ისრაელი-საქართველოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი “ჰელსიკორი”

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანის ჯანმრთელობა და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

ჰელსიკორის გუნდის სახელით, მადლობას გიხდით ნდობისთვის.

არჩილ ხანთაძე

გენერალური დირექტორი

კლინიკა დღეს

მისამართი

ისრაელი-საქართველოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი "ჰელსიკორი"

თბილისი, თედორე მღვდლის ქ. 13

(032) 243 33 43

info@hcore.ge

კლინიკის ისტორია

2014 წლიდან, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო ცენტრი, საზოგადოებას უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

თავდაპირველად, ჰელსიკორი ფუნქციონირებდა როგორც სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკა, თუმცა, დროთა განმავლობაში, კლინიკა განვითარდა და ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრად, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურითა და თანამედროვე საოპერაციოებით.

ჰელსიკორში პაციანტების ჯანმრთელობაზე დარგის წამყვანი სპეციალისტები ზრუნავენ.

ასევე, ჰელსიკორში ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი სამსახური.

ჩვენი მისია

იზრუნე, რომ განკურნო

ჰელსიკორი ინოვაციური მკურნალობისა და პროცედურების დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში და ამიერკავაკსიაში.

ჩვენ ვუზრუნვეყოფთ პაციენტებს გლობალური სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო მომსახურებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პაციენტის უსაფრთხოებას და ორიენტირებულები ვართ საუკეთესო კლინიკურ შედეგებზე.

ჩვენი ხედვა

ინოვაცია და წინსვლა

ჩვენ მივისწრაფით ვიყოთ ნოვატორები ამიერკავკასიის ჯანდაცვის სფეროში.

ჩვენი მიზანია გავფართოვდეთ და ვაქციოთ ჰელსიკორი საუკეთესო  სამედიცინო დაწესებულებად, როგორც მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მისაღებად, ასევე ჯანდაცვის სფეროში სამუშაოდ.

ჩვენი ღირებულებები

  • უსაფრთხოება და ხარისხი
  • პაციენტზე ზრუნვა
  • პატივისცემა და თანაგრძნობა
  • ინოვაცია და ზრდა
  • გუნდური მუშაობა და კოლაბორაცია/თანამშრომლობა
438