ნატო შამუგია MD. PhD.
ნატო შამუგია - ბიოგრაფია
ნატო შამუგიას – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და ასოცირებული პროფესორის, სამუშაო გამოცდილება 25 წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში, მის მიერ გაწეული შრომა, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის დარგების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.
ნატო შამუგია გახლავთ ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ულტარსონოგრაფისტი, ასევე სამედიცინო და პედაგოგიური მიმართულებით მუშაობის უდიდესი გამოცდილების მქონე მედიცინის აკადემიური დოქტორი და ESHRE-ს სამედიცინო საზოგადოების წევრი.
ნატო შამუგია ექსპერთა იმ ჯგუფის წევრიცაა, რომელმაც ,,დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური განაყოფიერების სტანდარტი და კლინიკური რეკომენდაციები (მკურნალობის პროტოკოლები)” შეიმუშავა.
მას, სხვადასხვა დროს, მსოფლიოს წამყვან IVF კლინიკებში მუშაობის გამოცდილებაც გამოარჩევს. მათ შორისაა: კვიპროსის, ინგლისის, იაპონიის, სინგაპურის და ავსტრალიის წამყვანი რეპროდუქციული ცენტრები.
2024 წლიდან ნატო შამუგია GGRC-ის კლინიკური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს და სათავეში უდგას სამკურნალო-სამეცნიერო მიმართულებას.
პროფესიული ინტერესები
სამუშაო ადგილი/თანამდებობა
- GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, კლინკიკური დირექტორის მოადგილე, ექიმი მეან-გინეკოლოვგი.
ნატო შამუგია - პერსონალური ინფორმაცია
განათლება
სერთიფიკატები
პროფესიული გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
- მეანობა-გინეკოლოგიის დოქტორი. დიპლომისშემდგომი განათლების რუსეთის სამედიცინო აკადემია;
- ასოცირებული პროფესორი. მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი უწყვეტი პროფესიული განათლების რუსეთის სამედიცინო აკადემია.
- მეანობა-გინეკოლოგია
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა
- ზოგადი სასკოლო პედაგოგიკა და ფსიქოლოგია
- ჰისტეროსკოპია
- 2000-2005 – მეან-გინეკოლოგი საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში Uro-Pro.
- 2006-2019 – მთავარი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციისა და გენეტიკის ცენტრში FertiMed.
- 2019-2020 – განყოფილების ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მოსკოვის აკადემიურ კლინიკაში ART-ECO.
- 2010-2015 – ენდოკრინოლოგიის განყოფილების პროფესორი რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში.
- 2015 – მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების დოცენტი რუსეთის უწყვეტი პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემიაში.
კონგრესები, კონფერენციები:
- 2007 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, გააჩნია სათანადო სერთიფიკატები.
ენების ცოდნა:
- ქართული – მშობლიური
- რუსული – სრულყოფილად
- ინგლისური – სრულყოფილად
მსგავსი მიმართულების ექიმები
-
დიანა აბაშიძეაპრილი 30, 2025პროფესიონალიზმი: 5კომუნიკაცია: 5ზრუნვა და ყურადღება: 5თანამედროვე მიდგომები: 5