ლალი ფხალაძე MD. PhD.

ლალი ფხალაძე MD. PhD.

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი

2767

ლალი ფხალაძე - ცხოვრების კრედო

სიკეთე აკეთე და ყველაფრისთვის მადლიერი იყავი!

pkhaladze-geo

სამუშაო ადგილი

რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13

(032) 224 00 99

info@reproinstitute.ge

დაჯავშნეთ ვიზიტი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

 ვიზიტის დასაჯავშნად შეავსეთ ფორმა

ექიმის სამუშაო საათები:
ორშ.-პარ. – 10:00 – 17:00

აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!

სპეციალობა

სამეცნიერო ხარისხი

მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

პროფესიული უნარები

ჯანდაცვა 100%
პაციენტთან ურთიერთობა 100%
პროფესიული განვითარება 100%

პერსონალური ინფორმაცია

ლალი ფხალაძე

ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, სარეზიდენტო პროგრამის -„რეპროდუქტოლოგია“ -ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

1992 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; 1993 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ რეპროდუქტოლოგად; 2014 წლიდან დღემდე არის არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი; 2002 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 2006 წ. მიენიჭა მედიცინის აკამიური დოქტორის ხარისხი; გავლილი აქვს სტაჟირებები უცხოეთში და ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს; არის ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენერი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში; აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში მომხსენებლის სტატუსით; არის 31 სამეცნიერო შრომის, 1 სახელმძღვანელოს, სახელმწიფო გაიდლაინისა და 100-ზე მეტი პოპულარული სამედიცინო სტატიის ავტორი; არის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის, გინეკოლოგ-ენდიკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის, ევროპის სექსოლოგთა სამედიცინო საზოგადოების წევრი.

საქმიანობის სფერო: გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია.
საექიმო საქმიანობის სტაჟი-28 წელი.

  • 2006 წ. – მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი;
  • 2002 წ. სექტემბერი – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი (#003294). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე „ადრენო-გენიტალური სინდრომის პოსტპუბერტატული ფორმების კლინიკა და დიაგნოსტიკა“;
  • 1993 – 1995 წ.წ. – დიპლომი – კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა – რეპროდუქტოლოგია, ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
  • 1997 – 2000 წ.წ. – დიპლომი (AA #0059975), ინგლისური ენის მთარგმნელ-რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალობა, ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 1986 – 1992 წ.წ. დიპლომი (AA #816289), კვალიფიკაცია – ექიმი, სპეციალობა – სამკურნალო საქმე, სამკურნალო ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
  • 2014 წლიდან დღემდე – „რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე“. კლინიკური დირექტორი, ექიმი – რეპროდუქტოლოგი-გინეკოლოგი;
  • 2006 წ. – დღემდე – “საქართველოს სამედიცინო ჯგუფი”, დირექტორი;
  • 1995 წ. – 2014 წ. იანვრამდე – ი. ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, პოლიკლინიკური განყოფილება, ექიმი–რეპროდუქტოლოგი;
  • 1993 – 1995 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახ.ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი,რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილება, ექიმი–ორდინატორი;
  • 1992 – 1993 წ.წ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ენდოკრინოლოგიური განყოფილება, ექიმი–ინტერნი.
  • 2023 წლიდან – დღემდე – ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  • 2017-დღემდე – ივ. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი, მოწვეული ლექტორი.
  • 2016 წლიდან დღემდე – „რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმ. პროფესორი არჩილ ხომასურიძე“ – სარეზიდენტო პროგრამის „რეპროდუქტოლოგია“ – დირექტორი, მოდულების ხელმძღვანელი.
  • 2015-2016 წწ. – ი. ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის “რეპროდუქტოლოგია” – მოდულების ხელმძღვანელი.
  • 2015 წ. – დღემდე – ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს განვითარების ფონდის( USAID) პროექტის – „წყალი, სანიტარია, ჰიგიენა აჭარაში“ – განათლების კომპონენტის ტრენერი;
  • 2002 – 2011 წ.წ. – UNFPA/WHO პროექტი”მხარდაჭერა რეპროდუქციული სამსახურების გაუმჯობესებისათვის”–ტრენერი;
  • 2004 – 2006 წ.წ. – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემია, ექიმთა კვალიფიკაციის კურსები რეპროდუქტოლოგიაში, ლექტორი;
  • 2004 – 2006 წ.წ. -ტრენინგები სოციალურ–მარკეტინგსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ფარმაცევტებისათვის, CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2004 წ. – ტრენინგები თანასწორთა განათლებაში თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტების სტუდენტებისათვის CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2005 – 2006 წ.წ. – ტრენინგები თანასწორთა განათლებაში მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის პატრიოტულ ბანაკებში CSMA/USAID, ტრენერი;
  • 2005 წ. – დღემდე – ტრენინგები სამხედრო პირთათვის –აივ/შიდსის და სგგდ პრევენცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო–ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, ტრენერი.
  • ევროპის გინეკოლოთა ასოციაცია (ESG);
  • ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება (ISGE);
  • სექსუალური მედიცინის ევროპული საზოგადოება (ESSM);
  • ნაყოფიერებისა და უნაყოფობის საერთაშორისო ფედერაცია (IFFS);
  • საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია (GARM).
  • 2019 წ. დუბლინი, ირლანდია – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-18 კონგრესი (IAHR), მომხსენებელი: „რეპროდუქციული სისტემის ფორმირების თავისებურებები მოზარდ გოგონებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ საკვერცხეების პოლიცისტოზის გამო”.
  • 2018 წ. ლისაბონი, პორტუგალია – სექსუალური მედიცინის მსოფლიო შეხვედრა, ევროპის სექსოლოგთა მე-20 კონგრესი, სექსუალური მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების 21-ე მსოფლიო შეხვედრა, მომხსენებელი;
  • 2017 წ. თბილისი, საქართველო – საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია. თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები. ქირურგიის როლი. რა შეიცვალა წელიწადში. მომხსენებელი;
  • 2017 წ. ბარსელონა, ესპანეთი – ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების მე-12 კონგრესი (ESG), მომხსენებელი;
  • 2017 წ. რომი, იტალია – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-17 კონგრესი (IAHR), მომხსენებელი;
  • 2016 წ. თბილისი, საქართველო – საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები. ქირურგიის როლი. მომხსენებელი;
  • 2016 წ. ვროცლავი, პოლონეთი – ევროპის გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მე-8 ალბერტ ნეტტერის დღეები;
  • 2016 წ. კიევი, უკრაინა – უკრაინის მეან- გინეკოლოგთა მე- 14 ყრილობა, მომხსენებელი;
  • 2016 წ, ბარსელონა, ესპანეთი – ენდომეტრიოზის და საშვილოსნოს პათოლოგიების მე-2 კონგრესი;
  • 2016 წ. ფლორენცია, იტალია – გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების მე-17 კონგრესი (ISGE), მომხსენებელი;
  • 2015 წ. პრაღა, ჩეხეთი – ევროპის გინეკოლოგთა საზოგადოების მე-11 კონგრესი (ESG), მომხსენებელი;
  • 2015 წ. ბერლინი, გერმანია – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-16 კონგრესი (IAHR);
  • 2014 წ. კაპრი, იტალია – ევროპის გინეკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მე-7 ალბერტ ნეტტერის დღეები, იტალიის გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგთა ასოციაციის 1 ევროპული სემინარი;
  • 2014 წ. რომი, იტალია – ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოების (ESHRE) სიმპოზიუმი -,,საკვერცხეების პოლიკისტოზი“;
  • 2014 წ. ჩაქვი, საქართველო – მედიკოსთა XXXIV საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია”თანამედროვე კლინიკური მედიცინა – მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები”, მომხსენებელი;
  • 2013 წ. ვენეცია, იტალია – მე-15 მსოფლიო კონგრესი ადამიანის რეპროდუქციაში (IAHR);
  • 2013 წ. ბაკურიანი,საქართველო – მედიკოსთა XXXIII საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „თანამედროვე კლინიკური მედიცინა – მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“, მომხსენებელი;
  • 2012 წ. თბილისი,საქართველო – ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა“;
  • 2002 წ. ბათუმი,საქართველო – II საერთაშორისო კონფერენცია „სიმწიფიდან სიბერემდე“, „ორსული ქალის უსაფრთხო ფარმაკოთერაპია“, მომხსენებელი;
  • 2012 წ. მაპუტო,მოზამბიკი – საერთაშორისო სამხედრო კონფერენცია-აივ/შიდსი, მომხსესნებელი;
  • 2011 წ. მილანი, იტალია – გინეკოლოგ-ონკოლოგთა ევროპული საზოგადოების (ESGO) მე-17 საერთაშორისო კონფერენცია;
  • 2005 წ. თბილისი, საქართველო – I საერთაშორისო კონფერენცია ობეზიტოლოგიაში, მომხსენებელი;
  • 2003 წ. თბილისი – I ქართული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გინეკოლოგიური დაავადებებისადმი თანამედროვე მიდგომა, პროფილაქტიკა, მკურნალობა“, მომხსენებელი.
  • 45 სამეცნიერო შრომა,
  • 1 სახელმძღვანელო,
  • სახელმწიფო გაიდლაინი,

რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კვლევა: “MENOPAUSE RELIFE EP-40-CIMICIFUGA EP 40 და RODIOLA ERP-7 ექსტრაქტების ფიქსირებული კომბინაციის ეფექტურობა მენოპაუზის სიმპტომების მქონე ქალებში“ – მთავარი მკვლევარი.

ქართული – მშობლიური
რუსული – სრულყოფილად
ინგლისური – სრულყოფილად