მამუკა ბოკუჩავა - ცხოვრების კრედო
სამუშაო ადგილი
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
თბილისი, ჩაჩავას 1/ ლუბლიანას 5
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
მამუკა ბოკუჩავა
დაბადების თარიღი: 06.11.1962
სპეციალობა: სისხლძარღვთა ქირურგია, ანგიოლოგია
სამუშაო ადგილი/თანამდებობა: ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე
ასრულებს არტერიებსა და ვენებზე ყველა სახის რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, მათ შორის:
- კაროტიდული ენდარტერექტომია
- ოპერაციები “გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომზე”
- აორტისა და პერიფერიული არტერიების ანევრიზმების ლიკვიდაცია/რეკონსტრუქციული ოპერაციები
- აორტო-ბიფემორალური შუნტირება
- ბარძაყ-მუხლქვეშა, ბარძაყ-წვივის რეკონსტრუქციები
- ოპერაციები ვარიკოზულ ვენებზე და სხვა.
საქმიანობის სფერო: სისხლძარღვთა ქირურგია, აორტო-ბიფემორალური შუნტირება, კაროტიდული ენდარტერექტომია, ოპერაციები ვარიკოზულ ვენებზე.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1987 წლიდან
- 1985 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი;
- 1985-1987 – რეზიდენტურა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სკი-ში
- 1987 წლიდან დღემდე – ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი.
- საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზიდენტი (2012 წლიდან);
- ევროპის სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის წევრი (1997 წლიდან);
- 2005-2007 წლებში საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის სტანდარტიზაციისა და ნომენკლატურის კომისიის თავმჯდომარე;
- 2007-2012 წლებში საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
პუბლიკაცია:
- 33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
მონაწილეობა სამედიცინო კვლევებში:
- 2004 წელს – მთავარი მკვლევარი ღია, მულტიცენტრულ, II ფაზის კვლევაში კიდურის კრიტიკული იშემიით, ხანგამოშვებითი კოჭლობის მქონე პაციენტებში ლიპოსომური პროსტაგლანდინი E-ს (ლიპროსტინი) გამოყენების შესახებ (“Endovasc” USA).
- 2003 წლიდან მთავარი მკვლევარი საქართველოში “კაროტიდული ენდარტერექტომიისთვის ზოგადი ანესთეზიისა და ლოკალური ანესთეზიის შედარების კვლევაში – GALA (Edinburg, Scotland)”
- 1997 წელს მონიჭებული აქვს მედიცინეს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი შრომისთვის “რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტო-ფემორალურ სისხლძარღვოვან ზონაშიქვემო კიდურების სისხლით მომარაგების გაზრდისა და მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებისათვის”;
- 1999, 2000 და 2002 წლებში მუშაობდა როგორც სისხლძარღვთა ქირურგი პროფ უ. სტოკმანთან ბერლინში, გერმანიაში, კლინიკაში “Franciskus Krankenhaus”.
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სალაპარაკო