გინეკოლოგია
გინეკოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს, მათ დარღვევებს. ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მჭიდროდ არის დაკავშირებული მეანობასთან.