამვულ, უმტკივნეულო პროცედურას
  • რეაბილიტაციის პროცესის მსუბუქ და სწრაფ მიმდინარეობას

ქირურგ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე:

  • ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
  • საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნის რენტგენოლოგიურ კვლევაზე
  • ექიმი მოგაწვდის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ინფორმაციას
  • გაეცნობი მკურნალობის ღირებულების სრულყოფილ კალკულაციას
  • მიიღებ დანიშნულებას

დენტალური იმპლანტაცია გულისხმობს ხელოვნური ფესვის ჩანერგვას ყბის ალვეოლურ მორჩში (ყბის ძვალში). თავად იმპლანტი ფესვის იმიტაციაა, რომელიც ძვალში ფიქსირდება და შემდგომ აღსადგენი დეფექტის მიხედვით, მასზე მაგრდება ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი

იმპლანტის კონსტრუქცია და საბოლოო სახე გამოიყურება შემდეგნაირად: იმპლანტი, მასზე მოთავსებული აბატმენტი. აბატმენტი შემდგომ იმპლანტს აკავშირებს ხელოვნურ გვირგვითან დენტალური იმპლანტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაკარგა ერთი ან რამოდენიმე კბილი, არ სურს ხიდის ჩასმა და/ან აქვს მოსახსნელ პროთეზებთან დაკავშირებული პრობლემები: ღებინების რეფლექსი, სუსტი ფიქსაცია საუბრისას და საკვების მიღებისას.

იმპლანტის შერჩევა ხდება პაციენტთან შეთანხმებით, მისი პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლით, ყბის ძვლის სტრუქტურის შეფასებით, მასზე დასამაგრებელი კონსტრუქციის გათვალისწინებით იმპლანტის ჩანერგვის პროცედურა 20 წუთზე მეტი არ გრძელდება

იმპლანტაციის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დაგეგმარება
  • იმპლანტის მოთავსება
  • ინტეგრაცია (შეხორცება ძვალთან)
  • გვირგვინის დამზადება, მორგება, ჩაცემენტება

დენტალური იმპლანტის მნიშვნელოვანი უპირატესობა მეზობელი კბილების მთლიანობის შენარჩუნებაა, რადგან ხიდის და მოსახსნელი პროთეზებისგან განსხვავებით, იმპლანტი დამოუკიდებელი კონსტრუქციაა და არ მოითხოვს მეზობელი, ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა/დამუშავებას. იმპლანტი ზუსტად იმეორებს ბუნებრივი კბილის ფორმას, ამიტომ ინარჩუნებს ძვალს განლევისგან, ხოლო ძლიერი ფიქსაცია განაპირობებს მაქსიმალურ კომფორტს საკვების მიღებისას და საუბრისას

სტომატოლოგ-იმპლანტოლოგთან კონსულტაციაზე:

  • ექიმი დაგითვალიერებს პირის ღრუს
  • გაგაგზავნის 3D რენტგენოლოგიურ კვლევაზე
  • ექიმი მოგაწვდის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე ინფორმაციას
  • გაეცნობი მკურნალობის ღირებულების სრულყოფილ კალკულაციას
  • მიიღებ დანიშნულებას

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ნაწილი, რომელის დახმარებითაც ხდება არასწორად განლაგებული ყბების და კბილების გასწორება.

მჭიდროდ და არასწორად მდგომი კბილების წმენდა სირთულეს წარმოადგენს, მატულობს კბილების ადრეული დაკარგვის რისკი, მატულობს რისკი ღრძილების დაავადებების, კარიესის და სხვა გართულებები:

  • არასწორი კონტაქტების შედეგად ყბების კუნთების გადაღლა
  • ზედმეტი არასასურველი დატვირთვა საფეთქელ ქვედა ყბის სახსარზე
  • ესთეტიკური დისკომფორტი

კბილების გასწორების დადებითი მხარე მრავალია, მათ შორისააა, ჯანმრთელი პირის ღრუ, სასიამოვნო გარეგნობა, თავისთავად ჯანმრთელი კბილები, რომლებიც პაციენტს უფრო დიდხანს შეუნარჩუნდება.

ამ დარგის სპეციალისტს ორთოდონტი ქვია. Ორთოდონტები გადიან ხუთ წლიან საბაკალავრო აკადემიური განათლებას სტომატოლოგიის დარგში, შედგომ კი ორ წლიან რეზიდენტურას ორთოდონტიის სპეციალობაში

როგორ უნდა მივხვდეთ რომ ორთოდონტი გვჭირდება?

ამის განსაზღვრა მხოლოდ თქვენს სტომატოლოგს და ორთოდონტს შეუძლია.

პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი ისტორია, კლინიკური დათვალიერება, რენტგენოდიაგნოსტიკის სხვადასხვა კვლევა, ინდივიდუალური მოდელების დამზადება და ბოლოს პირის ღრუსა და სახის ფოტოგრაფირება – ეს იმ მნიშვნელოვანი კვლევების ჩამონათვალია, რომლის შესწავლის შედეგად, ორთოდონტი ადგენს თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.

თუ თქვენ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე აღგენიშნებათ, მაშინ თქვენ დიდი ალბათობით ორთოდონტის დახმარება გჭირდებათ:

  • ზედა ყბის კბილები ქვედაზე ბევრად წინ დგას და გვაქვს სივრცე მათ შორის.
  • ქვედა ყბის კბილები ზედაზე ბევრად წინაა და გვაქვს სივრცე მათ შორის
  • ზედა და ქვედა ყბის კბილები პირდაპირ ედება ერთმანეთს.
  • კბილების შეხების დროს არ გაქვთ კონტაქტი და ბოლომდე ვერ ადებთ კბილებს ერთმანეთს.
  • Შუა ხაზის გადანაცვლება – როდესაც ზედა ყბის ცენტრალურ კბილებს შორის ხაზი არ ემთხვევა ქვედა ყბის კბილებს
  • შორის ხაზს. Ანუ ცენტრი გადანაცვლებულია, მარჯვნივ ან მარცხნივ.
  • Მჭიდრო დგომა – როდესაც კბილები არ დგას ერთ რკალში, ამოსულია ენისკენ ან ლოყისკენ და გაქვს დარღვეული კბილთა რკალი.
  • Სივრცეები კბილებს შორის – კბილებს შორის სივრცეების არსებობა.

როდის არის ორთოდონტთან ვიზიტისთვის საუკეთესო ასაკი ბავშვებისთვის?

ორთოდონტთან ვიზიტის საუკეთესო დრო არის 6-7 წლის ასაკი, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განაპირობებს სტაბილურ მკურნალობის გამოსავალს და ამცირებს რეციდივების (ხელახლა) განვითარების რისკს

ადრეული ორთოდონტიული მკურნალობის მიზანია შერეული თანკბილვის დროს ანუ, როდესაც პირის ღრუში გვაქვს როგორც სარძევე აგრეთვე მუდმივი კბილები, მინიმუმამდე დავიყვანოთ ძვლოვანი, კუნთოვანი და ყბა კბილთა დარღვევები

ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა იწყება აპარატის შერჩევით, რაც ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე ხდება. გათვალისწინება ხდება არა მარტო თანკბილვის ანომალიიდან გამომდინარე, არამედ იმითაც თუ რა ასაკისაა ბავშვი, როგორია მისი მოტივაცია, რამდენად დისციპლინირებული და დამჯერია იგი.  არსებობს მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები.  ყველა აპარატს თავისი ფუქცია აქვს. მაგალითად, ზოგი გვეხმარება მავნე ჩვევებთან მრძოლაში. ზოგი აფართოვებს ზედა და ქვედა ყბას და ა.შ.

როგორ მუშაობს ორთოდონტიული მკურნალობა?

პირველ რიგში ეს დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. Მოზრდილ პაციენტებში ყველაზე პოპულარული და ეფექტური გახლავთ ბრეკეტები.

ბრეკეტები შედგება, თავად ბრეკეტისგან, რკალისგან, რეზინებისგან და სხვადასხვა დამატებითი ელემენტებისგან. Ბრეკეტები მოცემულია ინდივიდუალურად ყველა კბილისთვის,ისინი ყენდება იმ პოზიციაზე, როგორც უნდა იდგეს ნორმაში კბილი, მათი დაყენების შემდეგ, სპეციალური რკალი თავსდება ბრეკეტებს შორის, გარედან კი რკალს ბრეკეტში ამაგრებს რეზინის ლიგატურები. Ამ დაჭიმვის შედეგად რკალი ცდილობს კბილს დაუბრუნოს სწორი ფორმა, სწორედ ასე ხდება კბილების გასწორება.

ორთოპედიული სტომატოლოგია ემსახურება კბილის ან კბილთა სისტემის ნაწილობრივი, ცალმხრივი ან სრული დეფექტების დროს მოსახსნელი ან მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციებით მკურნალობას, რომელიც ითვალისწინებს ღეჭვის ფუნქციის აღდგენას და ესთეტიური დისკომფორტის გამოსწორებას

რა კონსტრუქციები გამოიყენება ორთოპედიულ სტომატოლოგიაში?

  • მოსახსნელი ნაწილობრივი და სრული პროტეზები
  • ფიქსირებული ერთეული გვირგვინი ან ხიდესებური კონსტრუქცია
  • დარჩენილი ფესვის ტაკვის აღსადგენად ,,ტაკვიანი წკირი”

მკურნალობის რომელი თანამედროვე მეთოდები არსებობს?

  • ელასტიური პროტეზები
  • ცირკონის გამოჩარხული მონოლითური გვირგვინი ან სრული ხიდისებური კონსტრუქცია, ასევე ნანოკომპოზიტური ტაკვიანი წკირი და გვირგვინი
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია დენტალურ იმპლანტებთან კომბინაციაში

რა არის ორთოპედიული ვინირი ?

ორთოპედიული ვინირი თხელი ცირკონის ან კერამიკის ფირფიტაა რომელიც კბილს მჭიდროდ ეკვრის გარეთა ზედაპირზე, იგი სრულად აღადგენს კბილის ფრონტალურ ნაწილს, შესაბამისად ვინირები გამოიყენება:

  • ფერშეცვლილი, ლაქებიანი, შერეული ფერის მქონე კბილებისთვის
  • ზომიერი დიასეთემების ( კბილთაშუა სივრცე) დროს
  • ნაწილობრივ ბჟენით აღდგენილი კბილების დროს

დენტალური ვინირების განსაკუთრებული თვისებები:

  • სწრაფი და ხანგრძლივი ესთეტიკა
  • მარტივი მოსავლელად
  • კბილი რჩება ვიტალური ( ცოცხალი ) მუშავდება მხოლოდ მინანქრის ფენის 0,3 – 0,5 მმ
  • ვინირების დროს გამოყენებული ორთოპედიული მასალების ანატომიური და გეომეტრიული თავისებურებები ხელს უწყობს ბუნებრივი ეფექტის შექმნას
  • მდგრადია მეორადი დეფექტების მიმართ : ფერის შეცვლა, ლაქების წარმოშობა

კბილების გათეთრება ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალური პროცედურაა.

ასაკი, კვება, მედიკამენტები, ცვეთა ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რაც თანდათანობით იწვევს კბილების დაზიანებას და სიქათქათის დაკარგვას.

ესთეტიკის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია კბილების ქიმიური, ანუ საოფისე გათეთრება. პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებით კი, როცა ტარდება გამოცდილი ექიმის მიერ პროტოკოლის სრული დაცვით.

კბილების გათეთრება წყალბადის ქიმიური, სხივური აგენტებით გააქტიურებას უკავშირდება. გააქტიურების შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის ატომი აღწევს კბილის მაგარ ქსოვილებში ისე, რომ არ აზიანებს მას და წვავს ორგანულ ნაერთებს, შლის კბილის მაგარ ქსოვილებში არსებული პიგმენტების ცილებს. აღნიშნული ცვლილებები ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.

საოფისე გათეთრების დროს, ყოველ 15 წუთში პაციენტი თავად აკვირდება პროცესს და ირჩევს სითეთრის ხარისხს.

პროცედურა გრძელდება მხოლოდ 45 -50 წუთი. ჰიპერმგრძნობელობა არ ვითარდება, შედეგად პროცესი კიდე უფრო სასურველი და მარტივად რომ ვთქვათ, უსაფრთხო, სწრაფი და რაც მთავარია ხელმისაწვდომია.

გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია წელიწადში 2 ჯერ ჩაიტაროთ პროფესიული წმენდა, გამოიყენოთ მაღალი ხარისხის მათეთრებელი კბილის პასტების და დაბალი პროცენტულობის შემცვლელი მათეთრებელი გელი. იმ შემთხვევაში, თუ სახლის პირობებში გათეთრებას ვერ ახერხებთ, სასურველია ყოველი პროფესიული წმენდის შემდეგ ჩაიტაროთ მხოლოდ 15 წუთიანი საოფისე გათეთრება. ეს რჩევა დაგეხმარებათ კიდევ უფრო სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად.

809