კავკასიის მედიცინის ცენტრმა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა.
კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში.
სოფიო ასპანიძე
დირექტორი
აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, 1,200-მდე სტანდარტი დანერგა.
ჰოსპიტლის კომპლექსური შეფასების შედეგად, JCI-ის (Joint Commission International) აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს: ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხით და ეფექტურობით, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმებით, საექთნო ზრუნვით, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკით, სტრატეგიული მმართველობით და ხარისხის კულტურით, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვით, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებით.
JCI – Joint Commission International ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების გლობალურ გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ხარისხის ოქროს ბეჭედი (The Gold Seal of Approval), რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს, როგორც JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალს მიენიჭა, ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.