სამუშაო საათები
European Fertility Clinic
European Fertility Clinic არის სამედიცინო ცენტრი, რომელიც უნაყოფობის მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს წყვილებს. კლინიკა მდებარეობს ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, კრწანისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით. კლინიკა განთავსებულია 4 სართულიან, დამოუკიდებელ შენობაში, რომელიც თანამედროვე სავენტილაციო სისტემით და ივ ვიტრო განაყოფიერებისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ჩვენს კლინიკაში ყველაფერი უმცირეს დეტალებამდეა გათვალისწინებული უნაყოფობის ეფექტიანად სამკურნალოდ და ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებისთვის.
პროფესიონალთა გუნდი
ჩვენს კლინიკაში დიდი გამოცდილების რეპროდუქტოლოგები და ემბრიოლოგები მუშაობენ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენი დიდი ხნის ოცნება, იყოლიოთ ჯანმრთელი შვილი, რეალობად ვაქციოთ.
ჩვენ ინდივიდუალურად განვიხილავთ თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და მათ უმაღლესი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფთ. ჩვენი რეპროდუქტოლოგები მაღალკვალიფიციური პროფესიონალები არიან, რომლებმაც სამედიცინო ხარისხი სხვადასხვა მიმართულებით მიიღეს. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, გულდასმით ვსწავლობთ მას და მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტურ გზას ვირჩევთ.
ჩვენი კლინიკის სიახლეები
კლინიკის მომსახურება
პირველადი და მეორადი უნაყოფობის დიაგნოსტირება
ენდოკრინული და იმუნოლოგიური ფაქტორების დიაგნოსტირება, მილების და პერიტონეალური ფაქტორების დიაგნოსტირება, ასევე საშვილოსნოსთან დაკავშირებული უნაყოფობის დიაგნოსტირება
უნაყოფობის მკურნალობა
ქალის უნაყოფობის მკურნალობა
მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა
ინ ვიტრო განაყოფიერება
ხელოვნური განაყოფიერება
ICSI
სუროგაცია
დონორთა პროგრამები
კვერცხუჯრედის დონაცია
ემბრიონის დონაცია
სპერმის დონაცია
პრენატალური მოვლა








