GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი

GGRC სრულიად ახალი სიტყვაა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!
დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით ჩვენ მოვედით დღემდე, მოვედით ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით
“გპირდებით, ჩვენთან დაკარგულ იმედს დაიბრუნებთ, კეთილსინდისიერების ფასს გაიგებთ და შეიძენთ მეგობარს, რომელიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე იზრუნებს.”
— GGRC – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი
პროფესიონალთა გუნდი
კლინიკის შეთავაზებები და სიახლეები
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი!
ჩვენს გუნდს 30 წლიანი გამოცდილება აქვს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით, ასე რომ, თქვენ ყველაზე გამოცდილ ხელში ხართ, როდესაც ირჩევთ GGRC-ის!
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწეული შედეგებით – კავკასიის რეგიონში ჩვენ ვართ ერთ-ერთი კომპლექსური კლინიკა ინ ვიტრო მომსახურების კუთხით, რომელიც გთავაზობთ უნაყოფობის მკურნალობის და ხელოვნური განაყოფიერების უახლეს და ბიუჯეტურ მიდგომას;
ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ, გულწრფელ და გამჭვირვალე თანამშრომლობას, მზად ვართ, შევარჩიოთ თქვენთვის პერსონალურად მორგებული მკურნალობის და პროცედურების პაკეტი მისაღებ ფასად;
ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსერიძე, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა GGRC და ეს არის საუკეთესო კვლევებზე, ხანგრძლივ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე აგებული კლინიკა თქვენთვის!
მხოლოდ ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა უშვილო წყვილების მიმართ საქველმოქმედო ფონდის სახით – „შენთვის“!
და ყველაზე მთავარი, GGRC დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, გულისხმიერი და პროფესიონალი პერსონალით, უახლესი აპარატურით და გამორჩეულია მაღალი სტანდარტით, შთამბეჭდავი შედეგებით და ლოიალური ფასებით!
ამიტომ თქვენ ირჩევთ გერმანულ ხარისხს და ქართულ გულისხმიერებას, როდესაც ირჩევთ GGRC-ის, ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს.
კლინიკის მიმართულებები
IVF
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.
რაც ითვალისწინებს: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.
საქართველოს მასშტაბით ჩვენთან მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.
სუროგაცია დონაცია
სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, პროტოკოლის დაგეგმვასა და მართვას ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისათვის.დონორის ასაკი 18-28 წელი, სუროგატი დედის ასაკი 21-38 წელი.
კვალიფიციური იურისტის მომსახურება (ხელშეკრულების გაფორმებიდან, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით), ყველა ხელშეკრულება სრულდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვით და ნოტარიული დამოწმებით.
პროცესის მონიტორინგი
მომსახურების სრული სერვისი ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, (განსაკუთრებულ შემთხვევებში ბინით და კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფა).
საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთის, და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.
გინეკოლოგია
- უშვილობის მკურნალობა
- გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
- ენდომეტრიოზის მკურნალობა
- რეპროდუქციული სისტემის თანდაყოლილი დარღვევები
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კოლპოსკოპია
- სპერმის მიკროსკოპული და კომპიუტერული დიაგნოსტიკა
- ორსულობის მონიტორინგი
- სონოჰისტეროგრაფია
- ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგია
- ესთეტიური ენდოკრინოლოგია (ჰირსუტიზმი, აკნე/სებორეა, ჭარბი წონა/სიმსუქნე)
- ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი,
- მენსტრუაციისწინა სინდრომი)
- კონსერვატიული გინეკოლოგია
- ორსულობის დაგეგმვა (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ჰორმონული კოკები, პლასტირები)
- მექანიკური საშვილოსნოს შიგა საშუალებების (სპირალის) გამოყენება
- შეწყვეტილი ორსულობის მედიკამენტური აბორტის ჩატარება (2-7 კვირის ვადაზე).
სპეციალისტების კონსულტაციები: გინეკოლოგ – რეპროდუქტოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი, ემბრიოლოგი, ანესთეზიოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ – გინეკოლოგი, ანდროლოგი, ფსიქოლოგი.
ონკოლოგიური პაციენტებისთვის
საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.
პირველად საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის შესაძლებელია სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).