ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

კავკასიის მედიცინის ცენტრმა JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის მედიცინის ცენტრმა JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში.

კრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, 1,200-მდე სტანდარტი დანერგა.

ჰოსპიტლის კომპლექსური შეფასების შედეგად, JCI-ის (Joint Commission International) აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს: ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხით და ეფექტურობით, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმებით, საექთნო ზრუნვით, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკით, სტრატეგიული მმართველობით და ხარისხის კულტურით, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვით, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებით.

JCI – Joint Commission International ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ხარისხის ოქროს ბეჭედი (The Gold Seal of Approval), რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს, როგორც JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალს მიენიჭა, ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.

ღრძილების ანთება – გინგივიტი და პაროდონტიტი

ღრძილების ანთება – გინგივიტი და პაროდონტიტი

რეკომენდებულია, მხოლოდ ზონდირების და პირის ღრუს რენტგენოგრაფიული გამოკვლევის შემდგომ დაისვას გინგივიტის და პაროდონტიტის დიაგნოზი!

ინგივიტი და პაროდონტიტი, ამ დაავადებების დამახასიათებელი ჩივილები…
რა შემთხვევაშია საჭირო რეგენერაციული ქირურგიული ჩარევა?!
რა არის პაროდონტოლოგიური ზონდი და როგორ ხდება დიაგნოზის დასმა მისი მეშვეობით?
გაწუხებთ გინგივიტი ან პაროდონტიტი?

დაგვიკავშირდით: (032) 2 599 599

ექიმი
თამარ ნადირაშვილი MD. PhD.
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

სს “ჯერარსი” მიიღო TEMOS საერთაშორისო აკრედიტაცია

ჯერასი მიიღო TEMOS საერთაშორისო აკრედიტაცია

სს “ჯერარი” TEMOS-ის პირველი ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი დაწესებულება საქართველოში.

TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში.

– ჯერარსის კლინიკის დირექტორი

სს

ჯერარსმა 2024 წლის ოქტომბერში ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და გახდა TEMOS-ის (INTERNATIONAL HEALTHCARE ACCREDITATION – TEMOS) პირველი აკრედიტებული ჯანდაცვის დაწესებულება საქართველოში. ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სს ჯერარსი გახდა Temos-ის აკრედიტებული პირველი საავადმყოფო საქართველოში, რომელიც ფლობს და ნერგავს ახალ მსოფლიო დონის სტანდარტებს „ხარისხი სამედიცინო მომსახურებაში“ ჯანდაცვის ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვისთვის. TEMOS-ის აკრედიტაცია ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ხარისხის ნიშანია ჯანდაცვის სფეროში. იგი მოიცავს დეტალურ შეფასებასა და შემოწმებას. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა: პაციენტთა უსაფრთხოება; სამედიცინო მომსახურების ხარისხი; ინფექციების კონტროლი და პრევენცია; ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია; უწყვეტი განათლება; ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება; მენეჯმენტისა და მართვის პროცესები, სხვა.

სს ,,ჯერარსის” დირექტორის შეფასებით „ეს დიდი აღიარება არის ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. TEMOS-ის აკრედიტაციის მოპოვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოვოთ საერთაშორისო პარტნიორობა და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. TEMOS-ის აკრედიტაცია წარმოადგენს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პაციენტთა უსაფრთხოებას, ისე პერსონალის კომპეტენციას და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას”.

სს ჯერარსი ასევე ფლობს ‘’Diplomatic Council (DC)“-ის სერთიფიკატს „სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი“ (Preferred Partner Hospital). Temos International-ს აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა DC-თან Temos-ის მიერ აკრედიტებული ობიექტებისთვის (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DC-ის ვებსაიტს www.diplomatic-council.org) სერთიფიკატის მფლობელი „ჯერარსი“ დასახელებულია, როგორც დიპლომატიური საბჭოს ‘’Preferred Partner Hospital“ (სასურველი პარტნიორი ჰოსპიტალი). ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ – ამ მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატის მფლობელმა წარმატებით გაიარა დიპლომატიური საბჭოს უმაღლესი ჰოსპიტალური კვალიფიკაციის სტანდარტები, რაც შეფასდა Temos International Healthcare Accreditation (TIHA)-ს მიერ. თავად დიპლომატიური საბჭო არის გლობალური „think tank“, რომელიც აკრედიტირებულია გაეროს მიერ