ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

მარტი – მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე

მარტი - მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე

მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობიერების ამაღლება მთელ მსოფლიოში მარტის თვეში აღინიშნება…

ს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას. სწორედ ამიტომ ინფორმირებულობა, სკრინინგი და დროული მიმართვა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ონკოქირურგიგიორგი მეტივიშვილი.

რა არის მსხვილი ნაწლავის კიბო?

მსხვილი ნაწლავის კიბო ვითარდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან. ხშირად დაავადება იწყება მცირე კეთილთვისებიანი წარმონაქმნებით — პოლიპებით, რომლებმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ავთვისებიანი ტრანსფორმაცია განიცადონ. ამ პროცესს წლები სჭირდება, რაც სკრინინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

რისკფაქტორები

დაავადების განვითარების რისკს ზრდის რამდენიმე ფაქტორი:

1. გენეტიკური წინასწარგანწყობა
2. ასაკი (50 წელზე მეტი)
3. უჯრედისით მდიდარი საკვების ნაკლებობა
4. დაბალი ფიზიკური აქტივობა
5. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
6. სისხლი ან ლორწო განავალში

რისკფაქტორის არსებობა დაავადების განვითარებას ავტომატურად არ ნიშნავს, თუმცა სიფრთხილე და რეგულარული კონტროლი აუცილებელია.

სიმპტომები

ადრეულ ეტაპზე მსხვილი ნაწლავის კიბო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს:

• ნაწლავის მოქმედების ცვლილება (ყაბზობა ან დიარეა)
• სისხლი განავალში
• მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
• აუხსნელი წონის კლება
• მუდმივი დაღლილობა და ანემია

ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სკრინინგი — პრევენციის მთავარი გზა

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი მიზნად ისახავს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას ან პოლიპების არსებობის შემთხვევაში მათ დროულ ად მოკვეთის რეკომენდაციას. ყველაზე ეფექტური მეთოდია კოლონოსკოპია, რომელიც საშუალებას იძლევა ნაწლავის სრული დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის წარმოებას.

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საშუალო რისკის მქონე პირებისთვის სკრინინგი იწყება 45–50 წლიდან. მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შესაძლოა კვლევა უფრო ადრე დასჭირდეთ.

მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და მოიცავს:

• ქირურგიულ ჩარევას
• ქიმიოთერაპიას
• სამიზნე თერაპიას ან იმუნოთერაპიას
• ზოგიერთ შემთხვევაში — სხივურ თერაპიას

ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კიბოს შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.

ცხოვრების წესის როლი

ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, უჯრედისითთ მდიდარი რაციონი, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს. პრევენცია იწყება ყოველდღიური ჩვევებიდან.

მარტი გვახსენებს, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ხშირად პრევენცირებადი და მართვადია, თუ იგი დროულად გამოვლინდება. ინფორმირებულობა, სკრინინგში ჩართვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მსხვილი ნაწლავის კიბო სერიოზული, მაგრამ მართვადი დაავადებაა. მარტი, როგორც ცნობიერების ამაღლების თვე, გვახსენებს, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ სკრინინგის მნიშვნელობაზე და მოვუწოდოთ საზოგადოებას: არ გადადონ პრევენციული კვლევები.

ჯანმრთელობის მენეჯმენტში ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის ეფექტური გზაა.

ექიმი
გიორგი მეტივიშვილი MD.
ონკოქირურგი, ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

ონკოლოგიატკივილის მართვა ონკოლგიურ პაციენტებში

ტკივილის მართვა ონკოლგიურ პაციენტებში

ტკივილი არის ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი რეაქცია, World Health Organization ტკივილს განსაზღვრავს, როგორც არასასიამოვნო სენსორულ და ემოციურ გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებასთან.…

ს განმარტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტკივილი მხოლოდ ფიზიკური შეგრძნება არ არის — მასში ჩართულია ნერვული სისტემა, ტვინი, ემოციები და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე მიზეზით გამოწვეული ტკივილი სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულად შეიძლება აღიქმებოდეს. ტკივილი სამედიცინო მიმართვიანობისა და კონსულტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

ტკივილი შეიძლება იყოს:

• მწვავე — მოკლეხნიანი და დამცავი ფუნქციის მქონე. ის სტრესის ძირითადი კომპონენტია. აღნიშნული ტკივილი თან ახლავს ტრავმას, ქირურგიულ ჩარევებსა და მწვავე დაავადებებს.

• ქრონიკული — ხანგრძლივი, რომელიც დროთა განმავლობაში თავადაც შეიძლება იქცეს დაავადებად. ქრონიკულ ტკივილს ბევრი ნეგატიური ეფექტი გააჩნია, ფსიქო-სენსორულით დაწყებული  პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუარებით დამთავრებული. დღეისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქრონიკულ ტკივილს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია და შფოთვა. თუმცა მიუხევად ყოველივე ამისა, შესაძლებელია ქრონიკული ტკივილის როგორც ეფექტური მართვა, ასევე პრევენცია.

– როგორ ვლინდება ტკივილი ონკოლოგიაში?

ონკოლოგიურ პაციენტებში ტკივილი ხშირად მრავალფაქტორულია. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად სიმსივნის ზრდით, ქსოვილების დაზიანებით, ნერვული სტრუქტურების კომპრესიით, ძვლოვანი მეტასტაზებით ან მკურნალობის გვერდითი ეფექტებით, როგორიცაა ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული მკურნალობა.

ამ შემთხვევაში ტკივილი აღარ არის მხოლოდ „სიგნალი“ — იგი ხშირად ხდება პაციენტის ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორი.

სწორედ ამიტომ თანამედროვე ონკოლოგიასა და პალიატიურ მზრუნველობაში ტკივილის მართვა განიხილება არა როგორც დამატებითი ღონისძიება, არამედ როგორც მკურნალობის აუცილებელი ნაწილი.

მსოფლიო მონაცემებით, კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების დაახლოებით 55%-ს დაავადების მიმდინარეობის განმავლობაში აღენიშნება ტკივილი, ხოლო გვიან სტადიებში ეს მაჩვენებელი 70–80%-მდე იზრდება. World Health Organization აღნიშნავს, რომ კიბოსთან ასოცირებული ტკივილის უმეტესობა ეფექტურად მართვადია, თუმცა მრავალი პაციენტი კვლავ რჩება არასაკმარისი კონტროლის პირობებში.

– როგორია ვითარება საქართველოში?

საქართველოში, ისევე როგორც მრავალი საშუალო შემოსავლის ქვეყანაში, კვლავ გამოწვევად რჩება ოპიოიდური პრეპარატების ხელმისაწვდომობა, საზოგადოების შიში ოპიოიდოდამოკიდებულების მიმართ და ტკივილის არასაკმარისი შეფასება.

პალიატიური მზრუნველობის სერვისები საქართველოში ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა საჭირო არის:
• ტკივილის შეფასების სტანდარტიზაცია
• ექიმების დამატებითი გადამზადება
• პაციენტისა და ოჯახის ინფორმირება ტკივილის მართვა არ არის მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა , არამედ ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხროვრების უზრუნველყოფა.

– რა ტიპის ტკივილი გვხვდება ონკოლოგიაში?

ტკივილი შეიძლება იყოს:

 ნოციცეპტიური – ქსოვილის დაზიანებით გამოწვეული
 ნეიროპათიული – ნერვული სისტემის დაზიანებით
 შერეული

–  როგორ ხდება ტკივილის სწორი მართვა?

ტკივილის მართვა ეფუძნება საფეხურეობრივ, ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომას, რომელიც ცნობილია როგორც World Health Organization-ის „ტკივილის მართვის სამსაფეხურიანი მოდელი“. ეს მოდელი ათწლეულებია გამოიყენება ონკოლოგიურ პრაქტიკაში.

მოდელი მოიცავს:

1. მსუბუქი ხასიათის ტკივილი — არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი და სხვა).
2. საშუალო ხასიათის ტკივილი — სუსტი ოპიოიდები, ხშირად არასტეროიდულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
3. ძლიერი ხასიათის ტკივილი — ძლიერი ოპიოიდები (მაგალითად მორფინი, ფენტანილი), ინდივიდუალურად შერჩეული დოზირებით.

თუმცა თანამედროვე მიდგომა მხოლოდ „საფეხურეობრივი“ პრინციპით არ შემოიფარგლება. დღეს უფრო მეტად საუბარია პაციენტზე მორგებულ, მულტიმოდალურ მართვაზე, რაც ნიშნავს:

• პრეპარატის სწორი დოზის ეტაპობრივ შერჩევას (ტიტრაციას)
• რეგულარულ, სქემატურად მიღებას და არა მხოლოდ ტკივილის ინტენსივობის მომატების დროს
• ტკივილის ტიპის გათვალისწინებას (ნოციცეპტიური თუ ნეიროპათიული)

ასევე მნიშვნელოვანია დამხმარე მედიკამენტები, განსაკუთრებით ნეიროპათიული ტკივილის დროს:
• ანტიდეპრესანტები
• ანტიკონვულსანტები
• კორტიკოსტეროიდები
• ძვლის მეტასტაზების შემთხვევაში — ბისფოსფონატები

ტკივილის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიკამენტებით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება:
• რადიოთერაპია ძვლოვანი მეტასტაზების დროს
• ნერვული ბლოკადები
• ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
• ფიზიოთერაპიული ჩარევები

ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია — ტკივილის რეგულარული შეფასება და მკურნალობის ადაპტაცია. ტკივილი დინამიკურია და მისი მართვაც უნდა იყოს მუდმივად გადახედვადი. თანამედროვე ონკოლოგიაში ტკივილის მართვა აღიქმება როგორც მკურნალობის განუყოფელი ნაწილი და არა დამატებითი ღონისძიება — რადგან ხარისხიანი ტკივილის კონტროლი პირდაპირ აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, ფუნქციურ მდგომარეობასა და ფსიქოემოციურ სტატუსზე.

– რამდენად უსაფრთხოა ოპიოიდები?

ოპიოიდური პრეპარატები ონკოლოგიური ტკივილის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მათი სწორი დანიშვნისა და სამედიცინო მონიტორინგის პირობებში ისინი უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

ონკოლოგიაში ოპიოიდები გამოიყენება მკაფიო ჩვენებით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზირებით და ეტაპობრივი ტიტრაციით. ეს ნიშნავს, რომ დოზა იზრდება იმდენად, რამდენადაც საჭიროა ტკივილის კონტროლისთვის — არა ზედმეტად.

ხშირად პაციენტებსა და ოჯახებში არსებობს შიში დამოკიდებულების მიმართ. რეალურად, ონკოლოგიური ტკივილის მართვისას ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარების რისკი დაბალია, როდესაც პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო კონტროლის ქვეშ და ტკივილის მკურნალობის მიზნით.

ოპიოიდებს შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი ეფექტები — როგორიცაა ყაბზობა, გულისრევა, ძილიანობა — თუმცა მათი მართვა შესაძლებელია თანმხლები პრეპარატებითა და სწორი მონიტორინგით.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უფრო დიდი საფრთხე ხშირად თავად გაუკონტროლებელი ტკივილია — ის იწვევს ფიზიკურ გამოფიტვას, უძილობას, დეპრესიას და პაციენტის იზოლაციას სოციუმისგან. ამიტომ თანამედროვე მედიცინის მიზანი არ არის ოპიოიდების თავიდან აცილება, არამედ მათი რაციონალური, უსაფრთხო და სწორი გამოყენება, რათა პაციენტმა იცხოვროს ღირსეულად და ნაკლები ტანჯვით.

– რას ნიშნავს ტკივილის მართვა პალიატიური მზრუნველობის კონტექსტში?

World Health Organization განსაზღვრავს პალიატიურ მზრუნველობას, როგორც მიდგომას, რომელიც აუმჯობესებს პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების  ხარისხს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების დროს.

ტკივილის კონტროლი ამ პროცესის ცენტრალური ნაწილია და მოიცავს:
• მედიკამენტურ მკურნალობას
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას
• სოციალური საჭიროებების გათვალისწინებას
• სულიერი დახმარებას

საუბარია ბიოფსიქოსოციალურ და პაციენტსა და მის ოჯახზე ორიენტირებულ მიდგომაზე.

– რა არის მთავარი გზავნილი პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის?

ტკივილი არ არის და არ უნდა იყოს ონკოლოგიური დიაგნოზის „თანმხლები პირობა“. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს რეალურ შესაძლებლობას, რომ ტკივილი იყოს კონტროლირებადი და პაციენტმა იცხოვროს მაქსიმალურად კომფორტულად, ღირსეულად და აქტიურად — მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და მისი სტადიისა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ დამალოს ტკივილი და არ ჩათვალოს ის „ნორმად“. ტკივილის შესახებ ღია საუბარი ექიმთან, მისი ინტენსივობის სწორად აღწერა და მკურნალობისადმი ნდობა — ეს არის ტკივილის ეფექტური მართვის საფუძველი.

ოჯახის როლიც განსაკუთრებულია — ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, სიმპტომებზე დაკვირვება და დროული რეაგირება ხშირად განსაზღვრავს მკურნალობის წარმატებას.

უნდა გვახსოვდეს: გაუკონტროლებელი ტკივილი ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო კონტროლირებული ტკივილი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ემოციური სტაბილურობა და იცხოვროს დაავადებით განპირობებული ტანჯვის გარეშე. ტკივილის მართვა ნიშნავს არა მხოლოდ ტკივილის როგორც სიმპტომის შემცირებას, არამედ ადამიანის ღირსებისა და ხარისხიანი ცხოვრების უფლების დაცვას.

ონკოლოგიურ პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის დაგეგმვა საჭიროების შემთხვევაში ქრონიკული ტკივილის მართვას გთავაზობთ კლინიკური ონკოლოგი თამრიკო ბულია

 

ექიმი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

ვარიკოცელე, გამომწვევი მიზეზები, გართულებები და მკურნალობა

რა არის ვარიკოცელე?

– ეს არის მამაკაცის სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება…

ტატისტიკურად იგი აღენიშნება  მამაკაცების 15-20%. აქედან დაახლოებით 40%-ში იგი იწვევს სპერმის ხარისხის გაფუჭებას და იშვიათად სრულ უნაყოფობასაც კი. იგი ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. მიმდინარეობის მხრივ იყოფა 4 ხარისხად: 0  – კლინიკური გასინჯვით არ ისინჯება, მაგრამ დგინდება ულტრასონოგრაფიულად დოპლეროგრაფიით, I – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომისას, II – გაფართოებული ვენები ისინჯება ფეხზე დგომის და ასევე წოლისას, III – გაფართოებული ვენები ჩანს გამოკვეთილად შეუიარაღებელი თვალით. მე-2-3 ხარისხის ვარიკოცელეს დროს პარალელურად უფრო ხშირია ტკივილები და დისკომფორტი სათესლე პარკის არეში, სპერმაში დარღვევები, თუმცა ისინი პირველი სტადიების დროსაც შესაძლოა იყოს.

– რა იწვევს ვარიკოცელეს?
 დღემდე ზუსტად უცნობია. იგი უმეტესწილად – 90%-ში გვხდება მარცხნივ, არსებობს ორმხრივი ვარიკოცელეს შემთხვევებიც – თუმცა იშვიათია. გამომდინარე იქიდან, რომ იგი უმეტესწილად მარცხენამხრივია, მიზეზები იხრება უფრო ანატომიური თვისებურებებით. კერძოდ: მარცხნივ სათესლე ვენა უერთდება თირკმლის ვენას ხშირად 45 გრადუსის კუთხით, რაც ბუნებრივ დაბრკოლებას იწვევს სისხლის გადინებისთვის გულისკენ. ასევე ხდება რომ სათესლე ვენა მოყოლილია აორტასა და მეზენტერიალურ არტერიებს შორის, რაც ასევე იწვევს ვენური სისხლის გადინების პრობლემებს. შესაბამისად წარმოიქმნება სარქველები, რაც იწვევს ვენური სისხლის დაგუბებას, ვენის კედლების ვარიკოზულ გაგანიერებას, რაც შეიძლება აისახოს თვითონ სათესლე ჯირკვალზე ატროფიული გადაგვარების სახით.

– რა გართულებებს იწვევს ვარიკოცელე და რატომ არის აუცილებელი მასზე შემოწმება?
ხშირად ვარიკოცელე უსიმპტომოდ ან ნაკლებ გამოხატულად მიმდინარეობდეს და მისი არსებობის შესახებ პაციენტები გებულებენ მხოლოდ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან შეჯახებით. უნაყოფო მამაკაცების დაახლოებით 40%-ს ვარიკოცელე აღენიშნება, რაც დგინდება კლინიკური და დოპლეროგრაფიული შემოწმებით, სპერმომორფოგრამით.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ვარიკოცელეს დროს?
მკურნალობის მეთოდები მხოლოდ ოპერაციულია. აქაც არსებობს ვარიანტები. 1. ლიგირების – ანუ ვარიკოზული ვენების გადაკვანძვის მეთოდი, რაც მოიგონა არგენტინელმა ქირურგმა და პოლიტიკოსმა ოსკარ ივანისევიჩმა 1918 წელს. მას დაგროვილი ჰქონდა 4000 ვარიკოცელეს ოპერაცია 42 წლის განმავლობაში, რისი შედეგებიც აღიარებულ იქნა და დღემდე რჩება მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად – ამ ოპერაციის მიზანია, რომ ვარიკოზული ვენები გადაიკვანძოს რაც შეიძლება მაღლა საზარდულის არხთან, რომ მის დაბლა დარჩენილმა ვენებმა გაიკეთონ კოლატერალები (ახალი გზები/ვენულები) ვენური სისხლის გადინებისთვის, მაგრამ ამ ოპერაციის რეციდივის სტატისტიკა დაახლოებით 20%-მდე აღწევს. 2. – ემბოლიზაციის მეთოდი – ითვალისწინებს საზარდულიდან ან კისრის რომელიმე ვენიდან სპეციალური ენდოვასულარული მოწყობილობით და ტექნიკით მისვლა ვარიკოზულ ვენებამდე და მათი დახშობა/ჩაკეტვა – მიზანი აქაც ვენების გადაკეტვაა. ამ მეთოდს კიდევ უფრო მეტი რეციდივი ახასიათებს ივანისევიჩის მეთოდთან შედარებით. 3. ყველაზე ოპტიმალურ, გამართლებულ და ფიზიოლოგიურ მეთოდად კი თანამედროვე ლიტერატურით და მიდგომებით მტკიცდება, რომ ვარიკოცელეს მიკროქირურგიულ შუნტირებას აქვს ყველაზე კარგი შედეგები და რეციდივების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1-3%-მდე!

– რას ითვალისწინებს ვარიკოცელეს მიკროქირურგიული შუნტირება?
ტექნიკურად იგი ბევრად რთული და იუველირული სამუშაოა, თუმცა ვისაც ასეულობით აქვს უკვე გაკეთებული მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ოპერაცია ტარდება სპინალური ან ზოგადი ანესთეზიით, იშვიათად ადგილობრივი გაუტკივარებითაც – საზარდულის 6 სმ-იანი განაკვეთით ხდება მოქმედი ვარიკოზული ვენის მიერთება ქვედა ეპიგასტრალურ ვენასთან მიკროქირურგიული ტექნიკის, ინტრუმენტების და მიკროსკოპის გამოყენებით. ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათი. დაყოვნება კლინიკაში – 1 დღე. აღდგენითი პროცესები იწყება მომენტალურად. ჩემს მიერ ჩატარებულია 250-მდე ვარიკოცელეს შუნტირების ოპერაცია, აქედან რეციდივი – 2.

– რისკები და უკუჩევენებები
პაციენტს ოპერაციამდე უტარდება წინასაოპერაციო კვლევები, კარდიოლოგის და ანესთეზიოლოგის კონსულტაციები. წინააღმდეგჩვენებები არ არსებობს. ერთადერთი ნაკლი პაციენტთათვის – არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის მიერ. არის შედარებით ძვირი (3000 ლარამდე).

– კლინიკაში დაყოვნება და შემდგომი მოვლა რეაბილიტაცია.
პაციენტი კლინიკაში ოპერაციის შემდგომ ყოვნდება 1 დღით. სრული რეაბილიტაცია – 2-3 კვირა. 3 თვეში ხდება გადაკონტროლება კლინიკურად/დოპლეროგრაფიულად და სპერმოგრამის ანალიზით.

– 40 წლიანი შედეგები მიკროქირურგიული შუნტირების ტექნიკის გამოყენებით
ეს მეთოდი დანერგა ჯერ კიდევ მამაჩემმა – პროფესორმა თამაზ შიოშვილმა 1980-იან წლებში. გაკეთებულია 1000-ზე მეტი ოპერაცია. გამოქვეყნებული აქვს სტატიები და პუბლიკაციები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მედია/ჟურნალებში,

ექიმი
ივანე (ივა) შიოშვილი MD.
ზოგადი ქირურგი
საკონტაქტო ინფორმაცია
კანვენი
კ. ჩაჩავას ქ. 1, თბილისი, 0159
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!

მანუალური თერაპია

მანუალური თერაპია, მკურნალობა, სარგებელი და უკუჩვენებები

მანუალური თერაპია — ეს არის კუნთ-ძვლოვანი სისტემის პრობლემების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მკურნალის ხელით (მანუალურად) შესრულებულ ტექნიკებს.

ა არის მანუალური თერაპია?

მანუალური თერაპია — ეს არის კუნთ-ძვლოვანი სისტემის პრობლემების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მკურნალის ხელით (მანუალურად) შესრულებულ ტექნიკებს. იგი ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიაში, ოსტეოპათიაში, ქირურგიამდე/შემდგომ რეაბილიტაციაში და სპორტულ მედიცინაში.

რა არის მანუალური თერაპიის მიზანი?
მანუალური თერაპიის ძირითადი მიზანია: ტკივილის შემცირება სახსრის/ხერხემლის მოძრაობის გაუმჯობესება კუნთების დაბალანსება და სიმტკიცის აღდგენა შედეგიანი ფუნქციური მდგომარეობის დაბრუნება ნევროლოგიური და სისხლძარღვოვანი რეაქციების რეგულირება.

რა ტექნიკებს მოიცავს მანუალური თერაპია?
მანუალური თერაპია მრავალტექნიკურია. ყველაზე ხშირად გამოიყენება:
a) მოდულარული/მობილიზაცია ეს არის ნაზი, განმეორებითი მოძრაობები, რომლებიც მიმართულია სახსრის “მშვიდად” მოძრაობაზე და ტკივილის შემცირებაზე.
b) მკვეთრი/ჰაიმანიპულაციური ეს არის სწრაფი და მიზნობრივი დარტყმა/წამოწევა სახსრის მიმართულებით, რასაც ხშირად თან ახლავს ხმის “კლიკი” (პოპი). გამოიყენება მხოლოდ სწორი შეფასების შემდეგ.
c) ტრაქცია სახსრის ან ხერხემლის გაწევა, რაც აუმჯობესებს დისკებსა და სახსრებს შორის სივრცეს და ამცირებს წნევას.
d) მიოფაშიული რელიზი კუნთოვანი და ფაშიური ქსოვილების რბილი დაჭიმვა და მოდუნება.
e) მყესის და მყესოვანობის მუშაობა განსაკუთრებით კუნთების, ტენდონების, ლიგამენტების მასაჟის და ტექნიკური სამუშაოების სახით.

რისთვის გამოიყენება მანუალური თერაპია?
მანუალურ თერაპიას ხშირად მიმართავენ შემდეგ შემთხვევებში: ხერხემლის ტკივილი (კისრის, მხრების, წელის) სკოლიოზი და პოსტურალური დარღვევები დისკის პროლაფსი/ჰერნია (უმეტეს შემთხვევაში კუმბინაციური მკურნალობა) რბილი ქსოვილების ტრავმები (კუნთების დაჭიმვა, ტენდენიტი) სახსრების ართრიტი და ართროზი (შედეგად ფუნქციის გაუმჯობესება) სპორტული ტრავმები და რეაბილიტაცია ნევროლოგიური პრობლემები (მაგ. ნერვის ჩაჭერა)

რა სარგებელი აქვს?
მანუალური თერაპია სარგებლობს რამდენიმე ძლიერი ეფექტით: ტკივილის სწრაფი შემცირება მოძრაობის დიაპაზონის დაბრუნება კუნთების ტონუსის რეგულირება დამარცხებული მოძრაობის “შეცდომების” კორექცია ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება სხეულის პოზიციისა და ბალანსის აღდგენა.

რისკები და უკუჩვენებები:
მანუალური თერაპია უსაფრთხოა, მაგრამ საჭიროა სპეციალისტის მიერ სწორად შეფასება. არსებობენ შემთხვევები, როცა მანუალურ თერაპიას არ უნდა მიმართოთ: უკუჩვენებები: მწვავე ინფექცია ან ცხელება ონკოლოგიური პროცესი (განსაკუთრებით ანთებითი/მედულარული სტადიები) ანევრიზმა ან მძიმე სისხლძარღვოვანი პრობლემები მძიმე ოსტეოპოროზი ახალი ტრავმა/სხვადასხვა სტაბილურობის დარღვევა კრუნჩხვითი მდგომარეობა (ზედმეტად დაუზუსტებელი) შეზღუდვები: მძიმე ართრიტი, რომელიც იწვევს სტაბილურობას მწვავე დისკის ჰერნია (საშუალო/ მძიმე) ნერვის მძიმე ჩაჭერა, რომელშიც საჭიროა ექიმის კონსულტაცია

როგორ ხდება მკურნალობა?
მანუალურ თერაპიას ხშირად ახლავს ფიზიოთერაპიული პროგრამა: შეფასება — ისტორია, მოძრაობის ტესტები, პალპაცია, ტკივილის ლოკალიზაცია ტექნიკის შერჩევა — ირჩევა მოდულარული ან მანიპულაციური მეთოდი. სახლის სავარჯიშოები — კუნთების გაძლიერება და პოზის კორექცია მონიტორინგი — პროგრესის და რეაქციის კონტროლი.

როგორ აირჩიოთ სპეციალისტი?
მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან მუშაობდეს ლიცენზირებული სპეციალისტი, რომელსაც აქვს: ფიზიოთერაპიის/მანუალურ თერაპიაში შესაბამისი სერტიფიკატი გამოცდილება კუნთ-ძვლოვანი პრობლემების მკურნალობაში შეფასების და მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა უსაფრთხოების პრინციპების დაცვა,

დასკვნა:
მანუალური თერაპია — ეს არის ეფექტური, ნელი თუ სწრაფი მოქმედების მქონე მეთოდი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ტკივილის კონტროლში და მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესებაში. თუმცა, წარმატების მთავარი წინაპირობა არის სწორი დიაგნოზი, ხარისხიანი შეფასება და მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვა.

კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სიტემის მკურნალობა მანუალური თერაპია ქუთისში ჯანმრთელობის ცენტრი ისიდა რუსთაველის 63
კახაბერ სამანიშვილი ვიზიტისვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა!
გთხოვთ დაჯავშნოთ ვიზიტი ან დაგვიკავშირდეთ: 551-45-49-87

ექიმი
კახაბერ სამანიშვილი
სამკურნალო მასაჟისა და მანუალური თერაპიის სპეციალისტი, ჰირუდოთერაპევტი
საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯავშნეთ ვიზიტი
გესაჭიროებათ ექიმთან კონსულტაცია?
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა!
გთხოვთ შეავსოთ ფორმა და დაელოდოთ დასტურს
დაჯავშნეთ ეხლა!