თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
კლინიკა დღეს
მისამართი
კლინიკის შესახებ
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, 9 საოპერაციო დარბაზი, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქირურგია წარმოადგენს, კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით, ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD ტექნოლოგიებით.
გვანცა ხართიშვილი MD.
ნეიროქირურგი
ალექსანდრე თევდორაძე MD.
ნეიროქირურგი
გოგი მაღალაშვილი MD. Ph.D.
ნეიროქირურგი
გიორგი ნიკოლიშვილი
ზოგადი ქირურგი
ლიზა გოდერძიშვილი MD.
თერაპევტი, პულმონოლოგი
ნიკოლოზ ონაშვილი
ინტერვენციული რადიოლოგი
მიხეილ (ბადურ) ზიმლიცკი MD. Ph.D.
ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქირურგი
ლევან ნაჭყებია MD.
ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქირურგი
არმაზ მარიამიძე MD. Ph.D.
პათოლოგანატომი
გიორგი ლორია MD.
ორთოპედ-ტრავმატოლოგი
გურამ გურაშვილი
ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი
კახა ნურალიძე MD. Ph.D.
ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი
თამარ გოგიჩაიშვილი MD.
ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი
კლინიკის მიმართულებები
ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია (ე.წ წონის კორექციის ოპერაციები) მეტაბოლური ქირურგია ( დიაბეტი ტიპი- 2 ის ქირურგია), ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, პროქტოლოგია.
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს ნეიროქირურგიული მიმართულება, თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი რომელიც უახლესი საოპერაციო ეგზოსკოპით აღიჭურვა. ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება უახლესი ნეიროქირურგიული მიკროსკოპით.
საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში სადაც უახლესი ნეიროქირურგიული ეგზოსკოპი დაიდგა.
ნეიროქირურგიაში გამოსახულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარე მსოფლიოს ორმა უდიდესმა კომპანიამ ოლიმპუსმა და სონიმ გადაწყვიტეს შეექმნათ ეგზოსკოპი ანუ ნეიროქირურგიული უახლესი მიკროსკოპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით არის შეიარაღებული, ეს არის პირველი ეგზოსკოპი მსოფლიოში, რომელიც ამ ორი ბრენდის კოლაბორაციის პროდუქტს წარმოადგენს.
ნატიფ სტრუქტურებზე უნიკალური სამუშაოების შესრულება, წარმოადგენს აღნიშნული საოპერაციო სისტემის უპირატესობას სხვა მანამდე არსებული მიკროსკოპისგან განსხვავებით, რაც განაპირობებს ნეიროქირურგიული ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულებას და მაქსიმალურ შედეგებს.
პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი, რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით, დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია: მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია.
კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში.