გერმანული ჰოსპიტალი

კლინიკა დღეს

მისამართი

გერმანული ჰოსპიტალი

თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45 ა

(032) 200 11 01

info@hgh.ge

კლინიკის შესახებ

“გერმანული ჰოსპიტალი” – მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მომსახურებას გაგიწევენ უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტები. პოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და თანამედროვე სტანდარტების აპარატებით. გერმანული ჰოსპიტალი არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში, სადაც შესაძლებელია გერმანული ხარისხის მომსახურების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ანალიზების გაგზავნა გერმანიაში, ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრა გერმანელი პროფესორების მიერ.

გერმანული ჰოსპიტალი სთავაზობს პაციენტებს განსხვავებულ, თანამედროვე კონცეფციას: კვალიფიციური გერმანული ხარისხის სამედიცინო დახმარება საუკეთესო მომსახურებასთან ერთად. ჰოსპიტალში მოხვედრისას პაციენტი თავს არ გრძნობს როგოც საავადმყოფოში. ჰოსპიტალში მომართვისას თითოეულ პაციენტს ხვდება კლინიკის თანამშრომელი, რომელიც მის გვერდითაა კონსულტაციების და გამოკვლევების სრულ დასრულებამდე. თანამშრომელი აღჭურვილია ანდროიდის ტიპის პლანშეტით, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა პაციენტზე. კლინიკაში ფუნქციონირებს პალატები, რომელიც აღჭურვილია სველი წერტილებითა და საშხაპეებით. პაციენტებს აქვთ კვება, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში.

კლინიკა დღეს

გერმანული ჰოსპიტალის მიზანია შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად. კლინიკას დაგეგმილი აქვს გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონალური ჰოსპიტალი და მოემსახუროს აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებსაც.

კლინიკა ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე არის კერძო სადაზღვეო კომპანიების პირველი რიგის პროვაიდერი.

მომსახურება

გერმანული ჰოსპიტალი გთავაზობთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ანგიოლოგიური მომსახურეობის ფართო ასორტიმენტს. რეკონსტრუქციული ოპერაციები ტარდება ზედა და ქვედა კიდურების, მუცლისა და საძილე არტერიებზე.

ასევე უზრუნველვყოფთ ოპერაციულ ჩარევებს ვენური პათოლოგიების დროს და მიკროქირურგიულ ოპერაციებს სისხძარღოვანი ნერვული და მყესოვანი სტრუქტურების დაზიანებისას. ქირურგიულ ჩარევებთან ერთად ასევე ხორციელდება რეპლანტაციები.

უმაღლესი სტანდარტის ანგიოლოგიური სერვისების მიღება გერმანულ ჰოსპიტალში შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგში მოღვაწე გამოცდილი და ერუდირებული მედპერსონალით.

ექიმების უმეტესი ნაწილი მოღვაწეობდა ან სტაჟირებას გადიოდა მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში.

დეპარტმენტი მუშაობს გუნდური პრინციპით. მკურნალობა წარმოებს თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით. პრიორიტეტს წარმოადგენს პაციენტის უსაფრთხოება და მკურნალობის მაღალი ხარისხი. დანერგილია უწყვეტი განათლების სასწავლო, სატრენინგო პროგრამები. სამკურნალო და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულია დეპარტამენტის საშუალო მედპერსონალი.

დეპარტამენტი აღჭურვილია ლიდერი ბრენდების წარმოებული თანამედროვე აპარატურით, რომლის არასრულ ნუსხას წარმოადგენს:

  • საანესთეზიო მანქანები;
  • ICU ვენტილატორები;
  • მულტიფუნქციური მონიტორები;
  • სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციის ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემები;
  • სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პაციენტის სატრანსპორტო საშუალებები.

თანამშრომლობა და კონსულტაციები წარმოებს ევროპელ კოლეგებთან, რომელთა ჩართულობითაც ხორციელდება ყველა არაორდინარული, რთული კლინიკური შემთხვევის შეფასება და მართვა.

მკურნალობა უტარდება პაციენტების სრულ ასაკობრივ სპექტრს.

გერმანული ჰოსპიტალი გთავაზობთ ამბულატორიულ მომსახურებას, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით. ისინი უზრუნველყოფენ მაღალი სტანდარტების შესაბამის ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ კვლევებს, ექოკარდიოგრაფიასა და დატვირთვის ტესტებს. ამბულატორიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და მთლიანად არის ორიენტირებული პაციენტების უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

გერმანული ჰოსპიტალის მიკროქირურგიული დეპატრამენტი პაციენტებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპერაციებს შემდეგი მიმართულებით:

  • ნაწიბურის კორექცია
  • დაზიანებული მყესების მთლიანობის აღდგენა, რეკონსტრუქცია, პლასტიკა
  • დაზიანებული პერიფერიული ნერვების მთლიანობის აღდგენა,რეკონსტრუქცია, პლასტიკა
  • მხრის წნულის რეკონსტრუქცია
  • დიუპიუტრენის კონტრაქტურა (ხელისგულის აპონევროზის ამოკვეთა)
  • მაჯის გვირების სინდრომი (შუათანა ნერვის დეკოპრესია)
  • იდაყვის გვირაბის სინდრომი (იდაყვის ნერვის დეკომპრესია)
  • ტკაცუნა თითი (ბეჭდისებური იოგის გაკვეთა)
  • დამწვრობის შემდგომი მოხრითი ან გაშლითი კონტრაქტურა
  • ჰიგრომა ( ჰიგრომის ამოკვეთა)
  • მტევნის სხვადასვა სიმსივნეები (სიმსივნის ამოკვეთა)
  • მხრის წნულის დაზიანება ( მხრის წნულის პლასტიკა)
  • პერიფერიული ნერვების ძველი დაზიანება (რეკონტრუქციული ოპერაციები)
  • საჯდომი ნერვის დაზიანება (ნერვის ნაკერი, პლასტიკა რეკონტრუქცია)
  • ნერვის დაზიანება (ნერვის ნაკერი, პლასტიკა რეკონტრუქცია)
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის შეუხორცებელი ჭრილობების მკურნალობა
420