დუდანა გაჩეჩილაძე MD. Ph.D.

დუდანა გაჩეჩილაძე MD. Ph.D.

რადიოლოგი

1616

დუდანა გაჩეჩილაძე - ცხოვრების კრედო

თავად უნდა გახდე ცვლილება, რომელიც გსურს, რომ იგი დაინახო სამყაროში.

d-gachechiladze

სამუშაო ადგილი

თოდუას კლინიკა

ცენტრლური ფილიალი - თევდორე მღვდლის #13
თოდუას კლინიკა ვერაზე - იაკობ ნიკოლაძის #10

(032) 2 57 57 57

Info@toduaclinic.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

სამეცნიერო ხარისხი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

პროფესიული ინტერესები

დოპლეროგრაფია

ულტრაბგერითი დიაგოსტიკა

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

დუდანა გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი: 11.01.1965

სპეციალობა: რადიოლოგია

სამუშაო ადგილი/თანამდებობა: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-რადიოლოგი

საქმიანობის სფერო: რადიოლოგია, დოპლეროგრაფია, ულტრაბგერითი დიაგოსტიკა.

საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1992 წლიდან

  • 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “საძილე არტერიების ათეროსკლეროზულ დაზიანებათა დუპლექს-სონოგრაფიული კორელატები ასიმპტომური მიმდინარეობისა და იშემიური ინსულტის პირობებში” (სპეციალობა 14.00.19)
  • 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “თავის ტვინის ჰემოდიამნიკური პარამეტრები ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზის პირობებში” (სპეციალობა 14.00.19)
  • 2016 წლიდან – ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის მოწვეული პროფესორი.
  • 2013 წლიდან – ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის განათლების კომიტეტში საქრთველოს წარმონადგენელი.
  • 2016 წლიდან – საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი
  • 2017 წლიდან – მინიჭებულია აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი.
  • 2018 წლიდან – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
  • საქართველოს რადიოლოგთაა, ანგიოლოგთა და ათეროსკლეროზის ასოციაციის წევრი
  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი
  • ევროპის ნევროლოგიური საზოგადოების წევრი
  • 2003-დღემდე – საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
  • გაკეთებული აქვს მოხსენებები დარგის წამყვან საერთაშორისო კონგრესებზე.
  • საქვქღვლოს არდიოლგთ კონგრესი, ევროპის გულ-სისხლძარღვთა და ინტერვენციულ რადიოლოგთა კონგრესი (CIRCE ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების (FFNES) ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესზე, (EECR). ჩრდილო ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესზე, (RSNA) ჩიკაგო 2004, 2007, 2011წ. ჩრდილო ამერიკის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის (ESNR) კონგრესზე.
  • არის 158 სამეცნიერო შრომისა და 3 მონოგრაფიის ავტორი, 21 ნაბეჭდი სტატია გამოქვენებული აქვს უცხოურ გამოცემებში.
  • 2007 წ. გამოსცა მონოგრაფია”ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა” (ფ. თოდუა, რ. შაქარიშვილი, დ. გაჩეჩილაძე)
  • 2014წ. გამოსცა მონოგრაფია “ექსტრაკრანიული სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა” (ფ. თოდუა, დ. გაჩეჩილაძე)
  • 2018 წ. გამომცემლობა Springer-ში “Noninvasive Radiologic diagnostics of Extracranial Vessel Pathologies” (F. Todua, D. Gachechiladze)

მიღებული აქვს რიგი სამეცნიერო ჯილდო:

  • 1997 წ. ჯილდო 10 საუკეთესო ნაშრომისათვის, ევროპის კარდიორადიოლოგთა ასოციაციის კონგრესი(CIRSE) ლონდონი;
  • 2008 წ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაწესებული ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობითი პრემია მონოგრაფიისათვის “ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა”;
  • 2010 წ. საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში ნაშრომთა ციკლისათვის “ინსულტის დაძლევის სტრატეგია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში”
  • 2015 წ. საქართველოს მეცნიერებათა ერივნული აკადემიის საპატიო სიგელით იუნესკოს მიერ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
  • 2012 წ.ღირსების ორდენის კავალერი.

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად