ზურაბ ჩხაიძე - ცხოვრების კრედო
დაზოგე დრო, ეს ერთადერთი შეუცვლელი რესურსია.
სამუშაო ადგილი
დაჯავშნეთ ვიზიტი
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა
ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
სპეციალობა
ქირურგია
სამეცნიერო ხარისხი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
პროფესიული ინტერესები
ბარიატრიული ქირურგია
ონკოლოგიური ქირურგია
ენდოსკოპიური ქირურგია
პროფესიული უნარები
პერსონალური ინფორმაცია
ზურაბ ჩხაიძე
სპეციალობა: ქირურგია
სამუშაო ადგილი/თანამდებობა:
- კლინიკა ვივამედი – კლინიკური დირექტორი
- თსუ-ს გადაუდებელი ქირურგიის და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე, პროფესორი.
აკადემიური ხარისხი/სამეცნიერო წოდება: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქმიანობის სფერო: ზოგადი ქირურგია, ბარიატრიული ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ენდოსკოპიური ქირურგია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი: 1982 წლიდან
- 1976-1982 -ყუბანის (კრასნოდარი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობა-ქირურგია, ექიმი.
- 1993 – ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი (კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურა). სპეციალობა-ქირურგია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
- 2000 – თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ინსტიტუტი. სპეციალობა-ქირურგია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
- 1982-1983 – ქ. პენზის საოლქო კლინიკური საავადმყოფო. ექიმი-ინტერნი; ქირურგიული განყოფილება.
- 1983-1986 – პენზის ოლქი – პოიმის რაი-საავადმყოფო. ქირურგი განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი.
- 1987-1994 – ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის #2 კათედრა. კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი.
- 1995-1996 – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. წამყვანი სპეციალისტი, ჯანდაცვის სამინისტრო.
- 1996-2003 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი. უფროსი ორდინატორი, ქირურგიის განყოფილება.
- 1997-2000 – სამედიცინო ინსტიტუტი “VITA”. ქირურგიის კათედრის გამგე.
- 2000-2004 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრა. კათედრის გამგე, პროფესორი.
- 2003 – USA army (21CSH US Army). ქირურგიული განყოფილება. Irak.
- 2004 – Landshtul Regional Medical Centre (Germany) US army Hospital. ქირურგიული განყოფილება. გერმანია
- 2004-2012 – აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი. წამყვანი სპეციალისტი, ქირურგიული დეპარტამენტი.
- 2005-2011 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ. მედიცინის ფაკულტეტი. მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში.
- 2006 წლიდან-დღემდე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ. თსუ მედიცინის ფაკულტეტის გადაუდებელი ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი (კათედრა). დეპარტამენტის (კათედრის) ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
- 2012 წ. ოქტომბერი – 2014 წ. მარტი – კლინიკური დირექტორი, აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი.
- 2014 წლიდან-დღემდე – სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“. ქირურგიული დეპარტამენტი, წამყვანი სპეციალისტი.
- 2015 წლიდან-დღემდე – სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“. სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი.
- 2016 წლიდან – დღემდე – კლინიკა ვივამედი – კლინიკური დირექტორი, თსუ-ს გადაუდებელი ქირურგიის და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე, პროფესორი.
- 30 წელზე მეტი
- 1997 – საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
- 1999 – საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი.
- 2000 – საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი.
- 2006 – ჟურნალ «Вестник эндокринологии» სარედაქციო საბჭოს წევრი.
- 2008 – International Association of Hepato-Gastroenterology წევრი.
- 2008 – ევროპის ქირურგთა კონგრესის წევრი.
- 2009 – ევროპის გადაუდებელ ქირურგთა ასოციაციის საპჭოს წევრი.
- 2014 – პოსტდიპლომური განათლების – სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელი.
- მომხსენებელი სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე.
ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – კარგად