
ოტორინოლარინგოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია - მედიცინის დარგი, შეისწავლის ყურისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს. ავადმყოფების გამოკვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სმენისა და ვესტიბულური ფუნქციების შესწავლას. ზოგადად ოტორინოლარინგოლოგიას გამოეყო დამოუკიდებელი დისციპლინები აუდიოლოგია, ფონიატრია, ოტიატრია.