საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი

ჯანმრთელი ტერფი – შენი ცხოვრების ხარისხი!

კლინიკა დღეს

მისამართი

საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი

ბ.კალანდაძის ქ. 26, თბილისი, საქართველო

032 230 99 09

georgianfaai@gmail.com

კლინიკის ისტორია

საქართველოს „ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი“ (ტერფის ინსტიტუტი) დაარსდა 2018 წელს ამერიკული ორგანიზაციის GraMedica – ს მხარდაჭერით და ამერიკელი ტერფის სპეციალისტების პატრონაჟით.

ტერფის ინსტიტუტი ქ. თბილისში ჩამოყალიბდა რეგიონალურ ცენტრად, სადაც თავს იყრის ჩვენს რეგიონში არსებული ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის მქონე პაციენტები.

კლინიკა დღეს

ჩვენი მისიაა – რეგიონში განვავითაროთ დარგი რასაც ტერფის ქირურგია – პოდიატრია ეწოდება, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყნებში როგორც ცალკე დარგი ისეა წარმოდგენილი, რაც თვისობრივად ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მიმართულებაა.

მომსახურება

ვინაიდან ტერფის ქირურგია ორთოპედიის დარგია, მოგეხსენებათ რომ ორთოპედია ბერძნული სიტყვაა (orthopedic) და გულისხმობს სწორი აღზრდის მეთვალყურეობას, გამომდინარე აქედან ტერფის ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ტერფის მეთვალყურეობა, დიაგნოსტირება, მკურნალობა და რეაბილიტაციას ნოლიდან უსასრულო ასაკამდე.

ჩვენი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ტერფის დიაგნოსტირების, მკურნალობის და რეაბილიტაციის სრულ სპექტრს.

მკურნალობის მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება ევროპის და ა.შ.შ -ში აპრობირებულ სამედიცინო გაიდლაინებს.

ჩვენი კლინიკის წამყვანი სპეციალისტი ელი დანიელი (Elie C.Daniel) რომელიც გახლავთ ამერიკელი ექიმი პოდიატრი, მედიცინის დოქტორი, გრამედიკა-ს ინსტიტუტის წევრი. ტერფის მასტერი. ბრტყელი ტერფის ქირურგიაში სპეციალიზირებული ქირურგი ილინოისის შტატის პირველ დახელოვნების ცენტრში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, პირადად არის ჩართული ყველა რთული კლინიკური შემთხვევის დიაგნოსტირების, მკურნალობის ეტაპებში და მონიტორინგს უწევს რეაბილიტაციურ მკურნალობას.

ტერფის ინსტიტუტის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია გუნდური მუშაობის პრინციპებზე, რომელიც მოიაზრებს როგორც ადგილობრივი ისე სხვა ქვეყნების სპეციალისტების აქტიურ ჩართულობას.

1488